8 ნიშანი იმისა, რომ ნამდვილი მიწიერი ანგელოზი ხარ

8 ნიშანი იმისა, რომ ნამდვილი მიწიერი ანგელოზი ხარ
თქვენ გაქვთ დანიშნულება, რომელიც შესაძლოა არ იცით... თუკი თვლით, რომ სამყაროსთან რაღაც უხილავი კავშირი გაქვთ და განსხვავებულად მიგაჩნიათ თავი სხვებთან შედარებით, გადახედეთ 8 ნიშანს, თქვენი ანგელოზისებური ბუნების დასადასტურებლად.
Seductive Vampire - Karliene - Love Song For A Vampire ( Be Mine ...

1. ძლიერი ემპათი ხართ

  • ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენზე საკმაოდ ძლიერად აისახება ემოციები, რომლებსაც გარშემომყოფი ადამიანები განიცდიან. თქვენი სული მათ ენერგიას და ტალღებს გრძნობს, რომელიც განსაკუთრებულ გრძნობებსა და ემოციებს იწვევს თქვენში, ისე, თითქოს უშუალოდ საკუთარ თავს გადაგხდათ ყველაფერი.

2. ადამიანები "მოხუც სულს" გიწოდებენ

  • გჯერათ მათი თუ არა, ეს თქვენი
    საქმეა, თუმცა არაერთხელ შენიშნავდით, რამდენად ჭკვიანი ხართ, ასაკის მიუხედავად და არ გეშინიათ თქვენი უნარების გამოყენების.

Animated gif in Cool gifs! collection by Leidy Laura

3. ზოგჯერ განმარტოება გჭირდებათ საკუთარ თავთან

  • ადამიანებთან დიდხნიანი კომუნიკაციის შედეგად ემოციურად დაღლილობას თუ გრძნობთ, ასეთ დროს გიშველით საკუთარ თავთან განმარტოება. მიმართეთ მედიტაციას, აწონეთ თქვენი ემოციები.

4. გრძნობთ სამყაროში თქვენს მნიშვნელოვან დანიშნულებას

  • ფული, პოპულარობა, ჯილდო - ეს ყოველივე თქვენთვის უმნიშვნელოა. ამის სანაცვლოდ კი უბრალოდ ცხოვრებისკენ და კარიერისკენ მიიწევთ, რომელიც სრულყოფილი ცხოვრებისთვის გჭირდებათ, როგორც ინტელექტუალურ, ასევე სულიერ ასპექტში. ბევრი დედამიწის ანგელოზი მიილტვის სხვისი დახმარებისკენ და ამიტომ ხდებიან მედპერსონალები, მაშველები, ფსიქოთერაპევტები, მასწავლებლები, სოციალური აგენტები.

angel gif tumblr - Buscar con Google on We Heart It

5. საკმაოდ მგრძნობიარე ხართ

  • ზოგჯერ გრძნობთ, რომ ის ტანჯვა და პრობლემები, რაც გარშემო ხდება, მძიმე ტვირთად გაწევთ, რაც სტრესის დონეს გიმაღლებთ და შესაძლოა, ცრემლებამდეც მიგიყვანოთ.

6. ადამიანები ხშირად რჩევებისთვის მოგმართავენ

  • ბევრი მოგმართავთ რჩევებისთვის და დახმარებისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ ინსტინქტურად გრძნობენ თქვენს ენერგეტიკას, იციან, რომ მოუსმენთ და დაეხმარებით პრობლემის გადაჭრაში, სწორ გზას დაანახებთ. ზოგჯერ უცხოებიც კი გესაუბრებიან თავიანთ პრობლემებზე, თუმცა ეს ყოველივე საბოლოოდ გამძიმებთ.

Fallen Guardian Angel GIF | Gfycat

7. ვერ იტანთ ძალადობას

  • არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ტიპის ძალადობაა - ფიზიკური, შიმშილი, ტკივილი, სიღარიბე თუ ემოციური ძალადობა. თქვენ ცხოვრებაში ყველაზე მეტად სწორედ ძალადობას ვერ იტანთ.

8. საკმაოდ ნათელი სიზმრები გაქვთ, ისეთი, თითქოს ცხადში ხედავთ

  • როცა სიზმარს ხედავთ, ის რეალობას საკმაოდ ჰგავს. ასევე ხშირად დღის განმავლობაში რეალობიდან "ითიშებით" და იწყებთ ოცნებებსა და ფანტაზიებში სიარულს, უცნაურ მეტაფიზიკურ ნივთებს წარმოიდგენთ.
juliet capulet gifs | WiffleGif
წყარო: cluber
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93