ეს არის ის, რაც მათ სხვებისგან განასხვავებს და აძლიერებს.
ვერძი, მორიელი, კირჩხიბი და ლომი- ზოდიაქოს 4 ყველაზე ძლიერი ნიშანი. რა გამოარჩევს მათ სხვებისგან და რა ანიჭებს მათ ასეთ ძალას?
ვერძი
ვერძი ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სავსეა ენერგიით და სასიცოცხლო პოტენციალით, ძალიან პროდუქტიული და აქტიურია.
ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს არაფრის ეშინიათ. მათ უყვართ ყველაფერი ახალი და ყოველთვის მზად არიან ბედის გამოწვევას შეეჩეხონ.
გარდა ამისა, ვერძი ლიდერადაა დაბადებული.
ისინი თავისუფლების მოყვარულები და მეამბოხეებიც არიან, ამიტომ ხშირად ჰყავთ მტრები. ვერძი საკმაოდ ჯიუტია და საკუთარი აზრის დაცვაც შეუძლია. თუ ისინი დარწმუნებულები არიან რაღაცაში, მათი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია.
მორიელი
ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ძლიერი პიროვნებები არიან. ისინი გამოირჩევიან აქტიურობით, მიუხედავად იმისა, თუ რა ვალდებულებები გააჩნიათ. მათში ემოციები დუღს. ისინი არ დამშვიდდებინ,ვიდრე დასახულ მიზანს არ მიაღწევენ.
მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები, როგორც წესი, ძალიან კრიტიკულები არიან, ცოტა ქედმაღალი და არც ისე ადვილია მათთან კომუნიკაცია. სიყვარულში ისინი ძალიან ვნებიანები და აქტიურები არიან.
კირჩხიბი
იმის მიუხედავად, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან მგრძნობიარეები და დაუცველები ხდებიან, ისინი ამავე დროს ძალიან ძლიერები და ჟინიანებიც არიან.
როგორც წესი, დარწმუნებულები არიან თავიანთი შესაძლებლობებში და არასდროს მიიწევენ უკან დასახული მიზნისგან.
მათ აქვთ საკმარისზე მეტი ამბიცია, რაც ეხმარებათ!
ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან მომთხოვნები არიან მეგობრებისა და პარტნიორების მიმართ, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ - უფრო მეტადაც.
კირჩხიბი გახსნილი და უშუალოა. რაც კირჩხიბს აძლიერებს, არის ის, რომ თვითდაჯერებულია და პერფექციონისტია.
ლომი
ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალაუფლების განსახიერებები არიან. ისინი სხვებისგან დომინანტური ხასიათით, მართვისა და კონტროლის სურვილით გამოირჩევიან. ისინი ლიდერებს წარმოადგენენ. ლომებს არ ეშინიათ წინააღმდეგობებისა და სირთულეების. პირიქით, ეს მათ კიდევ უფრო მეტად აიძულებს, რომ დასახული მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ და ახალი გეგმები ჩამოაყალიბონ. მათ იციან თავიანთი ძალის შესახებ და ამით ამაყობენ. ზოგჯერ ამპარტავნები და ჯიუტები არიან.
წყარო: cluber.ua