მიჩნეულია, რომ ის, ვინც გონივრულად რისკავს, საკმაოდ განსხვავდება ადამიანისგან, რომელიც უბრალოდ ექსტრიმისადმი სიყვარულით გამოირჩევა. არის ხალხი, ვინც გამიზნულად ეძებს ე.წ. დრაივს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამიტომ სპეციალურად კავდებიან სპორტის სახიფათო სახეობით ან პირად ურთიერთობაში ახასიათებთ მომატებული ადრენალინის სიყვარული, ხელოვნურად იწვევენ პარტნიორში დრამას, ეჭვიანობას და ცრემლებს... ასტროლოგები ამ მხრივ ზოდიაქოს სამ ნიშანს გამოყოფენ...
ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, გულუხვად აჯილდოებს ვერძებს თავგადასავლებისა და ფათერაკების სიყვარულით. ვერძს მოსწონს რისკი, თუმცა იშვიათად ატანს გონებას საკუთარ ქმედებებს და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს მის მორიგ სახიფათო თავგადასავალს. ამასთან ერთად, ვერძები შესაშური გამძლეობით გამოირჩევიან. სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც მათ დაბადებიდან თან დაჰყვათ, ეხმარება ამ ხალხს ნებისმიერი განსაცდელის ან ტრავმის შემდეგ, რეკორდულად მოკლე დროში დადგეს ფეხზე და... ისევ იმავე ან უფრო უარეს ფათერაკებში გაჰყოს თავი.
ტყუპი - მას იმდენად სძულს მოწყენილობა და რუტინა, რომ მზადაა ნებისმიერი თავგადასავლისთვის. ტყუპი დუალური ნიშანია. ამიტომაც არიან ეს ადამიანები მუდმივ მოძრაობაში და ეძებენ სიახლეებს. მოსწონთ ახალი შთაბეჭდილებები, ახალ-ახალი ადამიანების გაცნობა და ახალი სიმაღლეების დაპყრობა მორიგ მობეზრებამდე. ისინი კისრისტეხით ატარებენ მანქანას ან ხვდებიან სერიოზული კონფლიქტის ეპიცენტრში საკუთარი, ბასრი და ზედმეტად "მჭრელი" ენის გამო. თუმცა გასაოცარი ოსტატობით ძვრებიან ხოლმე დაძაბული სიტუაციიდან და სხვების დაშოშმინებაც გამოსდით. წაიკითხეთ ვრცლად