ურთიერთობის დაწყებისას ინტუიციურად ვგრძნობთ ხოლმე, რომ ერთ დღეს ამ, ერთი შეხედვით, შეხმატკბილებულ კავშირს ოდესმე წერტილი დაესმება. ამ შემთხვევაში შედარებით ადვილად ვუმკლავდებით შეყვარებულთან დაშორებას. ყველაფერი ძალიან რთულდება მაშინ, როცა დარწმუნებულები ვიყავით, რომ ადამიანთან ერთად მთელ ცხოვრებას გავატარებდით, მაგრამ ურთიერთობა ჩამოიშალა და დაშორება მოგვიწია. გთავაზობთ ხერხებს ტკივილის დასაძლევად:
მერწყული
დაშორების გადატანაში სპა და მასაჟი დაგეხმარებათ. ამიტომ თავს მიეცით ფულის დახარჯვის უფლება.
თევზები
თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რაც ასეოდენ კარგად გეხერხებათ და გიყვართ - დაიძინოთ. ძილში ემოციურად დაისვენებთ და გონება დაგეწმინდებათ. გაღვიძების შემდეგ სიტუაციას კარგად გააანალიზებთ და აწონ-დაწონით. დაინახავთ მომავალს, გამოსავალს და საკუთარ თავში გზის გაგრძელების ძალას იპოვით.
ვერძი
თქვენთვის საუკეთესო ხერხი ემოციებისგან დასაცლელად და უარყოფითი ენერგიის მოსაშორებლად - კრივით დაკავებაა. თუ გსურთ, წარმოოდგინეთ, რომ შეყვარებულს ურტყამთ, რადგან გული გატკინათ; ან სცემეთ პრობლემას, რომელმაც დაგაშორათ.
კურო
დაიწყეთ ახალი ენის შესწავლა, ჩაეწერეთ ხელოვნების, მუსიკის, კრეატიული აზროვნების ან რომელიმე თქვენთვის საინტერესო კურსზე. კარგი იქნება, თუ გაივლით ტრენინგს. დაინტერესდით პროფესიული წიგნებით. აღარ დაგრჩებათ დრო წარსულის გამოსაქექად და სანერვიულოდ.
ტყუპები
იმოგზაურეთ. თუ ქვეყნის დატოვების სახსრები არ გაქვთ, ქალაქიდან მიანც გადით. საქართველო ძალიან ლამაზია, უამრავი ადგილის მონახულება შეიძლება. თუ ქალაქსაც ვერ ტოვებთ რიგი მიზეზების გამო, იქაურობა მაინც დალაშქრეთ!
კირჩხიბი
დიდი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად. სასურველია, მათთან დარჩეთ ღამით - რადგან სწორედ მაშინ, როცა საწოლში მარტო აღმოჩნდებით ხოლმე, ტირილი გინდებათ. ძმაკაცები/ დაქალები კი მთელი ღამე გაცინებენ, ერთად ნახავთ კომედიურ ფილმებს, იცეკვებთ და იმხიარულებთ. განაგრძეთ კითხვა