20 მაისი - მთვარე გადადის ტყუპის ზოდიაქოში. ყველა, ვინც ამ ნიშნით ხართ დაბადებული, გილოცავთ! მოემზადეთ დაბადების დღის პოზიტიურად შესახვედრად.
22 მაისს ახალმთვარეობას ველოდებით ტყუპის ზოდიაქოში. მანამდე მთვარე იკლებს და თუ რამე გაქვთ მოსაცილებელი, გადასაყრელი, გათავისუფლდით. აგრეთვე კარგია სახლის დალაგება.
ამ კვირაში მეტი გაფრთხილება გმართებთ, რათა არ შეიქმნათ ილუზიები, არ მოტყუვდეთ, განსაკუთრებით, რომანტიკულ სფეროში. თუ ახალმთვარეობაზე სურვილის დაწერას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ სიყვარულისა და ფულის პლანეტა ვენერა რეტროგრადულია (უკანმავალი).
ვერძი
მოთმინებით აღიჭურვეთ, რადგან საყვარელი ადამიანი მის გამოცდას შეეცდება. სირთულეების გადალახვის შემდეგ, განსაკუთრებით, დაოჯახებული ნიშნები, თავს გმირად იგრძნობთ. მეუღლესთან კამათში შეიძლება ნათესავები ჩაერიონ. დელიკატურად მოიცილეთ ისინი. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით.
კურო
სახლის საქმეები ბევრ დროს წაგართმევთ. პირადი ნივთების დალაგებისას, თუნდაც საგაზაფხულო სამოსის დახარისხებისას, შეიძლება მივიწყებული ნივთები აღმოაჩინოთ. კვირის ბოლოსკენ განწყობა მოგემატებათ. უქმეებზე საყვარელ ადამიანთან ერთად უყურეთ რომანტიკულ ფილმს. მოერიდეთ ახალგაცნობილებთან გულახდილობას.
ტყუპი
საყვარელი ადამიანი ყველანაირად ცდილობს, გაგაბედნიეროთ. იყავით მისი მადლიერი. უქმეებზე ერთად ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. მეტად დაისვენეთ, განსაკუთრებით, ახალმთვარეობამდე. მარტოხელებმა გაიხედ-გამოიხედეთ, თქვენი მეწყვილე შეიძლება დიდი ხნის ნაცნობ-მეგობრებში აღმოაჩინოთ.
კირჩხიბი
მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ, რაც კიდევ უფრო დაგაახლოებთ. გაუზიარეთ მას თქვენი იდეები და გეგმები. მზრუნველობას და ყურადღებას საჭიროებენ ბავშვები. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით, პოზიტიური ემოციებით დაიმუხტებით.
ლომი
წინა კვირასთან შედარებით ახლა უფრო პოზიტიურად იქნებით განწყობილი. კვირის ბოლოსკენ საყვარელ ადამიანს სხვა თვალით შეხედავთ და ურთიერთობაში ვნებაც ახალი ძალით იფეთქებს. მარტოხელები გააუმჯობესებენ რომანტიკულ კავშირს.
ქალწული
დაოჯახებულებმა ერთად მოაწესრიგეთ ბინა. გათავისუფლდით ძველი, გამოუსადეგარი ნივთებისგან. კვირის ბოლოს საყვარელი ადამიანი სიურპრიზებითა და კომპლიმენტებით გაგანებივრებთ. თუ გსურთ, მეუღლესთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ, არ მოატყუოთ, წვრილმანებშიც კი.
სასწორი
ნაკლები ილაპარაკეთ და მეტად მოუსმინეთ, რას გეუბნებათ საყვარელი ადამიანი. მან შეიძლება გულისნადებიც კი გაგანდოთ. კვირის ბოლო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ, რათა თავი მარტოდ და მოწყენილად არ იგრძნოთ. ახალ რომანტიკულ ნაცნობობას არ გირჩევთ. უმჯობესია, მეტი დრო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას დაუთმოთ.
მორიელი
თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას დაარეგულირებთ, სულიერად დამშვიდდებით. თუ დამნაშავე ხართ, ბოდიშის მოხდის ნუ მოგერიდებათ. ის უნდა მიხვდეს, რომ გულით ნანობთ თქვენს საქციელს. ამ კვირაში მარტოხელებს ერთდროულად რამდენიმე რომანტიკული ნაცნობობა გელით. ერთ-ერთი შეიძლება თავბრუდამხვევ რომანში გადაიზარდოს.
მშვილდოსანი
კვირის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის. დაასრულეთ დაწყებული საქმეები; მოაწესრიგეთ პირადი ნივთები, გადაახარისხეთ გაზაფხულის სამოსი. თუ ოჯახში რომანტიკისა და ჰარმონიის დაბრუნება გსურთ, კვირის ბოლოსკენ, ახალმთვარეობის შემდეგ გააქტიურდით.
თხის რქა
წარსულს რაც უფრო მალე დაივიწყებთ და არ ჩაუღრმავდებით, მით უკეთესია თქვენთვის. თუ საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულება თქვენი მიზეზით გაგიფუჭდათ, დროა, შესარიგებლად პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგათ. მარტოხელებს ახალგაცნობილებთან ხანგრძლივი რომანის გაბმის იმედი ნუ გექნებათ, მხოლოდ დროებითი გართობის.
მერწყული
ეჭვები და ეჭვიანობა სიკეთეს არ მოგიტანთ. თუ საყვარელი ადამიანის შენარჩუნება გსურთ, მშვიდად დაელაპარაკეთ, აუხსენით თქვენი გრძნობები და ეცადეთ, გააუმჯობესოთ ურთიერთობა. იყავით მასთან გულახდილი. აი, მარტოხელებს კი ახალგაცნობილებთან ენაზე კბილის დაჭერა არ აწყენთ.
თევზები
საყვარელი ადამიანი ცოტა მეტად გაანებივრეთ გემრიელი დესერტით, პატარა საჩუქრით ან მოფერებით. გადახედეთ ძველ ნივთებს, მოიზომეთ საგაზაფხულო სამოსი. შეგიძლიათ უქმეები ერთად, რომანტიკულ გარემოში გაატაროთ ან კვირის ბოლოს სამომავლო გეგმები ერთად ჩამოწერეთ.