ვერძი
მნიშვნელოვანია არა ის, რასაც ამბობთ, არამედ ის, თუ რა ტონით. სექსუალური ხმით საუბრით მიიღებთ ყველაფერს, რასაც მოისურვებთ. ოჯახური თუ სასიყვარულო ურთიერთობა ეს ერთგვარი სამსახურია, რომელიც ყოველდღიურ მუშაობას მოითხოვს. შეიძლება არ დათანხმდეთ ახალგაცნობილს პაემანზე და ამით უსიამოვნებებიც აირიდოთ. უნდა იცოდეთ, საყვარელ ადამიანის სურვილები და არ დასცინოთ მას.
კურო
თვის დასაწყისში ახალგაცნობილი სულით ხორცამდე შეგძრავთ. დაქორწინებულები ვერ გადაწყვეტენ, დარჩნენ პარტნიორთან, თუ სამუდამოდ დაშორდნენ. მთავარია, თავად დარჩეთ მშვიდი ნერვებით. თვითიზოლაციის დასრულების და სახლიდან გასვლის შემდეგ ახლობლები თქვენი ტრანსფორმაციით გაოცებულები დარჩებიან.
ტყუპი
დათბება და გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შეყვარებულთან. ერთად შეადგინეთ ფინანური და საოჯახო საქმეების სია. მარტოხელა ტყუპის უმეტესობას საყვარელი ადამიანი დაქორწინებას შესთავაზებს. ზოგიერთს კი შეიძლება დაგიბრუნდეთ (მცდელობა მაინც ექნება) ძველი პარტნიორი.
კირჩხიბი
თვის დასაწყისში საყვარელი ადამიანის გამო პატარა ნერვიულობა გელით, დამშვიდდით და ყველაფერი ობიექტურად შეაფასეთ. შეიძლება ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ეს თქვენ გგონიათ. ყოფილმა შეიძლება გამთლიანება შემოგთავაზოთ. ზოგიერთი რომანს მეტად პოზიტიურად უყურებს. თუ ურთიერთობის გასერიოზულება გსურთ, აქტიურად უნდა იმოქმედოთ. თვის ბოლოს განსაკუთრებულად მომთხოვნი გახდებით ნათესავების მიმართ.
ლომი
აქტიური ხართ ახალი სიყვარულის ძიებაში. იყავით მზად სერიოზული ურთიერთობისთვის. ზოგიერთმა კი შეიძლება რომანტიკულად დაწყებული ურთიერთობა მეგობრობაში გადაიტანოს. თვის მეორე ნახევარში ზოგიერთი საცხოვრებელ მისამართს შეიცვლის. თვის ბოლოს რომანტიკის მომატებას იგრძნობთ, მეტად გაგიჩნდებათ სექსუალური ინტერესი პარტნიორისადმი.
ქალწული
საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მოსიყვარულე უნდა იყოთ. თუ სურვილი და შესაძლებლობა გაქვთ, გაანებივრეთ საჩუქრით. იყავით მის მიმართ პატივისცემით განწყობილი. თქვენ ერთმანეთის მიღწევებით უნდა ამაყობდეთ. მოუწყვეთ რომანტიკული საღამოები. ეს განსაკუთრებით მათ გეხებათ, ვინც ჯერ კიდევ მეგობრები ხართ.
სასწორი
თვის დასაწყისში თავს რომანტიკულ სამოთხეში იგრძნობთ, საყვარელი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ. ზოგიერთმა შეიძლება ურთიერთობის გასერიოზულება და ერთად ცხოვრება გადაწყვიტოს. შუა მაისში საყვარელი ადამიანი თვინიერი ბეკეკოდან შეიძლება კბილებდაკრეჭილ მგლად გადაიცეს, თუმცა, არ აჩქარდეთ დასკვნების გამოტანისას. თვის ბოლოს "ამერიკული მთები" დასრულდება ისევ რომანტიკულ ბურუსში გაეხვევით.
მორიელი
ახალდაწყებული რომანი მარტოხელებს სიამოვნებას და სიმშვიდეს მოგანიჭებთ. ყოველდღე, ახალგაღვიძებული თავს ბედნიერად იგრძნობთ, რაც ძალიან იშვიათად ხდება თქვენს ცხოვრებაში. ზოგიერთი დაქორწინებას და თვის ბოლოს თაფლობის თვის მოწყობას გადაწყვეტს. დაქორწინებლებს კი ყველაფერი პირიქით აქვთ, დაგროვილი უსიამოვნებების გამო შეიძლება ხანგრძლივი კავშირი გაწყვიტონ, ფრთხილად იყავით!
მშვილდოსანი
მაისის დასწყისში გაცნობილ ადამიანთან რომანი სასიამოვნოდ განვითარდება, თუ არ დაუმალავთ გრძნობებს და მეტ სიმპათიას გამოხატავთ მის მიმართ. დიდი ხნის დაქორწინებულებმა გაიხსენეთ (მხოლოდ პოზიტიური), რა კარგ დროს ატარებით ერთად, როცა ახალგაცნობილები იყავით და გაიმეორეთ. საერთო ფინანსები სწორად გადაანაწილეთ. თვის ბოლოს მიხვდებით, რომ საუკეთესო მეგობრები შეიძლება საუკეთესო საყვარელები გახდნენ.
თხის რქა
შეყვარებულს ხან გენატრებათ ერთმანეთ, ხან "გიცივდებათ" გრძნობები. მარტოხელებს ახალგაცნობილებმა შეიძლება იმედები გაუცრუონ. დიდი ხნის შეყვარებულებს მაისი შესაძლებლობას გაძლევთ, გააუმჯობესოთ და ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ ურთიერთობა, თუნდაც ერთად დაიწყოთ ცხოვრება. დაქორწინებულებმა მეტი ესაუბრეთ ერთმანეთს, დაინტერესდით ერთმანეთის განცდებით.
მერწყული
საყვარელ ადამიანთან კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ, უმჯობესია, მშვიდად და მეგობრულად მოაგვაროთ საკითხები. შუა მაისში პარტნიორის ტყუილმა ან ცუდად ნათქვამმა სიმართლემ შეიძლება გული გატკინოთ. ზოგიერთი კი დროს ტყუილად არ დაკარგავს და სანამ პარტნიორთან გაბუტულია, ახალ სიყვარულს მოძებნის.
თევზები
თვის დასაწყისში დაფიქრდებით, ადამიანი, რომელიც ახლა თქვენ გვერდითაა, თქვენი ცხოვრების სამუდამო პარტნიორია, თუ დროა, შეცდომა არ დაუშვათ და დაცილდეთ მას. ნაჩქარევ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ. თვის ბოლოს რომანტიკული განწყობა და ურთიერთობაში სიმსუბუქე მოიმატებს. თუმცა, ასევე მსუბუქად შეიძლება დაშორდეთ ადამიანს.