ყველა შეფასება სუბიექტურია და, შესაბამისად, იმდენი სახის ქალი არსებობს, რამდენი შემფასებელიც მოიძებნება. თუმცა არსებობს ქალების განსაკუთრებული კატეგორია, რომელსაც მამაკაცები "საბედისწერო ქალებს" უწოდებენ. ამგვარი ქალების რიცხვში კი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები გვხდებიან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ასტროლოგები კონკრეტულ სამეულს გამოყოფენ ზოდიაქოს ნიშნით, რომელთა ანგარიშზეც ყველაზე მეტი მოდის სასიყვარულო სამკუთხედის მთავარი გმირის საპატიო წოდება...
წარმოგიდგენთ ამ სამეულს:
ვერძი - ვნებიანი, თავნება, დამოუკიდებელი და ძალიან აქტიური ქალია. ერთი სიტყვით მოუთვინიერებელი. მამაკაცებსაც სწორედ მისი ეს ძნელად დასამორჩილებელი ხასიათი და მკვეთრი ტემპერამენტი ხიბლავთ. სასიყვარულო სამკუთხედში ძირითადად იმ მიზეზით ხვდება, რომ მუდამ მიუწვდომელი მამაკაცებით იხიბლება. ამიტომ პრინციპი ""რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები" სწორედ ვერძ ქალზეა ზედგამოჭრილი. როგორც წესი, საყვარელი ადამიანის გამო, იგი ძალიან ბევრზეა წამსვლელი. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი გრძნობა საპასუხო და ძლიერია. მარტოოდენ ფულის, სოც-მდგომარეობის ან კარიერული წინსვლის გამო, ქალი ვერძი სხვას ქმარს არასოდეს წაართმევს. საამისოდ მას, გაცილებით უფრო გლობალური მიზეზი სჭირდება.
ლომი - ქალი ლომი ბუნებით, არსით, სულით დედოფალია და თუნდაც გარეგნობა არ უწყობდეს საამისოდ ხელს, ის მაინც მოახერხებს მამაკაცების მოხიბვლას საკუთარი გრაციოზულობის, ელეგანტურობისა და დახვეწილი მანერების ხარჯზე. იგი მუდამ მოწესრიგებული, უზადოდ შემოსილი და შარმიანია. ჰოდა, აბა, რომელი კაცი იტყვის უარს დედოფლის ხელში ჩაგდებაზე? ლომები ამბიციური და ამაყი ინდივიდები არიან. მისთვის მეტოქეს არათუ არ გააჩნია რაიმე მნიშვნელობა, ის უბრალოდ არც იმჩნევს მის არსებობას ამ ქვეყანაზე. თუ მამაკაცი უყვარს (ლომს კი სიყვარულის განსაკუთრებული უნარი აქვს, მოგეხსენებათ ზოდიაქოს ეს ნიშანი გულით იმართება!) ბოლომდე და ღირსეულად გადაიტანს ნებისმიერი სახის ქარტეხილებს. არ შეუშინდება საზოგადოების გაკიცხვას და საყვარელი ადამიანის გვერდზე ყოფნას, ყალბ ოჯახურ ბედნიერებას არ ანაცვალებს. გაგრძელება