ასტროლოგია

11-17 მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

11-17 მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

11 მაისი - მთვარე თხის რქის ზოდიაქოში გადის. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.
კარგი დღეა პედიკიურისა და პილინგის გასაკეთებლად.
12 მაისს, 19:38-ზე მთვარე მერწყულში გადავა. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
15 მაისი - მთვარე თევზების ზოდიაქოს ესტუმრება. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.
კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, კონტრასტული აბაზანის მიღება.
17 მაისს, 17:35-ზე მთვარე ვერძში გადავა. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს.

13 მაისიდან სიყვარულის პლანეტა ვენერა
რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება. ამ პერიოდიდან არ შეიძლება ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, პლასტიკური ოეპერაციების გაკეთება, იმიჯის შეცვლა, ახალი სამოსის, კოსმეტიკური ნივთებისა და სამკაულების შეძენა. თუმცა, ოჯახიდან გამოტანილი ავეჯის, ნივთების ან მეორადი სამოსისა და აქსესუარების ყიდვა შეგიძლიათ. შეიძლება განაახლოთ ურთიერთობა გაბუტულ/დაშორებულ პარტნიორთან, დაგიბრუნდეთ ყოფილი შეყვარებული.


ვერძი

რომანტიკული კავშირი უნდა განავითაროთ. თავისით არაფერი მოხდება, თავად უნდა გამოიჩინოთ ინიციატივა, რომ გააუმჯობესოთ ურთიერთობა. სულ საქმეებზე ნუ ფიქრობთ, ცოტა პირად ცხოვრებაზეც იფიქრეთ.
კვირის რჩევა: მოიხსენით ვარდისფერი სათვალე და რეალობას თვალი გაუსწორეთ.

კურო

ყურადღება, სიყვარულის გამოხატვა და ოჯახში ჰარმონიის შექმნა დაგეხმარებათ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. და არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ცოლ-ქმარი ხართ. შაბათ-კვირას იყავით მშვიდი და დიპლომატიური.
კვირის რჩევა: ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ გარშემო მყოფების კრიტიკას.

ტყუპი

საყოფაცხოვრებო საკითხები მშვიდად მოაგვარეთ. ყველაფერზე კამათი კარგ შედეგს არ მოგიტანთ. მარტოხელებს შეიძლება ახალი სიყვარული გეწვიოთ, თუნდაც ძველი შეყვარებულის სახით.
კვირის რჩევა: დაფიქრდით, რამდენად ხშირად გეცვლებათ განწყობა, შეხედულებები.

კირჩხიბი

შეყვარებულთან ურთიერთობა აიწონა-დაიწონას დაემსგავსება. თქვენ უნდა მოინდომოთ, რომ ისევ ერთი გუნდი გახდეთ. საყვარელი ადამიანი დაიხმარეთ საქმეების მოგვარებაში.
კვირის რჩევა: მოერიდეთ პრეტენზიებსა და კონფლიქტებს. ეს თქვენს შინაგან სამყაროზე ცუდად იმოქმედებს.

ლომი

სითბო, ჩახუტება და ვნება თუ გსურთ, თავადაც უნდა გამოხატოთ ის პარტნიორის მიმართ და მუდამ მას არ ელოდოთ, როდის გაახსენდებით. მეტი დრო გაატარეთ ერთად, ოღონდ საინტერესოდ.
კვირის რჩევა: ნუ ენდობით პირველ ნახვას, ზოგიერთ ადამიანს 2-3-ჯერ უნდა შეხედოთ, რომ ამოიცნოთ.

ქალწული

საკუთარი თავი მეტად უნდა შეიყვაროთ და გარშემო მყოფებსაც დაანახვოთ, როგორი ლამაზი, ნიჭიერი და ყოჩაღი ხართ. თუმცა საყოფაცხოვრებო და სამსახურის საქმეების გამო რომანტიკაზე უარს ნუ იტყვით. ხშირ-ხშირად მიახვედრეთ მეუღლე, რომ კომპლიმენტებით აგავსოთ.
კვირის რჩევა: შეყვარებულთან ერთად შეადგინეთ მომავლის გეგმა.

სასწორი

საყვარელ ადამიანთან ერთად შოპინგზე ნუ წახვალთ, ვერ გაუძლებს და იჩხუბებს, მეგობარი გაიყოლეთ. გამოიძინეთ და საყვარელი ადამიანი თქვენი პოზიტივით გაანებივრეთ. მარტოხელებს ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ.
კვირის რჩევა: თქვენი პრობლემები თქვენვე უნდა მოაგვაროთ, პარტნიორმა შეიძლება კიდევ უფრო მეტ პრობლემაში გაგხვიოთ.

მორიელი

კვირის მნიშვნელოვანი საქმეები სამშაბათს და კვირას დაგეგმეთ. გაიხედეთ წარსულში და გაიმეორეთ გაკვეთილები, რათა აღარ დაუშვათ შეცდომები. უქმეებზე გადაახარისხეთ პირადი ნივთები. რომანტიკული და სასიამოვნო შეხვედრები გელით. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავა.
კვირის რჩევა: გინდათ და გააკეთეთ, როდიდან აქცევთ ყურადღებას სხვის აზრს?..

მშვილდოსანი

მოისმინეთ ყველას აზრი, მაგრამ ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ ჩათვლით. საყვარელი ადამიანი ხშირად შეაქეთ, აიყოლიეთ, რომ ერთად შეასრულოთ საოჯახო საქმეები. მარტოხელებმა გამონახეთ დრო, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება. იქნებ ჯობია, ყოფილს შეეხმიანოთ, თითქოს ცუდი ადამიანი არაა.
კვირის რჩევა: მხოლოდ პოზიტივზე გაამახვილეთ ყურადღება. თუ უსიამოვნებას ყურადღებას არ მიაქცევთ, უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ და მარტივად მოაგვარებთ.

თხის რქა

14 მაისის შემდეგ დაიწყეთ დაწყებული საქმეების დასრულება, სასიყვარულო ურთიერთობაში გაურკვეველი მომენტების აღმოფხვრა. მოერიდეთ სამსახურში ფლირტს და მეუღლის ეჭვიანობას.
კვირის რჩევა: მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად და საერთოდ არ იფიქროთ ვალდებულებებზე.

მერწყული

თუ პარტნიორის როლით თქვენს ცხოვრებაში უკმაყოფილო ხართ, ეცადეთ, ან თავად შეიცვალოთ, ან გარემო შეცვალოთ. ჰკითხეთ პარტნიორს, რა სურს, როგორ წარმოუდგენია თქვენი ურთიერთობა მომავალში.
კვირის რჩევა: მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ფეხით ისეირნეთ და მოერიდეთ ვამპირ ადამიანებს.

თევზები

თაყვანისმცემლების ჯგუფიდან 13 მაისამდე აირჩიეთ, ვისთან ერთად გსურთ დაწყვილება. მართალია, დროში შეზღუდული ხართ, მაგრამ მერე შეიძლება ყოფილი შეყვარებულებიც გამოჩნდნენ და მეტად დაიბნევით.
კვირის რჩევა: თუ მოინდომებთ, საყვარელი ადამიანი თქვენი პოზიტივის წყარო და საიმედო საყრდენი გახდება.


ბეჭდვა
e87a93