27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

27 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

27 აპრილი. მთვარე არის ტყუპის ზოდიაქოში. 21:28-ზე გადავა კირჩხიბში.
მთვარე ტყუპში: მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ფილტვებს. კარგია სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი, არომათერაპია.
მთვარე კირჩხიბში: იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდით განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
კარგია აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება.

30 აპრილი. მთვარე იმყოფება ლომის ზოდიაქოში - მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ.
კარგია - ზურგის გავარჯიშება,
სუნთქვითი ვარჯიშები.
ცუდია - მარილიანი პროდუქტების ჭამა.

2 მაისი. მთვარე 9:35-ზე გადავა ქალწულის ზოდიაქოში. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. სწორად იკვებეთ.
კარგია - სახლის დალაგება, ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
ცუდია - წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მუცლის ვარჯიშების შესრულება.



ვერძი

მოიწესრიგეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან და სივრცე, რომელშიც ცხოვრობთ. იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური და პრაქტიკული. წარმატება გელით სიყვარულში. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ბავშვებთან. ჯანმრთელობაზე ზრუნვა გმართებთ 2 და 3 მაისს.
კვირის რჩევა: გახსოვდეთ, ორი კურდღლის მადევარი ვერც ერთს ვერ დაიჭერსო.
კვირის საუკეთესო დღეები: 27 აპრილი და 3 მაისი.

კურო

მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალური საქმეების შესრულებას. მარტოხელებს წარმატება გელით სიყვარულში. ბავშვების აღზრდა და შემოქმედებითი იდეების განხორციელება კარგია 2 და 3 მაისს. ოჯახის საქმეებით უმჯობესია დაკავდეთ 30 აპრილს და პირველ მაისს.
კვირის რჩევა:
კვირის საუკეთესო დღეები: პირველი და 2 მაისი.

ტყუპი

სიმშვიდე პირად ცხოვრებასა და სამსახურში გარანტირებული გაქვთ. არ გირჩევთ კედლის განგრევას, ეს სიკეთეს არ მოგიტანთ. გამონახეთ დრო იმისათვის, რისი კეთებაც მოგწონთ. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას.
კვირის რჩევა: ფული მეგობრებისგან არ ისესხოთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 29 და 30 აპრილი.

კირჩხიბი

მარტოხელებს გაგიმართლებთ იქ, სადაც სხვები მარცხდებიან, მაგრამ სიფრთხილეც გმართებთ, რადგან ოჯახში მოიმატებს კონფლიქტებისა და ტრავმების საფრთხე. ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს. ცვლილება განწყობას გაგიუმჯობესებთ.
კვირის რჩევა: დახმარებისთვის მეგობრებსა და ნათესავებს მიმართეთ.
კვირის საუკეთესო დღეები: 29 და 30 აპრილი.

ლომი

გარშემო მყოფები ნერვებს მოგიშლიან და ეს შეიძლება ცუდი განწყობის მიზეზი გახდეს. ეცადეთ, დიპლომატიური იყოთ. ცხოვრებას გაგიხალისებთ ოთხფეხა მეგობრები ან საყვარელი ადამიანი. ამ უკანასკნელს ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებ დროს უთმობთ.
კვირის რჩევა: საიდუმლო საქმეები დიდი სიფრთხილით აწარმოეთ.
კვირის საუკეთესო დღე: 30 აპრილი.

ქალწული

მარტოხელებმა მეტი ინიციატივა უნდა გამოავლინოთ, რომ სიმპათიის ობიექტი გაიცნოთ. მზად იყავით ცვლილებებისთვის პირად ფრონტზე, სიტუაციის გაუმჯობესება გელით. სამსახურის საქმეები გვერდზე გადადეთ და საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმეთ.
კვირის რჩევა: სიყვარულშიც ისეთი თავდაჯერებული უნდა იყოთ, როგორც მუშაობისას.
კვირის საუკეთესო დღე: 3 მაისი.

სასწორი

მოერიდეთ კამათს და ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან. გამონახეთ დრო, რათა საყვარელ ადამიანთან ერთად გაიხსენოთ პერიოდი, როცა შეყვარებულები და ბედნიერები იყავით.
კვირის რჩევა: დააბალანსეთ გრძნობები და გონება.
კვირის საუკეთესო დღე: 3 მაისი.


მორიელი

საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ მზრუნველობასა და სიყვარულს ითხოვს და არა ურთიერთობების გარკვევას და ეჭვიანობას ყოველი წვრილმანის გამო. ეცადეთ, დაიწყოთ ვარჯიში, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
კვირის რჩევა: საკუთარი თავი სხვის ადგილას წარმოიდგინეთ, გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.
კვირის საუკეთესო დღეები: 27 და 28 აპრილი.


მშვილდოსანი

საქმეები ისე უნდა დაალაგოთ, რომ შვილებისა და მეუღლისთვის მეტი დრო დაგრჩეთ. იყავით თავშეკავებული საქციელსა და სიტყვებში. მარტოხელებმა მეტი დრო გაატარეთ იმ ადამიანის გვერდით, ვისი შეხედულებებიც თქვენსას ემთხვევა.
კვირის რჩევა: ჩხუბის შემდეგ შერიგება ტკბილია, მაგრამ მაინც ზომიერება უპირველესია.
კვირის საუკეთესო დღე: 28 აპრილი.


თხის რქა

რომანტიკული განწყობა მოიმატებს და საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მოსიყვარულე გახდებით. ხუმრობაში გაატარებთ იმას, რაც ადრე გაღიზიანებდათ. მარტოხელები შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თავდაყირა დააყენებს თქვენს ცხოვრებას. შეიძლება მეგობრებსაც კი დაეხმაროთ პირად ცხოვრებაში სირთულეების დაძლევაში.
კვირის რჩევა:
კვირის საუკეთესო დღეები: 29, 30 აპრილი და პირველი მაისი.


მერწყული

თუ ხვდებით, რომ ყველასგან განმარტოება და სიმშვიდეში ფიქრი გსურთ, მშვიდად აუხსენით ოჯახის წევრებს თქვენი მდგომარეობა. შეიძლება განმარტოება თქვენს მეუღლეს დასჭირდეს და ეს არაა გამოწვეული სხვასთან ფლირტის ან გრძნობების გაცივების გამო. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
კვირის რჩევა: მოიწესრიგეთ ჯანმრთელობა და ფინანსური მდგომარეობა.
კვირის საუკეთესო დღეები: 27 და 28 აპრილი.


თევზები

საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა დაგიდგათ. იყავით ყურადღებით და ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები. პირადი ცხოვრება და მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებთან კონტაქტს. მეუღლესთან ერთად ერთი გუნდი უნდა იყოთ, რომელიც შეთანხმებულად მოაგვარებს ყველა უსიამოვნებას. და კიდევ, ეცადეთ, მეტად გახსნილი იყოთ საყვარელ ადამიანთან და ნაკლები მოიტყუოთ.
კვირის რჩევა: ყველაფერს უფრო მარტივად შეხედეთ, სიტუაციის დამძიმება სიკეთეს არ მოგიტანთ.
კვირის საუკეთესო დღე: 3 მაისი.

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93