ისინი სხვადასხვა პლანეტიდან არიან: ზოდიაქოს 4 ყველაზე შეუფერებელი წყვილი

ისინი სხვადასხვა პლანეტიდან არიან: ზოდიაქოს 4 ყველაზე შეუფერებელი წყვილი
ერთად გადავხედოთ ზოდიაქოს მიხედვით, იმ წყვილებს რომელთა ურთიერთობაც ყველაზე რთულია.
ცხადია, როდესაც ადამიანები კომპრომისზე მიდიან ყველაფერი იოლდება, თუმცა ეს ხომ ყოველთვის არ ხდება.
მაშ ასე..

ვერძი და თხის რქა

ვერძი ცეცხლოვანი ნიშანია. ისინი გამბედავები არიან და მათ ქარიზმას ზოგ სიტუაციაში ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. მათ მოსწონთ თავიანთი ცხოვრება, თუ მრავალფეროვნებით სავსეა.
ზოგჯერ მოსწონთ ცვლილებები, რომლებსაც სწრაფად ეგუებიან. სტაბილური, წინასწარ გაწერილი ცხოვრება მათთვის მოსაწყენია.
თხის რქა ნებისმიერ სიტუაციაში წინ და წინ მიიწევს. ამ ნიშნის წარმომადგენლის ერთ-ერთი გამოხატული
მახასიათებელი კონკურენციის სურვილია. რაც ვერძითვის შეიძლება სერიოზულ წინაღობად იქცეს. ეს მათ შორის ჰარმონიული ურთიერთობების შესაქმნელად ნამდვილად არ გამოდგება.
ვერძი ავანტიურისტია, რაც შეუთავსებელია თხის რქის კონსერვატორულ ხასიათთან.


კურო და ლომი

კუროებს ძლიერი და შემტევი ხასიათი აქვთ. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს განვითარებული აქვთ სილამაზის აღქმა, ამიტომ გარშემომყოფებმა ისინი უნდა აღფრთოვანონ, ისევე როგორც თავად აოცებენ ადამიანებს. ისინი ნამდვილი ესთეტები არიან. კურო პრაგმატული და რაციონალურია, მაგრამ ამავე დროს, სულაც არ ტოვებს მატერიალისტის შთაბეჭდილებას.
პროფესიულ სფეროში, ისინი გადაჭარბებულ ამბიციებს არ ავლენენ, მაგრამ კომფორტული სამუშაო გარემო მათ საშუალებას აძლევთ, რომ საკმაოდ სერიოზული მიღწევები ჰქონდეთ.
მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ფასეულობებია: ოჯახი და ახლო მეგობრები.
ურთიერთობაში, ლომი ნამდვილ მეფედ გვევლინება, რომელიც თავის პარტნიორს მტაცებლად აღიქვამს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ასეთი დამოკიდებულება ადვილად იწვევს ეჭვის გაჩენას. უფრო მეტიც, ლომისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მუდმივი ყურადღებისა და აღფრთოვანების ობიექტი იყოს.
როდესაც ლომსა და კუროს შორის ჩხუბი იწყება, ისინი ცდილობენ ბოლო სიტყვა თავად თქვან.
ასეთ სიტუაციაში ლომის სიამაყე უპირისპირდება კურო სიჯიუტეს და მათ შორის დანებება არავის სურს.


ტყუპები და თევზები

ვისაუბროთ ტყუპებზე. თუ ისინი ვერ მიიღებენ იმას, რისი მიღებაც მათ დაუყოვლებლივ სურთ, მანიპულირებას დაიწყებენ. ის არ არის ყველაზე რომანტიკული ადამიანი, მაგრამ გამოირჩევა სპონტანურობით და მხიარული ხასიათითაც. ტყუპები მზად არ არიან, რომ სერიოზულ ურთიერთობაში სწრაფად გაეხვიონ.
თევზები ვერ წარმოიდგენენ ბედნიერად ცხოვრებას ურთიერთობასთან ერთად, სადაც ისინი ვერ ეყრდნობიან პარტნიორს და ბოლომდე ვერ ენდობიან. თუმცა, მათ შეუძლიათ მეორე შანსი მისცენ და კომპრომისზე წავიდნენ. სამწუხაროდ, თევზებს არ ესმით ტყუპების ქცევა და ხშირად თავს იმედგაცრუებულად გრძნობენ.


მორიელი და მშვილდოსანი

მორიელი წყლის ნიშანია და როგორც წყალი, თავადაც ადვილად ეგუება ნებისმიერ სიტუაციას და მოვლენას. მისი ყველაზე საზიანო თვისებებია: მომხიბლავობა და ვნება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ქარიზმატული, გამჭრიახი და იდუმალი პიროვნებები არიან. თუ მორიელს რამე სურს, შეუძლებელია მის ხიბლს შეეწინააღმდეგოთ. მშვილდოსანი გახსნილია, კომუნიკაბელურია და ყოველთვის ცდილობს მოვლენების ეპიცენტრში იყოს. მათ ძლიერი ხასიათი აქვთ. ასევე თავისუფლები არიან.
მორიელის და მშვილდოსნის ურთიერთობაში ყველაზე დიდი პრობლემა ორი ეგოს შეჯახებაა.



წყარო: cluber.com.ua
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93