22 მაისს ტყუპის მესამე გრადუსში ახალმთვარეობას ველოდებით. 20 მაისამდე მზე კუროს ზოდიაქოში იქნება, შემდეგ ტყუპში გადავა. აქვე გადაბრძანდება მთვარეც და უკვე 22-ში მთვარის ახალი თვე დაიწყება.
რადგან ახალმთვარეობა იქნება ტყუპის ზოდიაქოში, ნუ გაგიკვირდებათ, რომ მთელი თვის განმავლობაში მოიმატებს კომუნიკაბელურობა. გაგიჩნდებათ ინფორმაციის მიღებისა და გაცემის, ახლო მანძილზე მოგზაურობის, ცოდნის მიღება-გაღრმავების სურვილი.
საინტერესო ისაა, რომ ახალმთვარეობა კურო-ტყუპის საზღვარზე მოხდება. მას მეტად იგრძნობენ 15-26 მაისის შუალედში დაბადებული ადამიანები. ამ პერიოდს უმაღლესი ზოდიაქოს ნიშნებიდან მონადირე/მოხეტიალე მართავს. მისი მფარველი პლანეტებია: მთვარე და ვენერა. მონადირე არის ადამიანი, რომელიც მუდმივად მოგზაურობს და მისი მიზანია, სწორ გზაზე დადგეს, ისევე, როგორც ამ პერიოდში დაბადებული ადამიანებისთვის. არჩევანი უნდა გააკეთონ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში კარგსა (ნათელსა) და ცუდს (ბნელს) შორის. რადგან ახალმთვარეობა ასეთ პოზიციაზე ხდება, არჩევანის გაკეთება ჩვენც მოგვიწევს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 4 პლანეტა გვყავს რეტროგრადული და ცვლილებები გარდაუვალი იქნება. თუნდაც რაღაც მომენტში წარსულში დაბრუნება და საქმეებში, ურთიერთობებში გარკვეული კორექტივების შეტანა.
"თუ თქვენი სიყვარული ისევ ცოცხალია, აუცილებლად მიეცით მეორე შანსი" - რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს 43 დღე, როცა ფულისა და სიყვარულის პლანეტა "უკანმავალია".
გაგრძელება