5 ივლისს ზაფხულის მესამე დაბნელებას ველოდებით. წინა ორმა (5 და 21 ივნისის) შეიძლება ზოგიერთზე ძალიან იმოქმედა, ზოგმა ვერც კი იგრძნო. ეს წელს მეოთხე დაბნელებაა. კიდევ 2 გველოდება: ერთი - 30 ნოემბერს და მეორე - 12 დეკემბერს. ვნახოთ, რას უნდა ველოდეთ და რას მოუტანს ივლისის მთვარის დაბნელება თითოეულ ნიშანს. წინასწარ უნდა გითხრათ, რომ ზოდიაქოს 12 ნიშნიდან ყველაზე მძაფრად მთვარის დაბნელებას 6 ნიშანი იგრძნობს.
5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით
5 ივლისს, თხის რქის მეთოთხმეტე გრადუსზე, 8:44-ზე ბოლო დაბნელება იქნება კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე. გახსოვდეთ, რომ მთვარის დაბნელება ადამიანის ემოციებზე მოქმედებს და ეცადეთ, მოერიდოთ დაძაბულ სიტუაციებს. აგრეთვე, შეიძლება ადამიანები არაადეკვატურები და იმპულსურები გახდნენ, დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგან. თუმცა პირადი ურთიერთობები შეიძლება გაუმჯობესდეს. ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დასრულდეს ერთი გარკვეული ეტაპი, წერტილი დაუსვათ რაღაც საქმეს, დაასრულოთ დიდხნიანი პროექტები. ზოგიერთს იდეების განხორციელების ახალი შესაძლებლობები მიეცემა. ზაფხულის დაბნელებების დერეფანი სრულდება და უმეტესობა მიხვდება (შეიძლება საკუთარ თავზე იმუშაოს კიდეც), რომ გათავისუფლდნენ წყენისგან, შიშებისგან, ზედმეტი წონისგან, მავნე ჩვევებისგან, ნეგატიური ემოციებისგან, ძველი კავშირებისგან, ოჯახური კარმის, რაღაცაზე ან ვიღაცაზე დამოკიდებულებისგან და ა.შ. იყავით მშვიდი. ეცადეთ, იმუშაოთ საკუთარ თავზე, არ დაიგროვოთ ნეგატივი და გათავისუფლდეთ იმისგან, რაც წინსვლისკენ მიმავალ გზაზე გიქმნით დაბრკოლებებს.
დაბნელებას ყველაზე მძაფრად იგრძნობენ თხის რქისა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნები. აგრეთვე, ზოდიაქოს ნიშნის შუა პერიოდში დაბადებული ვერძები, სასწორები, კუროები და ქალწულები. ეცადეთ, იყოთ მშვიდები და მაქსიმალურად ნეიტრალურად შეხედოთ მოვლენებს.
12 ივლისს პლანეტა მერკური რეტროგრადული სვლიდან გამოვა, რაც საშუალებას მოგვცემს, სწორად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ფიქრები, სწორ გზას დავუბრუნდეთ.
გირჩევთ, 20 ივლისამდე მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგათ.
ახლა კი ვნახოთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, თქვენი ნიშნიდან გამომდინარე, მთვარის ამ თვეში.
ვერძი
ბიზნესი, კარიერა და სამსახურის საქმეები ითხოვს ყურადღებას. გათავისუფლდით ნეგატივისგან, იმისგან, რაც გიშლით ხელს მიზნების განხორციელებაში. დაფიქრებულად და გააზრებულად იმოქმედეთ, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, რათა მიაღწიოთ სასურველს. იყავით თავდაჯერებული. თუ ხვდებით, რომ წინსვლისთვის გარკვეული ცოდნა ან გამოცდილება გჭირდებათ, მიიღეთ და უკვე მხრებგაშლილმა მოითხოვეთ საკუთარი ადგილი, თანამდებობა. ნუ შეგეშინდებათ სტატუსის შეცვლის.
კურო
ეს დაბნელება მოგაცილებთ შიშებს, რომლებიც დაკავშირებულია სამყაროს აღქმასთან. კარგად გამოჩნდება, რა გიშლით ხელს, რომ მიიღოთ საუკეთესო შედეგი. კარგი იქნება, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, საბუთების გაფორმება დიპლომის/სერტიფიკატის აღება. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოს საზღვარგარეთის ვიზა. შეიძლება სულიერი გზით განვითარება გადაწყვიტოთ და საკუთარი შინაგანი სამყარო სხვანაირად დაინახოთ. იყავით გაბედული და მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. თქვენ გაქვთ ყველა რესურსი, რომ დაფასებული ადამიანი გახდეთ.
ტყუპი
ეს დაბნელება საშუალებას მოგცემთ, გათავისუფლდეთ იმ შიშისგან, რომ ვერ განკარგავთ პარტნიორის ფულებს. საშუალება მოგეცემათ, საერთო ან დიდ ფულთან გქონდეთ შეხება. უფრო მარტივად და სარფიანად შეძლებთ ფულის დაბანდებას. აგრეთვე, არ გაგიჭირდებათ კრედიტების დაფარვა და სამემკვიდრეო საკითხების მოგვარება. ხოლო, თუ ვალი უკვე დაფარეთ, ის თანხა, რასაც ბანკს უხდიდით, საკუთარ თავში დააბანდეთ ან დააგროვეთ რამე მნიშვნელოვანი საქმისთვის.
კირჩხიბი
პარტნიორული ურთიერთობები უნდა დაარეგულიროთ. ყველამ იცის, რომ კეთილი და გულისხმიერი ადამიანი ხართ და ამით ბევრი სარგებლობს. ვალდებული ხართ, პარტნიორული ურთიერთობა ისე დაალაგოთ, რომ თქვენც გცენ პატივი, გადანაწილებული იყოს საქმეები და თქვენც მიიღოთ შესაფერისი მხარდაჭერა, დაფასება. ეს ეხება როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო ურთიერთობებს.
გაგრძელება