ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სხვებზე უკეთესია

ზოდიაქოს 4  ნიშანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სხვებზე უკეთესია
ისინი თავიანთ მოსაზრებას ყველაზე ავტორიტეტულად მიიჩნევენ და ეს მსოფლიოში არსებულ ყველა საკითხს ეხება.
მაშ, ასე. წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ოთხ ნიშანს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საუკეთესოები არიან:

კურო

ის მოსაზრება, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყველაზე ჯიუტია, მართალია. როდესაც კურო ცდილობს, რომ რაღაც დაამტკიცოს, შეიძლება იმ დროს თავგზააბნეულიც მოგეჩვენოთ, მაგრამ ცოდნა ნამდვილად გააჩნია, რასაც დაგიმტკიცებთ.
ტიპიური კურო, კამათს მიმართულებას ყოველთვის სწორად მოუძებნის, ( ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის ბევრი ნამდვილი ინტელიგენტია) ის აფრქვევს ცოდნას ვულკანივით და გააქარწყლებს ყველა
იმ ინფორმაციას, რაც სწორი გეგონათ.
კუროს ახასიათებს დაზვერვა და რა თქმა უნდა, მათი ერთ-ერთი მახასიათებელი ქედმაღლობაც შეიძლება იყოს.
თუმცა, ეს თვისება განსაკუთრებით გამოხატულად ვლინდება მაშინ, როცა იგი ცდილობს მიგანიშნოთ, რომ მისი აზრი ყველა საკითხთან მიმართებაში ავტორიტეტული უნდა იყოს.

ლომი

ვინ იფიქრებდა, არა? ზოდიაქოს ეს ეგოისტურად ბრჭყვიალა ვარსკვლავი, ამ საკითხს სერიოზულად ეკიდება. ის ბედნიერი სახით უსმენს საკუთარ ხმას, ხედავს საკუთარ თავს მაღალ რანგში, მინიმუმ ლექტორად, რომელიც გესაუბრებათ. ლომს არც კი შეეპარება ეჭვი იმაში, რომ სიტუაციის კონტროლი შეუძლია. ყოვლისმცოდნე ლომთან საუბარში თუ ჩაერთვებით, მოემზადეთ პრეზენტაციისთვის და არა მხოლოდ მოსაზრებების მეგობრული კუთხით გაცვლისთვის. ლომი შეეცდება დაგარწმუნოთ, რომ ის უდანაშაულოა, თუნდაც მას არ ესმოდეს, რა არის მთავარი საკითხი. ის ერთ-ერთი ყველაზე თავდაჯერებული ნიშანია.

ქალწული

თუ დადგება დრო, როცა ამ ნიშნის წარმომადგენელთან სიტყვიერი ბრძოლა მოგიწევთ, უბრალოდ ესაუბრეთ. დიახ, ქალწულს უყვარს ლაპარაკი და იშვიათად იცვლის აზრს იმაზე, რასაც ჭეშმარიტებად მიიჩნევს. იქნებ ის ნამდვილად აყენებს ფაქტებს ყველაფერზე მაღლა და სჯერა კიდეც თქვენი, უბრალოდ უკან დახევა არც ისე ადვილია.

მშვილდოსანი

კომუნიკაბელური ხასიათის გამო, მშვილდოსანი ზოგჯერ სულაც არ ცდილობს, რომ ყველა საკითხში „უდიდესი ავტორიტეტის" ტიტული მოიპოვოს. რაც მის მიმართ ნდობას გაგიჩენთ. მათთვის საინტერესო ფაქტორი თემის შესწავლაა. ისინი იხედებიან შორს და ფართო კუთხით.
ცნობისმოყვარეობა საშუალებას აძლევთ, რომ საკუთარ თავში ახალი ცოდნა აღმოაჩინონ. თუ გსურთ, რომ შაკიკს თავი აარიდოთ, როდესაც მშვილდოსანთან დაიჭერთ საქმეს, მოერიდეთ საუბარს ორ თემაზე: მოგზაურობაზე და სულიერებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ ინანებთ, რომ მათთან დიალოგში წამოიწყეთ.

წყარო: cluber.com.ua
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93