ვის ელის რადიკალური ცვლილებები, საბედისწერო შეხვედრები და ფინანსური წარმატება - მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცებისთვის:
ვერძი
კარგი შანსი მოგეცემათ იდეების განსახორციელებლად. შეიძლება ახალმა საქმეებმა გაგიტაცოთ, ახალი ჰორიზონტები გადაგეშალოთ. კარგი თვეა ახალი ცოდნის, ხელობის შესაძენად. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ და რთული სიტუაციიდან მარტივად დაიხსნით თავს. გარდა ამისა, ახლობლების პრობლემებსაც მოაგვარებთ.
- მაისის თვის იღბლიანი რიცხვები: 8, 18, 22, 27
- მაისის თვის უიღბლო რიცხვები: 6, 10, 24
კურო
კუროსთვის დასაწყისში მნიშვნელოვან და სარისკო საქმეებს ნუ დაგეგმავთ. გადაიაროს რთულმა პერიოდმა და მერე გააქტიურდით. კამათში შეინარჩუნეთ საღი აზრი და სიმშვიდე. მაისის მეორე ნახევარში საკუთარ საქმეებსაც გამოასწორებთ და გარშემო მყოფებსაც დაეხმარებით. რაც უფრო მეტ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ ახლობლებისთვის, მით უკეთესად იგრძნობთ თავს. სასურველია, ძველი პრობლემები ახალი მეთოდებით მოაგვაროთ.
- მაისის თვის იღბლიანი რიცხვები: 3, 7, 13, 26
- მაისის თვის უიღბლო რიცხვები: 5, 13, 24
ტყუპი
თვის დასაწყისში არავის წაეჩხუბოთ, მოერიდეთ უთანხმოებას გარშემო მყოფებთან. შეიძლება გაბრაზებული იყოთ საკუთარ თავზეც და ახლობლებზეც. თუ კარგად დაფიქრდებით, შეიძლება მიხვდეთ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ეს თქვენ გეჩვენებათ. თვის მეორე ნახევარში პოზიტიური განწყობა მოგემატებათ. მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ქალებთან. ისინი თქვენი ერთგული მხარდამჭერები გახდებიან.
- მაისის თვის იღბლიანი რიცხვები: 4, 13, 22, 27
- მაისის თვის უიღბლო რიცხვები: 6, 15, 22
კირჩხიბი
მაისის პირველი ნახევარი კარიერულ მიღწევებს დაუთმეთ. პარალელურად, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. პერიოდულად მეუღლეს საოჯახო საქმეების შესრულებაში უნდა დაეხმაროთ. თვის ბოლოსკენ გახშირდება შეხვედრები მეგობრებთან. გააცანით თქვენი იდეები გავლენიან ადამიანებს. ზოგირეთი საკუთარი ბიზნესისთვის სპონსორს, პარტნიორსაც კი გამონახავს.
- მაისის თვის იღბლიანი რიცხვები: 3, 12, 20, 31
- მაისის თვის უიღბლო რიცხვები: 1, 6, 22
ლომი
მნიშვნელოვანი საქმეები, მოლაპარაკებები თვის დასაწყისისთვის დაგეგმეთ. თვის ბოლოსთვის დასვენება, მეგობრებთან ერთად გართობა და თავისუფლებით ტკბობა მოგინდებათ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას იყავით დელიკატური და ტაქტიკური. გაფრთხილდით, თქვენი ხუმრობა შეიძლება ყველამ ვერ გაიგოს.
- მაისის თვის იღბლიანი რიცხვები: 9, 14, 19, 28
- მაისის თვის უიღბლო რიცხვები: 3, 8, 25
წაიკითხეთ სრულად