16 მაისს თეთრი მთვარე, მას სელენასაც უწოდებენ, მორიელის ზოდიაქოში გადავა და იქ დარჩება წლის ბოლომდე, 16 დეკემბრამდე. ეს არის ფიქტიური წერტილი. მას მფარველ ანგელოზსაც ეძახიან, მაგრამ საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ჩვენზე და გვიცავს იმ სფეროში, სადაც იმყოფება.
სელენა მორიელში ჰყავთ ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ შემდეგ პერიოდებში: 18 მაისიდან 16 დეკემბრამდე 1936, 1943, 1950 წლებში და 16 მაისიდან 15 დეკემბრამდე 1957, 1964, 1971, 1978, 1985, 1992, 1999, 2006 და 2013 წლებში. აგრეთვე ისინი, ვინც დაიბადებიან 2020 წლის 16 მაისიდან 16 დეკემბრამდე.
მორიელი, რომელ ნიშანსაც სელენა ესტუმრება, რთული ნიშანია, სხვისი რესურსების (სხვისი ფული, რომლითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ), ტრანსფორმაციის, გარდაცვალების. გარდა ამისა, ეს ნიშანი პასუხისმგებელია ინტიმსა და ინტიმურ ურთიერთობაზე. იმისათვის, რომ მიიღოთ სელენას მფარველობა და კეთილგანწყობა, სასურველია, უარი თქვათ შავი მაგიის გამოყენებაზე, რაზეც აგრეთვე პასუხისმგებელია მორიელის სახლი. გარდა ამისა, სელენას მორიელში სტუმრობის დროს მოერიდეთ სხვა ადამიანებით მანიპულირებას, აგრესიის გამოხატვას, არ გამოავლინოთ ფიზიკური ძალა და ძალაუფლება. იყავით სამართლიანი, როცა საქმე ფულსა და გრძნობებს ეხება. ამ პერიოდში შეიძლება გაიხსნას ადრე ჩადენილი დანაშაულები და სამართლიანობამ იზეიმოს. გარდა ამისა, მორიელის სახლი კრიტიკული სიტუაციების სახლიცაა და სელენას აქ გადასვლით დაცულები ვიქნებით კრიტიკულ მომენტებში. ზოგიერთი კი შეძლებს გათავისუფლდეს ვალებისგან.
სელენა მოხვდა თქვენი ტრანსფორმაციის, მოულოდნელი შემთხვევების ზონაში. ამიტომ, მფარველი ანგელოზი დაგიფარავთ ყველა უსიამოვნო და რთულ სიტუაციაში, მაგრამ ზედმეტს ნუ მოინდომებთ, უაზრო რისკს მოერიდეთ. ზომიერება გმართებთ მემკვიდრეობის, ალიმენტის, კომპენსაციის, დაზღვევის მიღების საკითხებში. ბოროტად ნუ გამოიყენებთ პარტნიორის ფულებს, მის რესურსს. მოერიდეთ სარისკო ქმედებებსა და თავს ნუ ჩაიგდებთ საფრთხეში.
თქვენი ყურადღება უნდა მიმართოთ პარტნიორებისკენ (საქმიანიც და სასიყვარულოც), შეიძლება ისინი მოგევლინონ "მფარველ ანგელოზებად". თქვენი მიზანია, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება არსებულ პარტნიორთან. ნუ ეცდებით მის მოტყუებას და მოერიდეთ მისით მანიპულირებას. ხოლო თუ ძიებაში ხართ, ამ პერიოდში აუცილებლად გამოგიჩნდებათ მეწყვილე. რაც შეეხება საქმიან პარტნიორებს, მფარველი ანგელოზი აქაც დაგეხმარებათ. შეიძლება გამოჩნდეს ახალი ადამიანი, რომელთან ერთადაც შეძლებთ იდეების რეალიზებას, ბიზნესის გაფართოებას.
თქვენი მთავარი თემებია ყოველდღიური საქმეები, ჯანმრთელობა და შინაური ცხოველები. კარგ შედეგს მოგიტანთ მკურნალობა. თუ ავად იყავით, განიკურნებით. მფარველი ანგელოზი გამოგიგზავნით ან გონიერ ექიმს, ან მიგიყვანთ იმ კლინიკაში, სადაც გამოგაჯანმრთელებენ. თავად კი მოგეთხოვებათ დაიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი, დაივიწყოთ მავნე ჩვევები. სამსახურშიც გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან. ზოგიერთი იშოვის ისეთ სამსახურს, სადაც გამოავლენს თავის ნიჭსა და შესაძლებლობებს. ზოგიერთს შინაური ცხოველის გაჩენის სურვილი გაუჩნდება და ის შეიძლება თქვენს თილისმად, თქვენი ცხოვრების გამახალისებლად იქცეს.
სელენა სიყვარულს, სიხარულს მოგიტანთ. შეძლებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას. ადვილად ან გავლენიანი მფარველების დახმარებით განახორციელებთ იდეებს, შემოქმედებით პროექტებს. გახშირდება და სიამოვნების მომნიჭებელი იქნება პაემნებზე სიარული. გაგახარებენ შვილებიც. თუ სურვილი გაქვთ, რომ მშობელი გახდეთ, ილოცეთ და მფარველი ანგელოზი შეისმენს თქვენს თხოვნას. კარგი პერიოდი დაუდგათ მათ, ვისაც ახალი სასიყვარულო პარტნიორის მიზიდვა სურს. დაწყვილებულები ურთიერთობის გასერიოზულებას, ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ. შეიძლება ეს ცვლილება იმანაც განაპირობოს, რომ გაიგებთ, მალე მშობელი გახდებით.
მფარველი ანგელოზი დაიცავს თქვენს ბინას, ოჯახს, გვარს და მათ, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ. შეიძლება გაგიუმჯობესდეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. სასიხარულო მომენტებით იქნება აღსავსე თქვენი ოჯახის წევრების ცხოვრება. ეცადეთ, იყოთ კეთილგანწყობილი და სამართლიანი ნათესავების მიმართ. არავინ მოატყუოთ და მოერიდეთ პროვოკაციებს. ზოგიერთი გადაწყვეტს რემონტის გაკეთებას, ბინის კეთილმოწყობას. გათავისუფლდით გატეხილი და გაფუჭებული ნივთებისგან, რათა სახლიდან ნეგატიური ენერგია განიდევნოს, პოზიტიურის შემოსადინებლად.
აქტუალური გახდება დამოკიდებულება და-ძმებთან, ნათესავებთან, მეგობრებთან. შეიძლება დაიწყოთ რაღაცის შესწავლა. ეს შეიძლება იყოს ახალი კურსები, რომლისთვისაც ადრე ვერ იცლიდით. ზოგიერთს კი ახლო მანძილზე ელის მიმოსვლა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ახალი ადამიანი და ის თქვენი სულიერი მეგობარი გახდება. გაგიუმჯიბესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან. თუ ავტომობილის შეძენა ან მანქანის მართვის შესწავლა გსურთ, ამ საქმეშიც ხელი მოგემართებათ. გაგრძელება