5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით
5 ივ­ნი­სი, პა­რას­კე­ვი - დღე, როცა სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­სა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით მშვილ­დოს­ნის მე-16 გრა­დუს­ში, 23:25-ზე. 21 ივ­ნისს მზის დაბ­ნე­ლე­ბა გვექ­ნე­ბა და 5 ივ­ლისს - ისევ მთვა­რის. ზუს­ტად ერთი თვე გვექ­ნე­ბა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი. ეს პირ­ვე­ლი დაბ­ნე­ლე­ბაა ტყუ­პი-მშვილ­დოს­ნის ღერძზე. იწყე­ბა ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, ხოლო ღერ­ძი გვაჩ­ვე­ნებს მი­მარ­თუ­ლე­ბას, სად უნდა მივ­მარ­თოთ ჩვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა.

დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ორ წელს გაგ­რძელ­დეს, ხოლო თუ თქვე­ნი პი­რა­დი პლანე­ტე­ბია ჩარ­თუ­ლი, მომ­დევ­ნო 18 წე­ლიც იყოს აქ­ტი­უ­რი.

ამი­ტომ, დაბ­ნე­ლე­ბებ­ზე მე­ტად ფრთხი­ლად უნდა იყოთ. ეცა­დეთ,
იფიქ­როთ პო­ზი­ტი­უ­რად, არა­ფე­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ მო­ი­მოქ­მე­დოთ. შე­გიძ­ლი­ათ მი­ი­ღოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ მოქ­მე­დე­ბას არ გირ­ჩევთ. გა­ა­ანა­ლი­ზეთ სა­კუ­თა­რი თავი, ფიქ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თავ­ში მო­გი­ვათ. რო­გორც წესი, დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ან­ში ემო­ცი­უ­რო­ბა იმა­ტებს. შე­იძ­ლე­ბა წნე­ვაც კი მო­გე­მა­ტოთ. მო­ი­მა­ტებს ტრავ­მუ­ლო­ბა, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მჭრელ საგ­ნებ­თან, სა­ჭეს­თან (რო­გორც წესი, დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფან­ში გახ­ში­რე­ბუ­ლია ავა­რი­ე­ბი). ადა­მი­ა­ნი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, აღზ­ნე­ბუ­ლია და ეცა­დეთ, არც სა­კუ­თარ­მა ნათ­ქვამ­მა და არც ქმე­დე­ბამ არ და­გა­ზი­ა­ნოთ. არა­ფე­რი სე­რი­ო­ზუ­ლი არ მო­იქ­მე­დოთ, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბიც კი შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­მავ­ლის­თვის გა­და­დეთ.

ხან­და­ხან დაბ­ნე­ლე­ბე­ბის ენერ­გია ერთი კვი­რით ადრე იწყებს მოქ­მე­დე­ბას და მომ­დევ­ნო ორი კვი­რაც აქვს გა­მო­ძა­ხი­ლი. დაბ­ნე­ლე­ბე­ბი მიგ­ვა­ნიშ­ნებს, რომ რა­ღაც პე­რი­ო­დი, ეტა­პი უნდა დას­რულ­დეს. ყვე­ლა­ზე მძაფ­რად დაბ­ნე­ლე­ბებს, რა თქმა უნდა, ტყუ­პი­სა და მშვილ­დოს­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იგ­რძნო­ბენ. მათ შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლონ საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც 9 ან 18 წელი გრძელ­დე­ბო­და. აგ­რეთ­ვე, თევ­ზე­ბი­სა და ქალ­წუ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. დაბ­ნე­ლე­ბებს აგ­რეთ­ვე მძაფ­რად შე­იგ­რძნო­ბენ ისი­ნი, ვი­საც მშვილ­დოს­ნის ან ტყუ­პის 13-17 გრა­დუს­ში ჰყავს პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი.

მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა სა­სიყ­ვა­რუ­ლო სა­ი­დუმ­ლო გა­მომ­ჟღავ­ნდეს. გახ­შირ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვა სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებს შო­რის. მო­სა­ლოდ­ნე­ლია გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბი. იმი­სათ­ვის, რომ არ და­ზა­რალ­დეთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლი უნდა იყოთ. თუმ­ცა, ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი თავი ამო­წუ­რა, დას­რულ­დე­ბა. ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ 5 ივ­ნი­სის­თვის პლა­ნე­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლი, უკან­მა­ვა­ლია. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93