ზოდიაქოს მთავარი ალქაჯი - რომელი ხართ თქვენ?

ზოდიაქოს მთავარი ალქაჯი - რომელი ხართ თქვენ?
ზოდიაქალური რეიტინგი შევადგინეთ, რათა გაგვერკვია, ვინ დაიკავა პირველი ადგილი ალქაჯების სიაში.

მე-12 ადგილი - ქალწული

ერთადერთი ნიშანია, ვისაც ალქაჯობაში ვერ დავადანაშაულებთ. მას არ შეუძლია სხვისი როლის თამაში. ბუნებით კი ისედაც ცივსისხლიანი, მკაცრი და შეუბრალებელია.

მე-11 ადგილი - ვერძი

ნუ გაგიკვირდებათ მისი აქ დანახვა. მართალია, გამოუცდელი ისე იქცევა, როგორც ბატკანი მგლის ხროვაში, მაგრამ არც აფერისტია და არ გამორჩენის მიზნით ახასიათებს მოქმედება.

მე-10 ადგილი - თხის რქა

ალქაჯის როლს მაშინ ირგებს, როცა ახლობელი სწორ გზაზე უნდა დააყენოს. თუმცა ამისთვის სხვა
მზაკვრული იდეებიც აქვს. უნდა შეგახსენოთ, რომ ის სხვებზე ჭკვიანი და წარმატებულია და ისტერიკის მოწყობაც მიზანმიმართულად შეუძლია.

მე-9 ადგილი - კირჩხიბი

ადამიანის სულის მთავარი ინჟინერია. კარგად შეუძლია ადამიანის მანიპულირება და შატაჟი; სიკეთის მონიჭებაც შეუძლია, თუნდაც თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. მაგრამ რეპუტაციის შელახვის გამო ალქაჯობას ერიდება.

მე-8 ადგილი - სასწორი

განგებამ ყველა ნიჭითა და ტალანტით დააჯილდოვა, რომ ნამდვილი ალქაჯი იყოს, მაგრამ ადამიანურობაც შესძინა და როცა საწყალი სასწორი იალქაჯებს, განიცდის და ნიანგის ცრემლებს ღვრის, ადამიანს ასე რატომ მოვექეციო. ერთი სიტყვით, იმდენ სულიერ ძალას კარგავს, რომ ალქაჯობით აღარ იწუხებს თავს.

მე-7 ადგილი - ტყუპი

თავდაპირველად მისი ამოცნობა გაგიჭირდებათ: ხან ჰაეროვანია, ხან - შხამიანი, მაგრამ 24 საათის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა იალქაჯოს. ამბობენ, რომ ტყუპ-ალქაჯთან შეხვედრის შემდეგ ადამიანი ვერ გადარჩება, რადგან არ იცის, რას უნდა ელოდოს მისგან. ტყუპი კი შხამის გამოშვებიდან ცოტა ხანში ისევ ჰაეროვანი ხდება.

მე-6 ადგილი - კურო

ალქაჯი შეიძლება შემთხვევით გახდეს. ბუნებით სიამოვნებისა და მოფერებისთვისაა გაჩენილი, მაგრამ თუ გაამწარებთ, ნიანგის ღიმილს ჩართავს და ისე გადაგთელავთ, რომ თქვენგან აღარაფერი დარჩება.

მე-5 ადგილი - მერწყული

ხუთეულის გვირგვინოსანი გარშემო მყოფებისთვის ამოუცნობი და მიუწვდომელია, თუმცა ხანდახან თავადაც უჭირს საკუთარი თავის ამოხსნა. ხანდახან კი ისე რთავს ალქაჯის რეჟიმს, რომ თავადაც ვერ ხვდება.

მე-4 ადგილი - მშვილდოსანი

ცეცხლოვანი ალქაჯია, მაგრამ შური და ბოროტობა არასდროს ახასიათებს. მომენტი თუ დაუდგა, რაც კი ქვეყნიერებას მთელი ისტორიის მანძილზე დაავადება და ომი გადახდენია, ერთიანად დაგატეხავთ თავზე ისე, რომ ზომბიაპოკალიფსი სიამოვნების მწვერვალი მოგეჩვენებათ.

მე-3 ადგილი - ლომი

კეთილშობილი ალქაჯია. თუ ყველაფერი ისეა, როგორც მას მოსწონს, დიდგვაროვნების განსახიერებაა, მაგრამ თუ გაბედეთ და მის წინააღმდეგ აიმაღლეთ ხმა, ისე გაგანადგურებთ, როგორც უკანასკნელი... თავადაც მიხვდებით, ვინ.

მე-2 ადგილი - თევზები

ამათ აქ რა უნდათ, შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ დაფიქრდით, მისი ვითომ რბილი ხასიათისა და ფილოსოფიური მსჯელობის უკან ვინ იმალება? ნამდვილი ალქაჯი. მასთან შეხვედრის შემდეგ ერთეულები გადარჩენილან.

1-ლი ადგილი - მორიელი

ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ რეიტინგში საპატიო ადგილს დაიკავებდით, თქვენო უალქაჯესობავ! ნებისმიერს ისე გაასწორებს მიწასთან, რომ თვალსაც არ დაახამხამებს. შხამის სასიკვდილო დოზა კი მუდამ მზად აქვს, რომ პირველობაში არავინ შეეჯიბროს.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93