საზაფხულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

საზაფხულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
2020 წლის ზაფხული უჩვეულო და საინტერესო მოვლენებით დატვირთული იქნება. გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ვის ელოდება ცხელი, მზიანი, რომანტიკული და სახალისო ზაფხული.

ვერძი - მოდი, დავრჩეთ სახლში და კარიც ჩავკეტოთ


სიყვარული და ოჯახი
თავისუფალი ვერძები რომანტიკული ურთიერთობებისთვის იშვიათად მოიცლით. უამრავი იდეა, ჰობი და ამბიცია გაქვთ. ხშირად შეხვდით მეგობრებს. ივნისის ბოლოსკენ ხანმოკლე რომანი გელით. აგვისტოში დაწყებული ურთიერთობა შეიძლება შემოდგომა-ზამთარში განვითარდეს. დაქორწინებულები მაქსიმალურად მოერიდეთ უსიამოვნებას ყველა წვრილმანზე მეუღლესთან.

კარიერა და ფინანსები
ფინანსური მადა მოგემატებათ. ფულის მოგროვება მოგინდებათ
დასვენებისთვისაც, ახალი კაბებისთვისაც და ძვირად ღირებული პროცედურებისთვისაც. ზოგიერთმა შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოძებნოს. თუ საკუთარ სურვილებში გარკვეული ხართ, გამარჯვებისთვის ივლის-აგვისტოში დაიწყეთ ბრძოლა.

ჯანმრთელობა და სილამაზე
კვირაში ერთი დღე მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ. ეცადეთ, მონოტონურობამ და ემოციურობამ არ "გადაგწვათ".

კურო - აკრიფეთ სიმაღლე, აკრიფეთ და არ აჩქარდეთ


სიყვარული და ოჯახი
გახსოვთ კერი ბრედშოუს ფრაზა: "ცხოვრებაში მთავარი ურთიერთობაში - საკუთარ თავთან ურთიერთობაა"? ამ ზაფხულს ამ ურთიერთობის აწყობით იქნებით დაკავებული. ოჯახურ ცხოვრებაში უნდა გქონდეთ ქალური სისუსტეც, სასიამოვნო გასართობიც, შოპინგიც, მეგობრებთან შეხვედრებიც და ბანაობის დროს სიმღერაც. ამით განწყობას გაიუმჯობესებთ, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას განმუხტავთ. მარტოხელებმა მეტად გაანებივრეთ საკუთარი თავი. ივნისში რომანტიკული ნაცნობობა გელით, აგვისტოში - საბედისწერო.

კარიერა და ფინანსები
ზაფხულში ფული შეიძლება ნაწილ-ნაწილ მიიღოთ ან დაგვიანებებით. ზოგიერთი კი მდიდრული შოპინგის გამო დარჩება თვის ბოლოს საფულეცარიელი. ეცადეთ, გადაანაწილოთ ხარჯი, რათა ვალებში არ გადავარდეთ.

ჯანმრთელობა და სილამაზე
შუა ზაფხულში მეტი დრო და ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ჩაეწერეთ სპეციალისტთან ვიზიტზე, ჩაიტარეთ კვლევა. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. მეტად უნდა დაისვენოთ, სუფთა ჰაერზე კი ფეხით იაროთ.


ტყუპი - ხელის ერთი მოსმით განვალაგებთ გრძნობებს თავის ადგილზე


სიყვარული და ოჯახი
ზაფხული პატარ-პატარა უსიამოვნებების მოგვარებისა და დიდი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მოგცემთ. დაგროვილი დაღლილობა შეიძლება პრეტენზიებში გადაიზარდოს. ეცადეთ, არ გაჩუმდეთ, თუ რამე გეწყინებათ. თქვით დელიკატურად და გულახდილად. მარტოხელები ფლირტით გაერთობიან და შემოდგომისთვის გადადებენ გრძნობებში გარკვევას.

კარიერა და ფინანსები
"შინაპატიმრობის" შემდეგ სამსახურს პირველ ადგილზე დააყენებთ. აგვისტოში კრიზისების გარეშე გამოხვალთ სიტუაციიდან. ზაფხულის ბოლოს საკუთარ თავი დააჯილდოეთ და ოჯახთან ერთად დასასვენებლად გაემგზავრეთ.

ჯანმრთელობა და სილამაზე
ზაფხული ის დროა, როცა მავნე ჩვევებს: სიგარეტის მოწევას, ფასტფუდის ჭამას, ყავის უზომო სმას უნდა გადაეჩვიოთ. "ნუ ზიხართ" საათობით სოციალურ ქსელებში.


კირჩხიბი - ყველა ადამიანს სჭირდება თავისი ადამიანი


სიყვარული და ოჯახი
თუ უწინდებურად რბილი, ნაზი და რომანტიკული იქნებით, აგვისტოში თააყვანისმცემლების რაოდენობა მოგემატებათ. თქვენი ნებაა, აირჩიეთ, ვისთან ისურვებთ რომანტიკული ურთიერთობის გაგრძელებას. ვარსკვლავები კი "თქვენი ადამიანის" შეხვედრის შანსს გიწინასწარმეტყველებენ. დაოჯახებული კირჩხიბები მეუღლისა და შვილების გვერდით თბილი და ტკბილი ურთიერთობებით დატკბებიან.

კარიერა და ფინანსები
ივნისში შემოქმედებითი იდეების განხორციელების სურვილი მოგეძალებათ. ზოგიერთმა შეიძლება სამოსის შეკერვა/მოქსოვა გადაწყვიტოს, ზოგმა - ცეკვის შესწავლა, ზოგმაც - წიგნის დაწერა. ჰობი შეიძლება შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ გექცეთ. მთავარია, რომ იზრდებით, საკუთარი თავის რწმენა გემატებათ და თვალსაწიერსაც იფართოებთ.

ჯანმრთელობა და სილამაზე
ბოლო დროს, თქვენს დღის წესრიგში სულ ცოტა დრო რჩება ფიზიკური აქტიურობისთვის. ეცადეთ, ყოველდღიურად, 15-20 წუთი მაინც დაუთმოთ ვარჯიშს. არ გინდათ მთების გადადგმა, სიამოვნება მიიღეთ ენერგიის მოზღვავებით.


ლომი - შენ ჩემი აღმაფრენა ხარ


სიყვარული და ოჯახი
ხალხში გასვლა, მეგობრებთან შეხვედრა და საკუთარი თავის გამომზეურება გჭირდებათ, თქვენ ხომ ყურადღების ცენტრში ყოფნას ხართ მიჩვეული. ზაფხულის დასაწყისში შეხვდებით ადამიანს, რომელთან ერთადაც წვეულებებზე ივლით, გაერთობით. დაქორწინებულები მეტ დროს გაატარებენ საყვარელ ადამიანთან ერთად და ერთად გაერთობიან.

კარიერა და ფინანსები
სამსახურში კონკურენტებთან შებრძოლება და საკუთარი კომპეტენტურობის დამტკიცება მოგიწევთ. შეიძლება გამოგიჩნდნენ მოშურნეები, რომლებიც უფროსთან თქვენი ღირსებების დაკნინებას შეეცდებიან. გაფრთხილდით გამონათქვამებისას. გადახედეთ გარემოს. არ გამოამზეუროთ თქვენი იდეები და შესრულებული საქმეები.

ჯანმრთელობა და სილამაზე
სარკეში ყოველი ჩახედვისას მიხვდებით, რომ ღირსეულად ვერ უვლიდით საკუთარ თავს და ახლა საკუთარი სხეულისთვისა და სახისთვის დღესასწაულის მოწყობა მოგინდებათ. ჩაეწერეთ მასაჟის კურსებზე, ჩაიტარეთ პროცედურები, რაც სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და ეფექტურიც იქნება თქვენი გარეგნობისთვის.


ქალწული - ამ ზაფხულამდე ერთმანეთს არ ვიცნობდით


სიყვარული და ოჯახი
თუ ადრე გონების კარნახით მოქმედებდით, ახლა მეტად უნდა დაუგდოთ ყური ინტუიციას. გული უფრო ადრე იგრძნობს თავის ადამიანს. სხვათა შორის, ახალგაცნობილი ერთი შეხედვით შეიძლება საერთოდ არ მოგეწონოთ, თქვენი ტიპაჟი არ იყოს, მაგრამ მერე სამუშაო გრაფიკსაც კი ისე ააწყობთ, რომ მეტი დრო გაატაროთ ერთად. ერთად მოამზადებთ ვახშამს, შეისწავლით უცხო ენას და შეიძლება საერთო ბიზნესიც კი წამოიწყოთ.

კარიერა და ფინანსები
სტაბილური მდგომარეობა გელით. ვერც გამდიდრებას გიწინასწარმეტყველებთ და ვერც ფინანსურ ჩავარდნას. თავად კი არ გახასიათებთ სპონტანური საყიდლები და ფულის უსარგებლო საქმეებში დაბანდება.

ჯანმრთელობა და სილამაზე
სტრესი კანზე, თმასა და ფრჩხილებზე აისახება. ამიტომ ზაფხულში მიეძალეთ ხილს, ბოსტნეულს, მეტი დრო გაატარეთ მზეზე. თუ აუცილებელი იქნება, ჩაეწერეთ ექიმთან კონსულტაციაზე, ჩაიტარეთ კვლევა, რათა გარშემო მყოფების აღფრთოვანებული კომპლიმენტები მიიღოთ.


სასწორი - მოდი, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი თავდაყირა დავაყენოთ


სიყვარული და ოჯახი
თქვენი ყურადღება ყველას სჭირდება და ამიტომაც იყავით გახლეჩილი საყვარელ ადამიანს, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის. საკუთარი თავისთვის კი დრო არ გრჩებოდათ. ზაფხულში მხოლოდ ბრძენი მრჩევლის როლი უნდა მოირგოთ. დაიცავით ბალანსი საკუთარ გარემოსა და ახლობლებს შორის. ის სასწორები, რომლებიც მეწყვილის ძიებაში არიან, ბედს დაუკავშირებენ ადამიანს, ვისთანაც ადრე მხოლოდ მეგობრობდნენ.

კარიერა და ფინანსები
სამსახურში, თუ გსურთ, რომ რამე გამოგივიდეთ, მიზანმიმართულება და სიჯიუტე ერთად უნდა გამოავლინოთ. არ აიღოთ საკუთარ თავზე სხვისი საქმეების მოგვარება. დელიკატურად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივლისში ისე "ჩაეფლობით საქმეებში, რომლებსაც თქვენ მეტი ვერავინ მოაგვარებს", რომ ვერც გაიგებთ. აგვისტოში მეტად დაისვენეთ, რათა შემოდგომისთვის ელემენტი დატენილი გქონდეთ.

ჯანმრთელობა და სილამაზე
მთელი ეს პერიოდი საქმეებით ისე იყავით დატვირთული, რომ ზაფხულის დადგომისთანავე დაღლილობას იგრძნობთ. საუკეთესო იქნება, რამდენიმე დღით ზღვაზე გაემგზავროთ და მშვიდად დაისვენოთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი, გაინებივრეთ თავი სასიამოვნო წვრილმანებით, თუნდაც მეგობართან ერთად კაფეში ყავის დალევით. გაიკეთეთ ხილის ნიღბები.

მორიელი - ჩემთვის ყველაფერი შეძლება, მე სუპერვარსკვლავი ვარ


სიყვარული და ოჯახი
ზაფხულში თქვენი ვნების დუღილი უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს. ყველაფერი ისე იქნება - ვნება, ეჭვიანობა - როგორც თქვენ გიყვართ. თუმცა ახალგაცნობილ მამაკაცებთან მაქსიმალურად დელიკატური უნდა იყოთ. მეუღლესა და ბოიფრენდს ნუ გაუმხელთ, თუ ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ.

კარიერა და ფინანსები
ხშირად გამოჩნდით ისეთ ადგილებში, სადაც საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის მივიწყებულ საქმიან პარტნიორებს. როგორი მაღლი დონის სპეციალისტიც უნდა იყოთ, ავტორიტეტულ პროფესიონალებთან კონსულტაცია სასარგებლოდ წაგადგებათ. ისინი შეიძლება მომავალში ბიზნესპარტნიორებად გაიხადოთ.

ჯანმრთელობა და სილამაზე
ვარცხნილობის შეცვლა, უჩვეულო მაკიაჟისა და მანიკიურის გაკეთების სურვილი გაგიჩნდებათ. ზოგიერთმა შეიძლება ტატუც კი გაიკეთოს. თუმცა ყველა გოგონას სჭირდება პერიოდულად ექსპერიმენტები. თუმცა ისე ნუ გააკეთებთ, რომ მერე ინანოთ.

მშვილდოსანი - გადმოხტი ჩემთან ერთად სამოთხეში


სიყვარული და ოჯახი
თქვენს ცხოვრებაში "ის მამაკაცი" გამოჩნდება, ვისაც ამდენი ხანი ელოდით. თქვენი ცხოვრება დაემსგავსება რომანებში წაკითხულ და ფილმებში ნანახ ურთიერთობას. კარგი იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ, ერთად და მარტივად გადალახოთ რთული სიტუაციები.

კარიერა და ფინანსები
ზაფხულის დასაწყისში ბევრი მუშაობა მოგიწევთ. შეიძლება დამატებითი სამუშაოც კი აიღოთ ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ზოგიერთი მეტად გაიწაფება მუშაობაში და შეიძლება საკუთარი ბიზნესის დაწყებაც კი გადაწყვიტოს.

ჯანმრთელობა და სილამაზე
თვითიზოლაციის დროს კულინარიით გატაცება სწრაფად აისახება თქვენს გარეგნობაზე. თუ ბიკინის სეზონისთვის იდეალურ ფორმაში ყოფნა გსურთ, უნდა გაისარჯოთ. გამორიცხეთ მენიუდან სნეკი ფასტფუდი, ალკოჰოლი. დილით ირბინეთ, საღამოს ფეხით ისეირნეთ.


თხის რქა - ბედნიერებას სიმშვიდე უყვარს


სიყვარული და ოჯახი
ივნისის მეორე ნახევარში ახალი საიდუმლო რომანის დაწყება გელით, რომელიც მეგობრული მიმოწერით დაიწყება. არ გაუმხილოთ თქვენი კავშირის შესახებ მეგობრებსა და ახლობლებს, მათი ჩარევით შეიძლება ყველაფერი ცუდად განვითარდეს. ეცადეთ, ჩააჩოჩოთ ნათესავები და მეტი დრო გაატაროთ საყვარელი ადამიანის გვერდით.

კარიერა და ფინანსები
ზაფხული სასურველ ფინანსურ სტაბილურობას მოგიტანთ. თუ წლის დასაწყისში არასწორი ნაბიჯი გადადგით, არასარფიან ბიზნესში დააბანდეთ ფული და ხელშეკრულება აფერისტებთნ გააფორმეთ, ცოტა მეტი შრომა მოგიწევთ. გირჩევთ, გამონახოთ დრო სწავლისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ჯანმრთელობა და სილამაზე
ნუ გადავარდებით ერთი უკიდურესობიდან მეორეში, - ერთ დღეს 8 ნაჭერ მწვადს ჭამთ და მეორე დღეს თავს ვეგეტარიანელად აცხადებთ. ეცადეთ, დილაობით თუ ვერ ირბენთ, ფეხით მაინც იაროთ. იყავით ზომიერი ფიზიკური აქტიურობისა და ჭამის დროს.


მერწყული - შეადგინეთ ოცნებების სია


სიყვარული და ოჯახი
ზაფხულში მეტი მუშაობა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება უფრო მოგიწევთ, ვიდრე რომანტიკულ თავგადასავლებში გადავარდნა. როგორი მაცდურიც უნდა იყოს ღამის კლუბში წასვლა, 11 საათზე დაძინებას გირჩევთ, რათა დილის თათბირზე, საქმიან შეხვედრაზე ან კლიენტთან კონსულტაციაზე ენერგიული და საღი გონებით მიხვიდეთ. სხვათა შორის, რომანის დაწყება სოციალურ ქსელში ნაცნობობით დაიწყება. შეყვარებულები განმარტოებასა და პირადი თავისუფალი სივრცის მოპოვებას შეეცდებიან.

კარიერა და ფინანსები
უამრავი საქმე და ვალდებულება დაგიგროვდათ შესასრულებელი და თავადაც აზარტული და მიზანმიმართული შედეგზე იქნებით ორიენტირებული. არ აჰყვეთ ემოციებს და მცირე უსიამოვნების გამო არ მიატოვოთ სამსახური. თუ კარგად იმუშავებთ, ზაფხულის ბოლოს კარგ მატერიალურ ბაზას დააგროვებთ და ან სასურველ ნივთს შეიძენთ, ან ნანატრ შვებულებაში გაემგზავრებით.

ჯანმრთელობა და სილამაზე
დილაობით 1 ჭიქა წყლის დალევა და სახეზე მზისგან დამცავი კრემის წასმა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეცადეთ, ყოველდღე მოწესრიგებული გქონდეთ თმა და მაკიაჟის გარეშე არ გახვიდეთ ქუჩაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატარა შვილი გყავთ.

თევზები - მოდი, ერთად დავრჩეთ, თუნდაც მთელი ცხოვრება


სიყვარული და ოჯახი
ზაფხული უამრავ შეხვედრას გპირდებათ - ძველ მეგობრებთანაც და სასიამოვნო ახალგაცნობილებთანაც. ერთ-ერთი პაემანი შეიძლება საბედისწერო გამოდგეს და რომანტიკულ სიტუაციაში გადაიზარდოს - ხანგრძლივი სეირნობებითა და გულწრფელი, საინტერესო საუბრებით. შეყვარებული თევზები ან ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, ან შვილის გაჩენას.

კარიერა და ფინანსები
სამსახურში არასტაბილური სიტუაცია გელით - წარმატებას ჩავარდნა მოჰვება და ასე დღითი დღე. არ დანებდეთ, წარუმატებლობამ მეტად უნდა შეგინთოთ ცეცხლი, რომ განვითარდეთ, საბოლოო გამარჯვებისთვის იბრძოლოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უფროსთან და კოლეგებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისთანაც ადრე კონფლიქტი გქონდათ.

ჯანმრთელობა და სილამაზე
მიაქციეთ ყურადღება ქრონიკულ დაავადებებს, დაღლილობის ფონზე შეიძლება გაგიმწვავდეთ. კოსმონავტივით ჯანმრთელი რომ იყოთ, დაიცავით დღის განრიგი, შეადგინეთ სასარგებლო ჩვევების სია - დილით ვარჯიში და შხაპი, საღამოს ფეხით სეირნობა და ბალახების ჩაი - და მისდიეთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93