ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში, რეტროგრადული ვენერას პერიოდში, ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში მოსალოდნელ ცვლილებებზე წერს, რომელიც 13 მაისიდან 25 ივნისამდე გასტანს:
რას იწვევს ეს ასპექტი?
- "ილუზიებს და შემდგომში იმედგაცრუებებს - როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან ურთიერთობებში, ასევე, მატერიალურ საკითხებთან მიმართებითაც. იმის გათვალისწინებით, რომ პარალელურად სატურნიცა და იუპიტერიც უკუსვლითები ხდებიან, ეს საკმაოდ არასტაბილურ სოციალურ ფონზე უნდა მიანიშნებდეს.
ძალიან ბევრი კავშირი შეიძლება დაიშალოს, აღარ შესრულდეს აქამდე დადებული ხელშეკრულებების პირობები. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფინანსურ მაქინაციებს, პრობლემებს საბანკო სისტემასთან. მაქსიმალურად შეეცადეთ, ფული არც ისესხოთ და არც გაასესხოთ ამ ასპექტზე. მსხვილი შენაძენებისგანაც თავი შეიკავეთ ივლისის შუა რიცხვებამდე. გაგრძელება