ზოგიერთი ადამიანი ყველა საქმეს ენთუზიაზმით ეკიდება, მაშინაც კი, თუ ფინანსურ სარგებელს არ ელის. სწორედ ამიტომ მის მიერ შესრულებული დავალება თუ პროექტი განსაკუთრებული გამოდის. მათ სხვებისგან უჩვეულო ოპტიმიზმიც გამოარჩევთ. გთავაზობთ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომელთა ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი შთამაგონებელია.
ვერძი - მისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება ბრძოლაა. ამიტომ ცხოვრებას ისე აღიქვამს, როგორც შეჯიბრებას, გამოწვევას და მუდამ ცდილობს გაიტანოს გოლი. თუ ვერძს მიზანი გააჩნია, გააჩნია სტიმული და ბრძოლის ჟინი, ის ყოველ ჯერზე, მარტივად წამოდგება ფეხზე გადატანილი წარუმატებლობის შემდეგ. ბავშვური ხასიათი, ინფანტილიზმი და მომავლის საოცარი რწმენა ეხმარება ამ ადამიანებს იმაში, რომ ხშირად მცირედითაც დაკმაყოფილდნენ და მუდმივად იქონიონ უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი.
მშვილდოსანი - ბედის ნებიერა, ქუდბედიანი და ხუმარაა. რომ არა იუმორის ამხელა დოზა, მშვილდოსანს რა ეშველებოდა? ეს ხალხი ყოველთვის ახერხებს იხუმროს ყველაფერზე, მათ შორის კი, საკუთარ თავზე. ცუდი განწყობა მშვილდოსნისთვის წამიერია; მართალია, ზოგჯერ სევდაც დარევს ხოლმე ხელს, მაგრამ რეალურად, ძალზე მარტივად გამოდის დეპრესიული მდგომარეობიდან, თუკი დაინახა, რომ თუნდაც ერთ ადამიანს მაინც სჭირდება გარშემო მისი სიყვარული და თანადგომა. მშვილდოსნებს დაუღალავად სჯერათ უკეთესის. ამიტომ მუდმივად მიიწევენ წინ და იშვიათად იხედებიან უკან, წარსულისკენ, თუნდაც ეს წარსული შეცდომებით იყოს სავსე. გაგრძელება