ვანგას პროგნოზი 2020 წლის შესახებ: „ახალი ცხოვრების დასაწყისი“

ვანგას პროგნოზი 2020 წლის შესახებ: „ახალი ცხოვრების დასაწყისი“
ვანგა მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც უძლიერესი წინასწარმეტყველი.
იმის მიუხედავად, რომ იგი 1996 წელს გარდაიცვალა, მისი წინასწარმეტყველებები ჯერ კიდევ აგრძელებს სიცოცხლეს, რადგან მან კაცობრიობას სამომავლო რჩევები და ბევრი მინიშნება დაუტოვა.
რაც შეეხება 2020 წელს, ვანგამ არაერთი საინტერესო რამ თქვა.
2020, მისი აზრით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის გადამწყვეტი უნდა იყოს.


ეს არ არის მხოლოდ ახალი ათწლეულის დასაწყისი. ეს ახალი ცხოვრების დასაწყისია. არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ პრობლემები შეიძლება გველოდეს, რადგან ეს საკმაოდ ემოციური წელიწადია, რომელიც დიდი ნახტომის მსგავსი იქნება.
თუმცა, მთლიანობაში,
აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ ამ ყველაფერს კარგი მხარეც ექნება და ყველაფერს თავისი დრო აქვს.

რა მოუვა მსოფლიოს 2020 წელს?

  • ვანგას წინასწარმეტყველებაში საუბარია ბუნებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სახელმწიფოებსა და ერთა შორის ურთიერთობები გაძლიერდება და გამყარდება, როდესაც ადამიანი ბუნების რისხვას სწორად აღიქვამს.
სამწუხაროდ, შემონახული არაა ზუსტი პროგნოზი ამ მიმართულებით არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
ნათქვამია მხოლოდ ის, რომ სამყარო გზაჯვარედინზე იქნება. თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი, რომელიც ისტორიას ერთხელ და სამუდამოდ შეცვლის.
გარემოს დაბინძურების და ბუნებასთან დაკავშირებული მზარდი პრობლემების გათვალისწინებით, ასეთი მკაფიო მოსაზრება შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს.

  • წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ვანგამ ივარაუდა, რომ 2020 წლისთვის კაცობრიობა გააცნობიერებს, რას აკეთებს არასწორად და რატომ. წელს ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რა იყო ჩვენი შეცდომა.
რაც შეეხება ომებს და ძველი დაპირისპირებების დასრულებას, ვანგამ ამ მიმართულებით თითქმის არანაირი პროგნოზი არ გააკეთა. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მშვიდობის ორმხრივად შენარჩუნება მარტივი არ იქნებოდა.
მისი თქმით, ეს იქნება წელი, როდესაც ადამიანები მიხვდებიან, რომ უნდა მოიგონ ომი საკუთარ თავთან, თავიანთ შიშებთან და ცრურწმენებთან.



წყარო: dailyhoro.ru
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93