ასტროლოგიური სწავლების მიხედვით, თითოეული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი გარკვეული ტემპერამენტით გამოირჩევა. ამასთან ერთად, მათ შორის ემოციურადაც დიდია განსხვავება. ამიტომ, იმის მიხედვით, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანზეა დაბადებული ქალი, მამაკაცს ბევრი რამის "პროგნოზირება" შეუძლია, თუკი, რა თქმა უნდა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასარეგულირებლად ასტროლოგიას მოიშველიებს:
ვერძი ქალი ცხელსისხლიანია. მისი ყურადღება დიდი ხნით რომ მიიპყროთ, ძნელი იქნება, თუმცა, არა შეუძლებელი. ვერძებს ძლიერი სიყვარული შეუძლიათ, მაგრამ ასევე მარტივად შეუძლიათ გადაერთონ სხვაზე, თუკი მამაკაცმა იმედი გაუცრუა.
კუროს სიყვარულის მოპოვება ძნელია, მაგრამ ღირს ამად. ქალი კურო ძალზე ერთგულია, როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. მთავარია, მისი ნდობა მოიპოვოთ და დაარწმუნოთ თქვენს სიყვარულში.
ტყუპი თავქარიანი და ცვალებადი ქალია. ცხოვრებაში ბევრჯერ უყვარს და ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად. მისთვის თავის მოწონება მარტივია, თუმცა შენარჩუნებაა ძნელი.
კირჩხიბი ემოციური და ბუტია ქალია. სამაგიეროდ, ძალიან ერთგული და ეჭვიანიც. კირჩხიბებს ემოციური კავშირის გაწყვეტა საყვარელ მამაკაცთან ძალიან უძნელდებათ. ამიტომ მარტივად არ იცვლიან პარტნიორებს.
ლომი ამაყი და ამბიციური ქალია. როცა უყვარს, მთელი გულით, მაგრამ ძალიან ამაყია საიმისოდ, რომ ვინმეს ეხვეწოს. ამიტომ ლომებსაც ხშირად ახასიათებთ ინტერესის ობიექტის ცვლა ღირსეული კაცის ძიებაში.
ქალწული გონიერი, დინჯი და პრაქტიკული გოგოა. არ ახასიათებს სიყვარულის გამო "გამოშტერება". გადაწყვეტილებას ყოველთვის გონებით იღებს და უმართლებს ხოლმე. მისი სიყვარული ძლიერია და სტაბილური.
სასწორი რომანტიკული, სიყვარულზე შეყვარებული ქალია. მისთვის აუცილებელია გვერდით ჰყავდეს ვინმე. ამიტომ ხშირად თანხმდება ურთიერთობას მხოლოდ მოწონების სტადიაშიც კი. ძალიან უჭირს გადაწყვეტილების მიღება. ზოგჯერ ორი რომანიც აქვს პარალელურად. გაგრძელება