29 ივნისი, მთვარე მორიელის ნიშანში გადადის. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები. კარგია კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი. არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.
2 ივლისი, მთვარე 5:21-დან მშვილდოსანში იქნება. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, დამზადებული ზეითუნის ზეთზე ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ესტუმრეთ სპა-სალონს. კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება, აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა. მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას, განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.
4 ივლისი, მთვარე 8:48-დან თხის რქის ზოდიაქოს ესტუმრება. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.
კარგია - პედიკიური, პილინგი.
ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.
5 ივლისი - დღე, როცა გვაქვს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება თხის რქის ზოდიაქოში. ეცადეთ, ამ დღეს არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ. სასურველია, მეტი ყურადღება მიაქციოთ ოჯახს, კარიერას. ხვალიდან შეგიძლიათ დაასრულოთ დაწყებული საქმეები, ნელ-ნელა გათავისუფლდეთ მომაბეზრებელი ნივთებისგან.
ამ კვირაში მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაიწყებთ, შეიძლება გაგიჭირდეთ გარშემო მყოფებისთვის სათქმელის სწორად მიწოდება, რადგან ამ პერიოდში გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური კვლავ რეტროგრადულია (უკანმავალი). სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას, დოკუმენტებზე მუშაობისას. თუ აუცილებელი არაა, ახალ ტექნიკას ნუ შეიძენთ. უქმეებზე დააწყვეთ სამომავლო გეგმა.
ვერძი
საყვარელ ადამიანს ნუ შეზღუდავთ, მეტი თავისუფლება მიანიჭეთ. შეიძლება ისე ჩაერთოთ მეუღლის საქმეებში, რომ საკუთარი თავისთვის ვერც კი მოიცალოთ. მოერიდეთ კამათს მასთან. განსაკუთრებით, თუ ცუდ ხასიათზე, ემოციური იქნებით. გირჩევთ, კვირას მეგობრებთან ერთად პიკნიკი მოაწყოთ ბუნებაში და ცოტა დაისვენოთ.
კურო
სხვა ნიშნებთან შედარებით, თქვენთვის კვირა მშვიდად ჩაივლის. შუა კვირაში დაუვიწყარი პაემანი გელოდებათ. ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. ადამიანის მიმართაც შეიძლება რადიკალურად შეგეცვალოთ დამოკიდებულება. თუ მეუღლეს დიდი ხანია თქვენთვის არაფერი უჩუქებია, დროა, შეახსენოთ. თუმცა, თავადაც შეგიძლიათ დაასაჩუქროთ, განსაკუთრებით, ორშაბათს.
ტყუპი
ცნობისმოყვარე, მსუბუქი და ფლირტისთვის მზად ხართ. სიყვარული ის ერთადერთი გრძნობაა, რომელიც ამ კვირაში ყველაზე მეტად გაინტერესებთ. იმდენად იქნებით პირადი ცხოვრების გაუმჯობესებით დაკავებული, რომ სხვა არაფერი აღარ დაგაინტერესებთ. მარტოხელები ადვილად იპოვიან მეწყვილეს. წვილებში დაისადგურებს ჰარმონია. სხვათა შორის, თუ დაქორწინებულს არსებული კავშირი მობეზრებული აქვს, მარტივად შეუძლია გააბას ახალი რომანტიკული კავშირი.
კირჩხიბი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო არავის უყვარხართ, არავინ გაფასებთ. ზოგი ეგოისტურადაც კი მოიქცევა, ზედმეტი მოფერება, ჩახუტება რომ მიიღოს. თუ გაჯიუტდებით და მეუღლეს არ დაუთმობთ, შეიძლება უსიამოვნებას ვერ გაექცეთ, განსაკუთრებით, ხუთშაბათის მერე. მოერიდეთ თქვენ მიმართ აგრესიულად განწყობილ ადამიანებს.
ლომი
განსაკუთრებული სიახლეები არ გელით, როგორი ურთიერთობაც აქამდე გქონდათ, ასევე გაგრძელდება ამ კვირაშიც. სულიერ სიამოვნებას მოგანიჭებთ მეგობრებთან შეხვედრა. მარტოხელებმა ახალი რომანი შეიძლება ძველ მეგობართან დაიწყონ ან კანდიდატი მეგობრების წრეში გაიცნონ. გააქტიურდით სოციალურ ქსელებში, საინტერესო ნაცნობობა ჯგუფებსა და ფორუმებზე გელით.
ქალწული
ტყუილად შფოთავთ და უსაფუძვლო შიშებსაც ტყუილად აუტანიხართ. ნუ მოატყუებთ პარტნიორს და ეცადეთ, არც თავად მოატყუოთ. ხუთშაბათიდან მეტად უნდა იყოთ დაკვირვებული პირად ცხოვრებაში. სიყვარულის გამო შეიძლება ზოგიერთ საქმეზე უარის თქმა მოგიწიოთ. ან შეიძლება საყვარელი ადამიანის პრობლემების მოგვარებით იყოთ დაკავებული.
სასწორი
29 და 30 ივნისი კვირის საუკეთესო დღეებია. ოთხშაბათიდან თქვენი ცხოვრება კარდინალურად შეიცვლება. აკონტროლეთ ემოციები, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მარტოხელებს შეიძლება ავტორიტეტული პერსონა შეგიყვარდეთ, რომელიც ოჯახში არ გამოგადგებათ. ეცადეთ, გაარჩიოთ ერთმანეთისგან რეალური ურთიერთობა იდეალური სიყვარულისგან.
მორიელი
უნდა დაფიქრდეთ, რა არის თქვენთვის კარგი, გაწყობთ ის ურთიერთობა, რაც ახლა გაქვთ? რა უნდა შეცვალოთ, რომ ბედნიერი იყოთ და სასურველია, პარტნიორის მოთხოვნებიც გაითვალისწინოთ. სექსზე აწყობილი ურთიერთობა ადრე თუ გვიან დასრულდება.
მშვილდოსანი
პარტნიორთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ზოგმა შეიძლება ყოფილის დაბრუნება გადაწყვიტოს. იყავით აქტიური ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით. ყველა საქმე თქვენთვის სასიკეთოთ მოგვარდება. მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან კონტაქტს.
თხის რქა
მოულოდნელობებით აღსავსე კვირა დაგიდგათ. ზოგიერთი მოვლენის გამო თავადაც გაოცებული დარჩებით. ორშაბათი კარგი დღეა და გამოიყენეთ. შეიძლება საბედოს შეხვდეთ. ზოგიერთს დაქორწინებას შესთავაზებენ. ხუთშაბათიდან მოიმატებს დაძაბულობა. ფრთხილი უნდა იყოთ და არ იბატონოთ ქმარზე.
მერწყული
მსჯელობის, ზოგ შემთხვევაში გეგმების გადაწყობის, ცხოვრების სცენარის შეცვლა მოგინდებათ. შეიძლება წარსულში დაბრუნება და ზოგიერთი შეცდომის გამოსწორება მოგინდეთ. დაფიქრდებით, გააგრძელოთ თუ დააასრულოთ არსებული ურთიერთობა. ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. უნდა გაგახაროთ, რომ ახლო მომავალში ბედნიერება და სიყვარული გელოდებათ.
თევზები
ხან გარშემო მყოფებთან ყოფნა და გართობა მოგინდებათ, ხან საკუთარ თავში ჩაკეტვა და სიმშვიდე. კვირის საუკეთესო დღე ორშაბათია. რომანტიკული პაემანი გელოდებათ. ხუთშაბათიდან კი მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ. მარტოხელებს არ გირჩევთ ამ პერიოდში უცნობ ადამიანთან პაემანზე წასვლას.