3 ქალი, რომელიც ყველაზე კარგად ფლობს ფლირტის ხელოვნებას და ნებისმიერ კაცს გამოიჭერს

3 ქალი, რომელიც ყველაზე კარგად ფლობს ფლირტის ხელოვნებას და ნებისმიერ კაცს გამოიჭერს
ყვე­ლა ქალი რო­დია და­ჯი­ლ­დოე­ბუ­ლი "ნი­ჭით", ოს­ტა­ტუ­რად ეფ­ლირ­ტა­ოს მა­მა­კაცს. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ამ მხრივ ზო­დი­ა­ქოს სამი ნი­შა­ნია გა­მორ­ჩე­უ­ლი:

სას­წო­რი


ის ჭეშ­მა­რი­ტი "ვე­ნე­რას შვი­ლია", ფო­სო­ე­ბით ლო­ყებ­ზე, რო­მე­ლიც ულა­მა­ზე­სი ღი­მი­ლის დროს უჩ­ნდე­ბა ხოლ­მე. სულ რომ არა­ფე­რი, ამ ჩა­ჩხვლე­ტი­ლი ლო­ყე­ბით მო­ა­ხერ­ხებს იგი მა­მა­კა­ცის­თვის თავ­ბრუს დახ­ვე­ვას. თუმ­ცა სას­წორ ქალს, გარ­და ვი­ზუ­ა­ლუ­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ში­ნა­გა­ნი შარ­მი და ქა­ლუ­რო­ბა გა­აჩ­ნია, რის ხარ­ჯზეც ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მის გვერ­დით თავს სა­ჭი­როდ და ფუნ­ქცი­უ­რად გრძნო­ბენ. იგი არა­სო­დეს იღებს ინი­ცი­ა­ტი­ვას სა­კუ­თარ თავ­ზე და ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია დო­მი­ნან­ტის
როლი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­და­უ­ლო­ცოს კაცს. ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე დიდი "კო­ზი­რია" ამ ქა­ლის ხელ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის ამ საქ­ცი­ელ­ში ტაქ­ტი­კუ­რი სვლე­ბი მო­ი­აზ­რე­ბა სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ცი­ლე­ბით უფრო ღრმა ფა­ზა­ში გა­და­საყ­ვა­ნად. თუმ­ცა მა­მა­კა­ცი, რაღა თქმა უნდა, ვერ ხვდე­ბა ამას.

ლომი



- მისი არ­შემ­ჩნე­ვა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ბუ­ნე­ბამ იგი უზა­დო ნაკ­ვთე­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა თუ სა­შუ­ა­ლოს­ტა­ტის­ტი­კუ­რი ქა­ლის გა­რეგ­ნო­ბა გა­აჩ­ნია. მას აქვს შარ­მი და ამ­ბი­ცი­ე­ბი, რაც ნე­ბის­მი­ერ მა­მა­კაცს აი­ძუ­ლებს, წა­მის მე­ა­სედ­ში მი­აქ­ცი­ოს ამ დე­დოფ­ლუ­რი მა­ნე­რე­ბის მქო­ნე ქალს ყუ­რა­დღე­ბა. ქალი ლომი სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე ვერ ძლებს. მას გა­მუდ­მე­ბით სჭირ­დე­ბა არა ერთი ან ორი, სამი ან უფრო მეტი "სა­თა­და­რი­გო თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი" ძი­რი­თად პარტნი­ორ­თან ერ­თად, რო­მელ­თა ყუ­რა­დღე­ბაც მას თვით­შე­ფა­სე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად ჰა­ე­რი­ვით ესა­ჭი­რო­ე­ბა. ეს იმას რო­დის ნიშ­ნავს, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქალს ერ­თგუ­ლე­ბის უნა­რი არ აქვს (გა­იხ­სე­ნეთ, ლომი გუ­ლით იმარ­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მარ­თლა უყ­ვარს ვინ­მე, ლომი მის მი­მართ უსა­ზღვროდ ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბა), თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად სხვა მა­მა­კა­ცე­ბის მხრი­დან წა­მო­სუ­ლი კომ­პლი­მენ­ტე­ბი ამ ქალს ძა­ლი­ან ესა­ჭი­რო­ე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­თვის ახერ­ხებს და­იმ­სა­ხუ­როს მა­მა­კა­ცე­ბის ყუ­რა­დღე­ბა, რა­დაც არ უნდა და­უჯ­დეს ეს.

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93