რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?

რა აღიზიანებს ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?
რა თქმა უნდა, ადამიანების შეგნებულად გაღიზიანება კარგი არ არის, მაგრამ ალბათ ყველას აინტერესებს ის, თუ რა არის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის, საკვანძო- გასაბრაზებელი რამ.
აქ იხილავთ ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას გამოჰყავს წყობიდან ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელი.

ვერძი

სინამდვილეში, ბევრი მცდელობები არც არის საჭირო. თუ გსურთ რომ ვერძი გააბრაზოთ, უბრალოდ უთხარით, რომ მას იმის მიღება არ შეუძლია, რაც სურს. ან, კიდევ უფრო უარესი, რომ მას საერთოდ არაფერი შეუძლია. ამგვარ ვითარებაში ის ყურებიდან პირდაპირ კვამლს გამოუშვებს.

კურო

კურო ყოველთვის
ამაყობს იმით, რაც გააჩნია. თუ აპირებთ, რომ ის განარისხოთ და აადუღოთ, ღიად უნდა გააკრიტიკოთ მისთვის საყვარელი რამ. ეს კი შეიძლება ნებისმიერი რამე იყოს, რაც ძალიან უყვარს.

ტყუპები

მათთან ჩხუბი და მათი გამოწვევა ძალიან რთულია, რადგან შეუძლიათ საუბრისას შეთანხმებას მიაღწიონ ისეთ მოვლენებთან მიმართებაშიც კი, რომლებიც მათ თვალსაზრისს ეწინააღმდეგება. თუ ტყუპების განრისხება გსურთ, ღიად ისაუბრეთ მათი ხასიათის უარყოფით მხარეებზე.

კიბო

პასიური აგრესია კიბოს ძლიერი მხარეა, მაგრამ ამადროულად, ეს მისი უდიდესი სისუსტეც არის. თუ თქვენ ეთამაშებით და დიდხანს ცდილობთ მის გამოწვევას, ის უბრალოდ ემოციურად აფეთქდება.


ლომი

ლომს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, ასე რომ, თუ გსურთ რომ გაანაწყენოთ, უბრალოდ მისი უგულებელყოფა უნდა დაიწყოთ. თუ ის ცდილობს, რომ რაღაც თქვას, შეუშალეთ ხელი და შეცვალეთ თემა. შემდეგ უბრალოდ პოპკორნი უნდა მოიმარაგოთ და შოუს უყუროთ.

ქალწული

დაახვედრე ქაოსი მაგიდაზე. თაროზე წიგნები გადაალაგე. ეს ის კომპონენტებია, რაც მის ოთახში დამყარებულ სრულყოფილ წესრიგს ბოლოს მოუღებს. თუ ყველაფერს თავდაყირა დააყენებთ და გადაატრიალებთ, ქალწულის რეაქცია პირდაპირ ქარიშხლის მსგავსი იქნება.

სასწორი

მას არ უყვარს ჩხუბი, ამიტომ ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ სწრაფი და ეფექტური გამოსავალი მოძებნონ, რომელიც ამ სიტუაციიდან გამოიყვანთ. თუ გსურთ, რომ ამ ნიშნის წარმომადგენელი გააღიზიანოთ, უბრალოდ ეჩხუბეთ. ყოველი ახსნის შემდეგ კი იპოვნეთ ახალი პრობლემა, რომელიც მათ საბოლოოდ გამოიწვევს. 


მორიელი

მოერიელებს ბრაზის შეკავება დიდი ხნის განმავლობაში გამოსდით, ამიტომ ხშირად ძნელია გაიგო, გაბრაზებულია თუ არა. ერთ-ერთი ეფექტური გზა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის სწრაფად გასაბრაზებლად არის მისი ერთ-ერთი საიდუმლოს გათქმა და სხვა ადამიანებისთვის გაზიარება.

მშვილდოსანი

თუ გსურთ, რომ მშვილდოსანი გამოაღვიძოთ, საკმარისია, რომ უბრალოდ მოატყუოთ. ნდობა მშვილდოსნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.


თხის რქა

რაციონალური და ამბიციური თხის რქა გიჟდება, თუ ვინმე დაუმტკიცებ, რომ მისი იდეები არაფერს ნიშნავს. ის გიჟდება, როდესაც ხვდება, რომ მისი გეგმების განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მერწყული

მერწყულებს გრძნობების და ემოციების შესახებ ლაპარაკის ეშინიათ. ამრიგად, თუ გსურთ ისინი დააშინოთ, დაიწყეთ საუბარი ამ თემაზე.

თევზები

თევზები გაზვიადებისკენ მიმართულნი არიან. ყველაზე უარესი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის შემდეგი რამ: უთხარით მათ, რომ რაღაცას აზვიადებენ და ეს ყველაფერი რასაც გეუბნებიან, სიმართლე არაა.

წყარო: cluber.com.ua
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93