15 ივნისი - მთვარე ვერძშია. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. მოერიდეთ სახეზე ოპერაციას.
16 ივნისი - 13:37-დან მთვარე კუროში გადავა. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ვიზიტისთვის. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა.
კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება, წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი.
ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით). პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.
19-20 ივნისი - მთვარე ტყუპის ზოდიაქოშია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ფილტვებს.
კარგია - სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი, არომათერაპია.
ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება, ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.
21 ივნისი - მთვარე კირჩხიბშია. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა.
დღეს არის მზის დაბნელება და ახალმთვარეობა კირჩხიბის ნიშანში. არაფერი მნიშვნელოვანი და სერიოზული დღეს არ დაგეგმოთ. მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან.
18 ივნისი - მერკური რეტროგრადულ (უკანმავალ) მოძრაობაში გადადის. გირჩევთ, თავი შეიკავოთ სამედიცინო პროცედურებისგან, გეგმიური ოპერაციებისგან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვენერა ისევ რეტროა. თუ დიდი სურვილი გაქვთ იმიჯის შეცვლის, გირჩევთ, ძველს დაუბრუნდეთ.
მთვარე კლებადია. კარგია ზედმეტი თმის მოცილება, კბილების ქვებისგან გათავისუფლება. ამ კვირაში გაკეთებულ ვარცხნილობას დიდი ხნით შეინარჩუნებთ, თუმცა, თმა გვიან გაგეზრდებათ.
ვერძი
ორშაბათს მარტოხელებს საბედისწერო შეხვედრა გელით. ნუ ფლანგავთ ფულს, დააბანდეთ ფინანსები ცოდნაში, ღირებულში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად სახლიდან შორს გაატარეთ.
კურო
თუ უხეში და მკვეთი არ იქნებით, ოჯახური უსიამოვნებები არ გელით. აითვისეთ ახალი ჰობი. მოულოდნელი სიტუაცია საყვარელი ადამიანის გრძნობებს გამოგაცდევინებთ. მეტი დრო უნდა გამონახოთ მეუღლისა და შვილებისთვის. უქმეებზე გაანებივრეთ ისინი თქვენი კულინარიული შედევრებით.
ტყუპი
ჯერ საკუთარი შინაგანი სამყარო შეცვალეთ და მერე გარშემო მყოფების გადაკეთებას შეუდექით. ორშაბათი საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ. გაფრთხილდით, არ გაგიმძაფრდეთ ქრონიკული დაავადებები. აკონტროლეთ კვების რეჟიმი. საყვარელი ადამიანი სიურპრიზებით გაგანებივრებთ. უქმეებზე სასიამოვნო შთაბეჭდილებები გელით მოგზაურობისას.
კირჩხიბი
მარტოხელები ახალ სიყვარულს შეიძლება ქუჩაში სეირნობის დროსაც კი შეხვდნენ. უარი არ თქვათ მგზავრობაზე. ეცადეთ, ყველაფერი წესრიგში გქონდეთ - ფიქრებიც, საქმეებიც და დოკუმენტებიც. კვირის მეორე ნახევარში დიდი ხნის უნახავ მეგობართან საუბარი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. წყალთან კონტაქტი დაგამშვიდებთ.
ლომი
სამშაბათს არ იკამათოთ საყვარელ ადამიანთან, ღიმილით და მშვიდად მოაგვარეთ უსიამოვნებები. თქვენი შემოქმედებითი იდეები სათანადოდ დაფასდება. კარგი იქნება, თუ სამსახურის ზოგიერთ საქმეს შინ, მშვიდ გარემოში შეასრულებთ. უქმეები ქალაქგარეთ, წყალთან გაატარეთ.
ქალწული
სამშაბათს გაერკვიეთ ფინანსებში. მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, მეუღლის გვერდით, მაგრამ შეამცირეთ პრეტენზიები და მოეშვით ლიდერობას. პირად საქმეებში ცხვირს დაქალებსაც კი ნუ ჩააყოფინებთ. გაფრთხილდით, უქმეებზე ნებისმიერმა წვრილმა შეიძლება გამოგიყვანოთ წყობიდან.
სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ კუჭზე ზრუნვას. შეიძლება ამულეტების გაკეთებამ დაგაინტერესოთ. უქმეებზე პაემანი რომანტიკულად ჩაივლის. ბავშვებთან, განსაკუთრებით, თინეიჯერებთან, სერიოზული საუბარი გელოდებათ. მგზავრობა თავგადასავლების გარეშე არ ჩაივლის. გაფრთხილდით მზეზე ყოფნისას. სასიყვარულო ურთიერთობა ინტიმური ცხოვრებისგანაც უნდა შედგებოდეს და სულიერი სიახლოვისგანაც.
მორიელი
თუ რაღაცაში არ გიმართლებთ, დამნაშავე სხვა არაა, საკუთარ თავი უნდა გადააკეთოთ და არა გარშემო მყოფები. სამსახურში მნიშვნელოვან საქმეებს მომავლისთვის ნუ გადადებთ. პარასკევს საყვარელ ადამიანს პაემანი დაუნიშნეთ, უქმეებზე კი მეგობრებთან ერთად გართობაზე უარი არ თქვათ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელით.
მშვილდოსანი
პროფესიონალების დახმარებით ექსპერიმენტებსაც განახორციელებთ. ყოფილთან ურთიერთობისას ნუ მიიღებთ "ჩემთვის სულერთიას" გამომეტყველებას. ნუ გაფლანგავთ ფულს. კარგ შედეგს მოგიტანთ იმუნიტეტის ამაღლებაზე ზრუნვა. უქმეები ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე, ქალაქგარეთ გაატარეთ.
თხის რქა
სამშაბათი რთული საქმეებით დაგამახსოვრებთ თავს. მეუღლესთან ერთად დაგეგმეთ საოჯახო ბიუჯეტი, ბავშვებთან დაკავშირებული ხარჯი. ზოგიერთმა შეიძლება სრული სამედიცინო კვლევის ჩატარება გადაწყვიტოს. უქმეებზე "დაასვენეთ" ნერვები. მარტოხელებს საინტერესო შეხვედრები გელით.
მერწყული
ახალდაწყებული რომანი სასიამოვნო მომენტებით იქნება აღსავსე, მაგრამ დაქორწინებას ნუ ჩქარობთ. კვირის მეორე ნახევარში გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. გართულებულმა დაავადებამ ან ნერვიულობამ შეიძლება შეგიმციროთ შრომისუნარიანობა. უქმეები ქალაქგარეთ გაატარეთ.
თევზები
თუ ადამიანი თქვენზე განაწყენდა, გაერკვიეთ მიზეზში. მუცლის ტკივილსა და სისუსტეს ყურადღება მიაქციეთ. თქვენმა გეგმებმა ოჯახის წევრებში შეიძლება უსიამოვნება გამოიწვიოს. სახის მოვლას ბუნებრივი საშუალებებით გირჩევთ. რთული სიტუაციებიდან გამოსვლაში შემოქმედებითი საქმიანობა დაგეხმარებათ.