ცხელი ივლისი გველოდება, ყველა გაგებით. განეწყვეთ, რომ პირად ცხოვრებაში გამარჯვება მოიპოვოთ. ხოლო როგორ უნდა მოიქცეთ და რა გზას დაადგეთ, ამას ვარსკვლავები გიკარნახებენ.
რჩევა: ორივე ხელით ჩაეჭიდეთ ახალ სიყვარულს. შეიძლება შვებულებაც კი ერთად გაატაროთ.
დაწყვილებულებისთვის: ივლისში მიხვდებით, რამდენად ღირებულია თქვენთვის თქვენი მეუღლე და შეეცდებით, აღადგინოთ ძველებური სიყვარული და ვნება.
რჩევა: რუტინამ კავშირი რომ არ დაგინგრიოთ, მეტი დრო დაუთმეთ ერთმანეთს.
რჩევა: მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ იყოთ რომანტიკული, გააბათ ფლირტი უცნობთან.
დაწყვილებულებისთვის: მცირე ოჯახურმა უსიამოვნებებმა დაძაბულობა და დაშორებაზე ფიქრი არ უნდა აღგიძრათ. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ის, რაც გაქვთ. თუმცა ეს "შეჯანჯღარება" ურთიერთობის გადასახალისებლად გამოიყენეთ.
რჩევა: მშვიდობიანად დაელაპარაკეთ მეუღლეს, იქნება მასაც ცუდი დღე ჰქონდა და ვერ მოზომა სათქმელი. ეცადეთ, დაეხმაროთ საქმეების მოგვარებაში, ისიც დაიხმარეთ თქვენს პრობლემებთან გამკლავებაში და ერთად მოპოვებული გამარჯვება კიდევ უფრო შეგაკავშირებთ.
რჩევა: მიაქციეთ ყურადღება გარეგნობას და ჯანმრთელობას. სპორტი, იმიჯის შეცვლა და აქტიური დასვენება დადებითი ემოციებით აგავსებთ. ამასთანავე, თავდაჯერებულობასაც შეგმატებთ.
დაწყვილებულებისთვის: დატკბით ერთმანეთით, - სიყვარულითა და ვნებით. დააწყვეთ სამომავლო გეგმა. ერთად დაგეგმეთ შვებულება, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ.
რჩევა: მოდუნდით და მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ. ნუ ფიქრობთ უსიამოვნებაზე.
რჩევა: იყავით ხალისიანი და პოზიტიური. საინტერესო მამაკაცს აუცილებლად შეხვდებით, მთავარია, ჭირვეულობით და წუწუნით არ გააქციოთ.
დაწყვილებულებისთვის: თავისუფლებისადმი ლტოლვა ისე მოგეძალათ, რომ მეუღლემ თქვენ გვერდით შეიძლება თავი უსარგებლოდ იგრძნოს. ყველა ღონე უნდა იხმაროთ, რომ ურთიერთობაში სიყვარულმა, სითბომ და ჰარმონიამ დაისადგუროს.
რჩევა: ცოტა ხნით მოშორდით საქმეებს. ჰკითხეთ საყვარელ ადამიანს, რა გაახარებს. გამონახეთ საუბრის საერთო თემა. უხვად გაეცით სიყვარული, სინაზე, მზრუნველობა.
რჩევა: გამოიყენეთ ის შესაძლებლობები, რასაც იღბალი გიგზავნით. ბევრს მიაღწევთ, თუ მიზნისკენ მიმართული იქნებით.
დაწყვილებულებისთვის: ქმართან ურთიერთობა შეიძლება მოსაწყენი მოგეჩვენოთ და ახალი თავგადასავლები მოგინდეთ. ეცადეთ, მეუღლე კი არა, გარემო შეიცვალოთ.
რჩევა: საინტერესო საქმიანობით დაკავდით, რაც ორივესთვის სასარგებლო იქნება. შეგიძლიათ დილაობით ერთად ვარჯიშიც კი დაიწყოთ ან შვებულება ექსტრემალურ პირობებში გაატაროთ და ერთმანეთი ახალ გარემოში გამოსცადოთ და სხვა კუთხით გაიცნოთ.
რჩევა: პოტენციური მწყვილე შეიძლება მეგობრების წრეში აღმოაჩინოთ.
დაწყვილებულებისთვის: მეუღლე რომანტიკით გაანებივრეთ და მისგანაც საიმედოობა მოითხოვეთ. ეცადეთ, ნანატრი შვებულება ერთად გაატაროთ, დაივიწყოთ სამსახურის საქმეები და თავით გადაეშვათ ვნებასა და რომანტიკაში.
რჩევა: დატკბით მეუღლესთან ყოფნით, ნუ ეძებთ მასში გამოსასწორებელ წვრილმანებს.
რჩევა: მოიცილეთ უსიამოვნო აზრები: "რას იტყვის ხალხი" და გულის კარნახით იმოქმედეთ.
დაწყვილებულებისთვის: იმის გამო, რომ სამსახურის საქმეებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ და მეუღლეს ყურადღებას აკლებთ, მისგან ბუზღუნს მშვიდად უნდა შეხვდეთ. ეცადეთ, უქმეები მაინც გაატაროთ ერთად და გვიანობამდე არ დარჩეთ სამსახურში.
რჩევა: მეუღლე გაანებივრეთ კულინარიული შედევრებით, მოსადუნებელი მასაჟით.
რჩევა: გააქტიურდით. მგზავრობისას, სეირნობისას, სოციალურ ქსელებში, ყველგან შეიძლება საინტერესო ადამიანს გადაეყაროთ.
დაწყვილებულებისთვის: დაფიქრდით, როგორ იქცევით მეუღლესთან მიმართებაში. მშვიდად განიხილეთ თქვენთვის უსიამოვნო მომენტები. ეცადეთ, იუმორში გადაიტანოთ იმის თქმა, რამაც შეიძლება თქვენს ქმარს გული ატკინოს.
რჩევა: ერთად იარეთ სტუმრად და შინაც ხშირად მიიპატიჟეთ მეგობრები. ორივე დადებითი ემოციებით დაიმუხტებით. ერთმანეთს სხვა თვალით შეხედავთ.
რჩევა: ნუ დაასრულებთ რომანს იმის გამო, რომ პარტნიორთან ვნებების გამოვლენა გიჭირთ. იყავით გულახდილი, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.
დაწყვილებულებისთვის: იყავით მოსიყვარულე, რომანტიკული ქმრის მიმართ. ერთად გატარებული დროის შემდეგ მიხვდებით, რომ თქვენი ქმარი მსოფლიოში საუკეთესო ადამიანია, რომელიც თვალს ხუჭავს თქვენს მცირე ნაკლზე.
რჩევა: გამონახეთ დრო ერთმანეთისთვის. ერთად გატარებული პერიოდი სიამოვნებას და სიხარულს მოგანიჭეთ.
რჩევა: აუცილებლად მიიღებთ კოსმოსისგან ნიშანს, როგორ უნდა მოიქცეთ.
დაწყვილებულებისთვის: მცირე კამათი კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის თქვენს ურთიერთობას, ჩხუბის მერე შერიგება შეიძლება გემრიელი სექსით დაგვირგვინდეს და ეს მოგეწონოთ კიდეც. თუმცა, ეცადეთ, გრანდიოზულ სკანდალში არ გადაზარდოთ მცირე შელაპარაკება.
რჩევა: ემოციურობა და ენერგია საქმეების მოგვარებას დაახარჯეთ. ზოგადად, ეცადეთ, უარყოფით ემოციები სახლიდან შორს გააფრქვიოთ.
რჩევა: სამსახურში გატარებული დიდი დრო არ გაძლევთ იმის უფლებას, რომ სამსახურებრივი რომანი გააბათ. მოულოდნელი ნაცნობობა კი შეიძლება საინტერესო კავშირში გადაიზარდოს.
დაწყვილებულებისთვის: რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ საყვარელი ადამიანის გვერდით, მით დაგირეგულირდებათ ცხოვრება. მაგრამ ხანდახან ვნებისგან და ემოციებისგანაც კი მოგინდებათ დასვენება.
რჩევა: დაკავდით საკუთარი საქმით, ჰობით, ნუ იქნებით მეუღლეზე მიწებებული. მასაც სურს ხანდახან თავისუფლად სუნთქვა.
რჩევა: არ გაუშვათ ხელიდან ახალი სიყვარული. იყავით გულწრფელი და გახსნილი ახალ პარტნიორთან.
დაწყვილებულებისთვის: განახლება, სიახლე და ცვლილებები გსურთ. ნუ დაელოდებით, რომ ვიღაც სხვა მოვა და მოგიგვარებთ ურთიერთობას. თავად უნდა გააქტიურდეთ.
რჩევა: გახსოვდეთ, რომ სიყვარულში წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი დრო და ენერგია შეგიძლიათ მასში ჩადოთ. იყავით მობილიზებული, რომ ურთიერთობა მრავალფეროვანი და ორივესთვის საინტერესო გახდეს.