ასტროლოგი რამაზ გიგაური ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზს გვთავაზობს. აი, რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა მომდევნო ერთი თვის შესახებ:
"მთავარი ასტროლოგიური მოვლენა:
5 ივნისი - სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება
21 ივნისი - ახალმთვარეობა და მზის რგოლური დაბნელება
ივნისში იქნება ორი დაბნელება - მთვარის (5 ივნისი) და მზის (21 ივნისს). ამ საროსის დაბნელებები [საროსი - მზისა და მთვარის დაბნელების განმეორების პერიოდი ერთი და იმავე თანმიმდევრობით] ასტროლოგიურად განიმარტება, როგორც: "შეზღუდვა, თავშეკავება, განშორება და ილუზია". ასე რომ, ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები ადამიანებს უბიძგებს, არასწორად შეაფასონ შექმნილი მდგომარეობა და საკუთარი ძალები, რაც მოსალოდნელია, შეცდომების დაშვების საფუძველი გახდეს.
ივნისი - 2020 წლის ერთ ეტაპს შეაჯამებს და ახალი ეტაპის საწყისი გახდება
ეს იქნება წლის ერთგვარი შუა წერტილი, პიკი, როდესაც წლის პირველი ნახევრის ტენდენციები შეჯამდება და ახალი რეალობა შეიქმნება. სწორედ ივნისი და ივლისის პირველი დეკადა (კიდევ ერთი მთვარის დაბნელება 5 ივლისს) განაპირობებს, 2020 წლის მეორე ნახევარში მოვლენები როგორ განვითარდება (ეს ეხება როგორც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას).
დაბნელებების პერიოდი ემთხვევა რეტრო-ვენერას (25 ივნისამდე) და რეტრო-მერკურს (18 ივნისიდან - 12 ივლისამდე), ასევე, ამას ემატება რეტროგრადული იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი (23 ივნისიდან) და პლუტონი. ამრიგად, ივნისი შესაძლოა იქცეს ერთგვარ ტურბულენტურ სივრცედ, რომლის წარმატებულად გადალახვაზეც იქნება შემდგომი წარმატებები დამოკიდებული. გაგრძელება