ყველა კაცს ჰგონია, რომ ქალების პირველი ოცნება სიყვარულის პოვნა და დაოჯახებაა. სინამდვილეში, ქალები გაცილებით უფრო მრავალფეროვანი ცხოვრებისკენ მიილტვიან: სამსახური, მეგობრები, მოგზაურობა, სწავლა. გთავაზობთ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქალებს, რომლებიც საბედისწერონი არიან და სხვა ქალებთან ერთად ქვაბში ვერ მოხარშავთ.
ვერძი - იგი მამაკაცური ენერგეტიკის სიჭარბით გამოირჩევა. ამიტომ, გარდა იმისა, რომ პერიოდულად აუტანლად უხეში, ხისტი და სწორხაზოვანია, მმართველი პლანეტა მარსის წყალობით, ნებისმიერ საქმეს შეუძლია გაართვას თავი, რაც, როგორც წესი, მამაკაცის პრეროგატივაა ყოველთვის. მას შეუძლია ოსტატურად შეულახოს კაცს თავმოყვარეობა, არა მხოლოდ სახალხოდ გამართული ჩხუბითა და სკანდალით (რისი მიზეზიც ხშირად ეჭვიანობაა), არამედ საკუთარი ზედმეტი დამოუკიდებლობით. ის ხომ, ფაქტობრივად, უფუნქციო თოჯინად აგრძნობინებს მის გვერდით თავს ნებისმიერ ძლიერი სქესის წარმომადგენელს.
ტყუპი - ამ ქალის პრობლემა ზედაპირულობაა. მართალია, იგი შეიძლება იყოს ნაზი, ქალური, დახვეწილი, საოცრად მომხიბვლელი და მაცდუნებელი, მაგრამ მას ვერასოდეს დაიჭერს ხელში ვერც ერთი მამაკაცი. ხომ შეუძლებელია ქარი გამოამწყვდიო ქილაში, სწორედ იგივე პრობლემაა ტყუპთან. იგი ყველასია და ამავდროულად – არავისი. ეს კი ნებისმიერ თავმოყვარე მამრს შეულახავს ღირსებას და დაუდაბლებს თვითშეფასებას. ამასთან ერთად, ქალი ტყუპისგან ყველაფერს უნდა ელოდოთ: ღალატს, ფლირტს, თავგადასავლებს. მას იმდენად სძულს რუტინა და ერთფეროვნება, რომ ამ მიზეზით შეუძლია თავს ნებისმიერი უკიდურესობის ჩადენის უფლება მისცეს, თუკი მამაკაცი მას მოწყენის საშუალებას აძლევს. გაგრძელება