2020 წლის 21 ივნისი იმითაა გამორჩეული, რომ ოთხი მნიშვნელოვანი მოვლენა გველოდება: ზაფხულის ბუნიობა, მზის გადასვლა კირჩხიბის ზოდიაქოში, ახალმთვარეობა და მზის რგოლური დაბნელება. წელს ეს მზის პირველი დაბნელებაა, მაგრამ ბოლო კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე. საინტერესოა, რას მოგვიტანს ეს დაბნელება ჩვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და რატომაა მაგიური. საქმე ისაა, რომ ასეთი დაბნელება 100 წელიწადში მხოლოდ 14-15-ჯერ ხდება და დედამიწის ზოგიერთ რეგიონში მას ძალიან ლამაზად დაინახავენ. მთვარე ჩამოეფარება მზეს და მისი სხივები რგოლისებურად გაანათებენ ცას. მზის დაბნელება მოხდება კირჩხიბის პირველ გრადუსში, 10:41-ზე. ძველად ბუნიობას განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ. ეს არის ყველაზე გრძელი და ნათელი დღე.
ამ მაგიურ დღეს გირჩევთ ლოცვას, მედიტაციას, ვიზუალიზაციას, რათა მიიზიდოთ სინათლისა და სიყვარულის ძალა.
- 21 ივნისი იმითაცაა გამორჩეული, რომ 5 რეტროგრადული პლანეტა (პლუტონი, იუპიტერი, სატურნი, ვენერა და 18 ივნისიდან მერკურიც) გვყავს და ნეპტუნიც ჯერ სტაციონარულია (გაჩერებული), მაგრამ ისიც რეტროგრადული სვლისთვის ემზადება. ბევრი უნდა ვიფიქროთ, გადავიფიქროთ, გადავაფასოთ, შევიტანოთ კორექტივები, გამოვასწოროთ, გავიაზროთ და ზოგ შემთხვევაში გადავაკეთოთ კიდეც. დააკვირდით, რას გააკეთებთ 21 ივნისს, პლუს/მინუს 2 დღე, რადგან იმას, რასაც გააკეთებთ მზის დაბნელებაზე, დიდი ხნით "მიიწებებთ".
- ეცადეთ, მხოლოდ პოზიტიურ განწყობაზე იყოთ, მხოლოდ კარგი საქმეები გააკეთოთ;
- გაინებივრეთ თავი ლამაზი ნივთებით;
- შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა;
- ჩამოწერეთ გეგმა. ვიზუალიზაცია შეიძლება, მაგრამ მოქმედება ჯერ არა, თუმცა, თუ საქმეები უკვე დაწყებული გაქვთ ან ურთიერთობები, ეცადეთ, გაუმჯობესებაზე დააპროგრამოთ;
- აგრეთვე, შეგიძლიათ მოიცილოთ ის, რაც გამძიმებთ;
- ზოგიერთი შეიძლება შეურიგდეს გაბუტულ ნათესავებს. ილოცეთ თქვენი წინაპრებისთვის (ცოცხლებისთვისაც და გარდაცვლილებისთვისაც). იყავით მათი მადლიერი;
- დატოვეთ წარსულში ყველა შიში, წყენა, იმედგაცრუება. გაუთავისუფლეთ ადგილი ყველაფერ კარგს თქვენს ცხოვრებაში.
- 21 ივნისს მომხდარი მოვლენების გამოძახილი ზოგიერთმა შეიძლება 6 თვის შემდეგ იგრძნოს, ზოგმა, კი, ვისზეც დაბნელება განსაკუთრებით იმოქმედებს, 9 ან 18-19 წლის მერეც.
მზის დაბნელება ყველაზე მეტად შეიძლება მომდევნო ექვსმა ნიშანმა შეიგრძნოს: ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თქის რქა; აგრეთვე, მორიელმა და თევზებმა. განსაკუთრებით, თუ თქვენი დაბადების დღე 21 რიცხვშია (პლუს/მინუს 2 დღე) და მათაც, ვისაც ნათალურ რუკაში ტყუპის 28 გრადუსიდან კირჩხიბის 3-4 გრადუსში აქვს მნიშვნელოვანი წერტილები. დაბოლოს, 21 ივნისს გაფრთხილდით და მოერიდეთ ყველა უსიამოვნო, სარისკო სიტუაციას; იყავით ფრთხილი მჭრელ და წვეტიან იარაღებთან მუშაობის დროს. გაგრძელება