მაისში ზოდიაქოს ნიშნებს 7 მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ელოდებათ. მომდევნო თვე იმითაა გამორჩეული, რომ 4 რეტროგრადული (უკანმავალი) პლანეტა (ვენერა, სატურნი, პლუტონი (25 აპრილიდან დაიწყო და 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება) და იუპიტერი) გვყავს. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ ზოგიერთ სფეროში შეფერხებები, გაჭიანურება, დაბრკოლება, გაურკვევლობა იქნება ან განმეორდება სიტუაციები, დაუბრუნდებით ძველ სიტუაციებს, ურთიერთობებს, შემოგეხმიანებიან ადამიანები, ვისთანაც საქმიანი ან სასიყვარულო ურთიერთობა გაკავშირებდათ წარსულში. რაც შეეხება შვიდ მნიშვნელოვან მოვლენას, ესენია:
- 4 მაისი - ვენერა-ნეპტუნის კვადრატი
- 5 მაისი - მთვარის კვანძები - ტყუპი-მშვილდოსანი მდებარეობას იცვლის
- 7 მაისი - სავსემთვარეობა მორიელის 18 გრადუსში
- 11 მაისიდან პლანეტა სატურნი გადადის რეტროგრადულ სვლაში (29 სექტემბრამდე), მერწყულის ზოდიაქოში
- 13 მაისი - პლანეტა ვენერა ხდება რეტროგრადული (25 ივნისამდე) ტყუპის ზოდიაქოში. აქ ის გადმობრძანდა 3 აპრილს და დარჩება 7 აგვისტომდე.
გაგრძელება