25 მაისი, მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოშია. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი განსაკუთრებით გემრიელი გამოსდით. სასარგებლოა პურისა და ღვეზელის ან ნამცხვრის გამოცხობა. თუმცა არ გადატვირთოთ კუჭი. მიიღეთ აბაზანა. მოუფრთხილდით მკერდის ზონას.
27 მაისი, მთვარე ლომის ზოდიაქოშია. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. კარგია ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები. არ გირჩევთ მარილიანი პროდუქტების ჭამას.
29 მაისი, 11:23-ზე მთვარე ქალწულის ნიშანში გადავა. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება, ჯანსაღი საკვების მიღება.
31 მაისი, 12:37-ზე მთვარე სასწორის ნიშანში გადავა. იყავით ლამაზი და ჰარმონიული, თუნდაც საკუთარი თავისთვის. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
ვერძი
მარტოხელებმა შეიძლება ურთიერთობა განაახლონ ძველ პარტნიორთან. თუნდაც, მეგობრის რანგში. იყავით მეტად დაკვირვებული, ნუ ენდობით ახალგაცნობილს. უქმეები რომანტიკითა და საინტერესო მოვლენებით იქნება აღსავსე. სამსახურში ახალი საქმეების დაწყება გმართებთ. ენერგიული და მიზანმიმართული ხართ.
კურო
საყვარელი ადამიანი საფიქრებელს გაგიჩენთ. პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად დახმარებისთვის ერთგულ მეგობარს უნდა მიმართოთ. კვირის ყველაზე მოსაფრთხილებელი დღეებია 26-27 მაისი. კვირის მეორე ნახევარში არჩევანის წინაშე დადგებით.
ტყუპი
იმდენად იქნებით დაკავებული სამსახურის საქმეებით, რომ საყვარელი ადამიანის არსებობა არც კი გაგახსენდებათ. შაბათს განმარტოება, ყველასგან დასვენება მოგინდებათ. მერკანტილურმა მოსაზრებებმა შეიძლება რომანტიკული გრძნობები ჩაგიკლათ.
კირჩხიბი
ყველა საიდუმლო თქვენთვის შეინახეთ. მეუღლის მაგივრად ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ხანდახან მასაც უნდა ჰკითხოთ აზრი. დაივიწყეთ - "მე უკეთ ვიცი". უქმეებზე რომანტიკული ვახშამი მოამზადეთ, რათა საყვარელ ადამიანს საკუთარი გრძნობები გემრიელად დაუმტკიცოთ.
ლომი
საქმეების გამო უქმეებზე დასვენებისა და რელაქსაციისთვის ვერ მოიცლით. გათავისუფლდით ტოქსიკური ადამიანებისგან. მათი ადგილი თქვენს ცხოვრებაში არაა. შეყვარებულები მოერიდეთ სოციალურ ქსელებში რომანტიკული ფოტოების ატვირთვას. თქვენს გრძნობებს ნუ გამოამზეურებთ.
ქალწული
კვირის ყველაზე ენერგეტიკული დღეები პარასკევი და შაბათია. ამ დღეს დაგეგმეთ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და საქმე. ყოფილი პარტნიორი შეიძლება ახალი იმიჯით წარმოჩნდეს თქვენ წინაშე. თუ საინტერესო შემოთავაზება ექნება, დაფიქრდით. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც ფარულ მიმოწერას გააგრძელებთ.
სასწორი
რაც უფრო ნაკლებს იფიქრებთ წარსულზე, მით უკეთესი იქნება თქვენთვის. ახალი ადამიანის გაცნობა და რომანტიკული განწყობა მართალია, რამდენიმე დღეს გასტანს, მაგრამ თქვენი განწყობის გასაუმჯობესებლად საკმარისი იქნება. ყოფილის გამოჩენას დადებითად შეხვდით.
მორიელი
ახალი ურთიერთობის დაწყებამდე, ადამიანი ძალიან რომც მოგწონდეთ, გირჩევთ, შეთავსებაზე გადაამოწმოთ, მერე იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ. შეყვარებულები ერთმანეთით ბედნიერები რომ იყოთ, მოუწყვეთ რომანტიკული სიურპრიზები.
მშვილდოსანი
არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ ურთიერთობის გარკვევას, უარყოფითი ემოციების ბობოქარ გამოვლენას. ენერგია დახარჯეთ ვარჯიშში ან ახალი საქმეების დაწყებას მოახმარეთ. მაისის ბოლო დღეები თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად, განმარტოებით გაატარეთ.
თხის რქა
იმდენად მიზანმიმართული და ორიენტირებული ხართ კარიერაზე, რომ პირადი ცხოვრებისთვის ვერ მოიცლით. იყავით რეალისტი, ნუ გექნებათ ზედმეტი მოლოდინი, რათა იმედი არ გაგიცრუვდეთ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ და გამორთეთ მობილური, რათა არავინ შეგიშალოთ ხელი სიყვარულში.
მერწყული
ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. ყოფილმა შეიძლება თქვენთან დაბრუნება ყველა მეთოდით სცადოს და შანტაჟსაც კი მიმართოს. რეტროგრადული ვენერა და სატურნი არ გირჩევთ ახალი ურთიერთობის დაწყებას, ყოფილთან კი - კატა-თაგვობანას თამაშს.
თევზები
საყვარელ ადამიანთან წარმოქმნილ უსიამოვნებაზე მშვიდად ისაუბრეთ. ნუ გაცურავთ მდუმარედ, თითქოს არაფერი მომხდარა. უქმეებზე შეხვდით მეგობრებს, გაისეირნეთ ბუნებაში, იმხიარულეთ. თუმცა მოერიდეთ ავანტიურას. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით, რომელიც მათ ცხოვრებას სრულიად შეცვლის.