როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცხოვრების რთულ პერიოდს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორ უნდა გაუმკლავდეთ ცხოვრების რთულ პერიოდს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ვერ­ძი თუ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და, აჯო­ბებს, კი არ ანუ­გე­შოთ ან შე­იბ­რა­ლოთ - პი­რი­ქით, ბრძო­ლა­ში გა­მო­იწ­ვი­ოთ. მხო­ლოდ ასე შეძ­ლებთ მას­ში სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სის გაღ­ვი­ძე­ბას. წა­ა­ქე­ზეთ, გა­აბ­რა­ზეთ, ცოტა დას­ცი­ნეთ კი­დეც... უთხა­რით, რომ ბევ­რი არა­ფე­რი შე­უძ­ლია. მერ­წმუ­ნეთ, სა­კუ­თარ თავს გა­და­ახ­ტე­ბა სა­პი­რის­პი­როს და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

კურო თუ დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და, ე.ი. სტა­ბი­ლუ­რი ნი­ა­და­გი გა­მო­ე­ცა­ლა ფეხ­ქვეშ. ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში, იმა­ზე იზ­რუ­ნეთ, რომ წი­ნან­დე­ლი სიმ­შვი­დი­სა და სიმ­ყა­რის შეგ­რძნე­ბა და­უბ­რუ­ნოთ უკან. ამის შემ­დეგ კი ცოტა დრო მი­ე­ცით აზ­რზე მო­სას­ვლე­ლად.

ტყუ­პის დეპ­რე­სია ხან­მოკ­ლეა, მაგ­რამ იმ­დე­ნად აუ­ტა­ნე­ლი, აჯო­ბებს, სა­ერ­თო­დაც
გა­ე­რი­დოთ თვალ­თა­ხედ­ვის არი­დან. ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­და­ლახ­ვა­ში მას გა­რე­მოს შეც­ვლა, ახა­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და ახალ, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან სა­უბ­რის ხში­რი სა­შუ­ა­ლე­ბა და­ეხ­მა­რე­ბა.

კირჩხი­ბი, რო­გორც წესი, და­ბა­დე­ბი­დან­ვე მიდ­რე­კი­ლია დეპ­რე­სი­ის­კენ. ამი­ტომ მის­თვის ამ­გვა­რი მდგო­მა­რე­ო­ბა "მშობ­ლი­უ­რად ნაც­ნო­ბია". თუ მა­ინც გა­უგ­რძელ­და მას ეს გან­დე­გი­ლის რო­ლის თა­მა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ე­ფე­რეთ და და­უყ­ვა­ვეთ, აგ­რძნო­ბი­ნეთ, რომ მარ­ტო არაა. მხო­ლოდ ასე შეძ­ლებს იგი სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის სა­მა­ლა­ვი­დან გა­მო­ბო­ბღე­ბას.

ლო­მის დეპ­რე­სია ძალ­ზე სა­ში­ში და ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უმ­ჩნე­ვე­ლიც კია. ამ ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­შინ უჭირთ, როცა თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას ულა­ხა­ვენ ან მათი რე­პუ­ტა­ცია და­ღუ­პუ­ლია. ამი­ტომ, თუკი მსგავ­სი რამ შე­ნიშ­ნეთ, იზ­რუ­ნეთ იმა­ზე, რომ ლომს სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა აუ­მაღ­ლოთ. ხში­რად შე­ა­ქეთ, წა­ა­ხა­ლი­სეთ, და­ა­ნახ­ვეთ, რამ­დე­ნად სა­ჭი­როა ყვე­ლას­თვის მისი არ­სე­ბო­ბა.

ქალ­წუ­ლის დეპ­რე­სია ერ­თობ რთუ­ლი ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ძნე­ლად ემორ­ჩი­ლე­ბა მკურ­ნა­ლო­ბას. საქ­მე ისაა, რომ ამ ხალ­ხს ზუს­ტად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ის სირ­თუ­ლე. თუ მა­ინც შე­ეც­დე­ბით მის "გა­მოხ­სნას" უი­მე­დო მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, აჯო­ბებს, და­ა­საქ­მოთ იგი. ასე თავს ბედ­ნი­ე­რად და სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის. გულ­საც მარ­ტი­ვად გა­და­ა­ყო­ლებს.

სას­წო­რი ხში­რად ვარ­დე­ბა დეპ­რე­სი­ა­ში კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბის გამო. მათ­თვის რთუ­ლია არა­კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში ცხოვ­რე­ბაც. თუკი ამ ადა­მი­ა­ნის დახ­სნა გინ­დათ, დეპ­რე­სი­ის­გან აუ­ცი­ლე­ბე­ლია ლა­მა­ზად ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეთ, გა­ა­ნე­ბივ­როთ კი­ნო­ში, თე­ატ­რში ან გა­მო­ფე­ნებ­ზე ვი­ზი­ტით. ჰარ­მო­ნი­ულ გა­რე­მო­ში იგი ყვა­ვი­ლი­ვით იფურ­ჩქნე­ბა. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93