სასიყვარულო ჰოროსკოპი: რას უნდა ელოდეთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანთან ურთიერთობისას

სასიყვარულო ჰოროსკოპი: რას უნდა ელოდეთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანთან ურთიერთობისას
როგორ მოვხიბლოთ ტყუპი, რატომ არ უნდა ვაეჭვიანოთ ლომი? როგორ შევინარჩუნოთ ქარივით თვისუფალი მერწყული? ვუყურებთ ჩვენი საყვარელი ადამიანის ზოდიაქოს ნიშანს და ვსწავლობთ მასთან თანაარსებობას.


თუ ის ვერძია

პლატონური გრძნობები ნაკლებად აინტერესებს. ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას არ უშინდება. არ დაელოდება, როდის გადადგამს გოგონა მისკენ პირველ ნაბიჯს. მის პერიოდულად ცეცხლოვან ტემპერამენტთან შეგუება მოგიწევთ. ის ფეთქებადიცაა და იმპულსურიც. სასიამოვნო მომენტი: სიყვარულს ლამაზ და ამაღლებულ გრძნობად აღიქვამს. საყვარელ ადამიანს ხშირად გაანებივრებს სიურპრიზებით, რომანტიკული ვახშმით. არ დაგავიწყდეთ მისი შექება: ამით უფრო
მეტად განაწყობთ თქვენ მიმართ.

თუ ის კუროა

რეალისტია და სასიყვარულო გრძნობებს მშვიდად და გააზრებულად უყურებს. უჭირს საკუთარ გრძნობებზე საუბარი, მანამდე, სანამ პარტნიორის გრძნობებში არ დარწმუნდება. დაქორწინება თუ გადაწყვიტა, თქვენ საწოლში შეთრევას არ დააჩქარებს. საყვარელ ადამიანს მამისა და უფროსი მეგობრების ნაცადი, კლასიკური სქემით მოხიბლავს: ყვავილების მირთმევა, თეატრში დაპატიჟება, ვახშამი. თუ ნამდვილად შეყვარებულია, საყვარელ ადამიანზე ფულის დახარჯვა არ ენანება.

თუ ის ტყუპია

ქალს მეგობრად და საინტერესო მოსაუბრედ უფრო აღიქვამს, ვიდრე სექსუალურ ობიექტად. ნუ ეცდებით მისი ყურადღების მიქცევას გამომწვევი სამოსით ან მაკიაჟით, ინტელექტი გამოავლინეთ. და კიდევ, სერიოზული ურთიერთობის დამყარებას მასთან ნუ ელით. ის თავადაც არაა დარწმუნებული, სურს თუ არა თქვენთან ხანგრძლივ სასიყვარულო კავშირში გაერთიანება.

თუ ის კირჩხიბია

შეყვარებული ფილმიდან გადმოსული რომანტიკული გმირივით იქცევა. ქალის მოხიბვლა არ უჭირს, სწრაფად შეუძლია მისი განწყობის ამოცნობა. მის გვერდით შეგიძლიათ თავი ჰაეროვან და რომანტიკულ არსებად იგრძნოთ. პარტნიორს ემოციურობის მიხედვით ირჩევს. მის გვერდით მელოდრამის ყურებისას შეგიძლიათ თამამად გადმოყაროთ ცრემლები, დაეხმაროთ უპატრონო ცხოველებს. მთავარია, არ იყოთ აგრესიული და მოღალატე.

თუ ის ლომია

საყვარელი ქალის გულისთვის გალანტური რაინდი გახდება, აავსებს ქათინაურებით, საჩუქრებითა და ყვავილებით, მაგრამ ის უნდა ღირდეს ამად. თუ გოგონა დამფრთხალი თაგუნასავით იქცევა, ლომს ის არ მოეწონება. თქვენ უნდა იყოთ გამორჩეული სილამაზის, დახვეწილი მანერების და სულ მცირე, ტელეეკრანზე უნდა პოზირებდეთ. ეჭვიანობით კი ნუ აეჭვიანებთ, იმედს გაუცრუებთ და აგრესიულად მოგიცილებთ.

თუ ის ქალწულია

საინტერესო საუბრები და რომანტიკა გაცნობის სტადიაში ნებადართულია, მაგრამ როგორც კი უკეთ გაგიცნობთ, ისეთივე მომთხოვნი იქნება თქვენ მიმართ, როგორც - საკუთარი თავის. ქალწული პედანტი, წესების დამცველი ადამიანია და თუ ნერვები წესრიგში არ გაქვთ ან მისნაირი არ ხართ, გაგიჭირდებათ. მოწესრიგებული უნდა გქონდეთ პირადი ნივთები, აწყობილი კარიერა, იყოთ პრაქტიკული და არ გახასიათებდეთ ზედმეტი ფულის ფლანგვა.

თუ ის სასწორია

რომანტიკულია და გვერდით ჰაეროვანი გოგონა სჭირდება, ვინც ცხოვრებას გაულამაზებს. შეიძლება მისი მატერიალური მდგომარეობითაც ისარგებლოს ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, საჩუქრებს მიიღებს. თუ მის გვერდით გსურთ ხანგრძლივად ყოფნა, უშრეტ პოზიტივს უნდა ასხივებდეთ, მოსაწყენი გოგოსგან უკანმოუხედავად გაიქცევა.

თუ ის მორიელია

იშვიათადაა მარტოხელა და თუ ასეთს გადაეყარეთ, აუცილებლად დაუმეგობრდით. პარტნიორში ყველაზე მეტად ერთგულებას აფასებს. ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, თქვენ კი უსიამოვნებებისგან დაგიცავთ. მოსწონს ინტელექტუალურად განვითარებული გოგონები, მამაცები. ცხოვრებაში ხანდახან უსიამოვნო პერიოდები აქვს და მის გვერდით უნდა იყოთ, რომ გადალახოს. მისი შეცოდება კი არ გაბედოთ.

თუ ის მშვილდოსანია

ცეცხლოვანი მამაკაცია, იმპულსური და მიზანსწრაფული. თუ გოგონა მოეწონა, მის ხელში ჩასაგდებად წინ ვერავინ დაუდგება. მის გვერდით არასდროს მოიწყენთ. ყოველდღე სურს აღმოჩენები და მუდამ პიროვნული განვითარებისთვის იბრძვის. სურს, სიმშვიდე და თანასწორი პარტნიორი, საყვარელ ადამიანს ჩხუბისა და კამათისთვის ვერ გაიმეტებს.

თუ ის თხის რქაა

სპონტანურობა და ემოციების ფრქვევა არ ახასიათებს. მისი გულის მოგება საკმაოდ რთულია. ანგარიშიანი და რაციონალურია. თავქარიანი გოგონას გვერდით მას ვერ ნახავთ. მისთვის სულ ერთი არაა, "რას იტყვის ხალხი". სასურველი მეწყვილის ძიებაში შეიძლება 40-50 წლამდეც კი მარტოხელა იყოს. არადა, ოჯახური მყუდროება და მეუღლის ემოციური მხარდაჭერა ჰაერივით სჭირდება.

თუ ის მერწყულია

ქარივით თავისუფალი და ამოუცნობია. ადვილად ამყარებს ყველასთან კონტაქტს და ასევე სწრაფად შორდება, თუ შეამჩნია, რომ ადამიანს მისი სიყვარულის სახელით დატყვევება სურს. სურს, რომ ქალები აღმერთებდნენ. ფლირტი მისთვის ჰობია და რომც დაქორწინდეს, სხვა ქალებთან არშიყს ვერ გადაეჩვევა.

თუ ის თევზებია

ყველაზე ემოციური და მგრძნობიარე მამაკაცია. მთელი ცხოვრება თავის სულის ნაწილს ეძებს, ვისაც თავის სურვილებსა და შიშებს დაუფარავად გაუმხელს. მისნაირი რომანტიკული მამაკაცის გვერდით ყველა ქალი ბედნიერად იგრძნობს თავს. არ გაგიკვირდეთ, თუ სიყვარულში გამოტყდომა და ურთიერთობის გასერიოზულება სწრაფად მოხდება. მისგან მთელი ცხოვრება მოისმენთ ნაზ სიტყვებს და არც რომანტიკული ჟესტები მოგაკლდებათ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93