ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სურვილი გაგიჩნდებათ, ეწვიოთ იმ ადგილებს, სადაც ბავშვობა გაქვთ გატარებული. შეიძლება შვილებიც წაიყვანოთ. ზოგი შეეცდება, მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ოჯახის წევრებს. ეს შეიძლება იყოს რემონტის დაწყება, ახალი ავეჯის ყიდვა ან ახალი სახლის აშენება. გახშირდება შინ სტუმრების მიღება. არ იკამათოთ მეზობლებთან. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას, ინფორმაციების მოძიებისას. ივლისში მომატებულია ტრავმების ალბათობა. გაუფრთხილდით თავს. თვის მეორე ნახევარში პოზიტიური მოვლენები მოიმატებს, განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. დამთხვევები და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები გელით.

კურო

გახშირდება შეხვედრები და-ძმებთან, მეგობრებთან. განაახლებთ კავშირს
დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან. იაქტიურეთ სოციალურ ქსელებში. გახშირდება ახლო მანძილზე გადადგილება. ივლისი ნაყოფიერი იქნება მწერლებისთვის. სამუშაო სიამოვნებასთან ერთად ფულსაც მოგიტანთ. შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. გამონახეთ დრო სასიყვარულო ურთიერთობის, პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. ეცადეთ, ხშირად და სრულფასოვნად დაისვენოთ ხოლმე. ივლისი ძალებისა და კავშირების აღდგენის თვეა. თვის ბოლოს სასიამოვო ამბებს მიიღებთ საზღვარგარეთიდან.

ტყუპი

კარგი თვე ელით ლიტერატურის, ჟურნალისტიკის, სარეკლამო, პიარის სფეროს წარმომადგენლებს. სანამ რამეს მოიმოქმედებდეთ, წინასწარ დაგეგმეთ, გათვალეთ, რათა მცირე უსიამოვნებებიც კი აირიდოთ თავიდან. ივლისი სასიამოვნო და მოულოდნელი დამთხვევებით გაგახარებთ. გააქტიურდით სამსახურშიც, პირად ცხოვრებაშიც. მეგობრები დაგეხმარებიან რთული საკითხების მოგვარებაში. გაიჩენთ ახალ ნაცნობებს, რომლებისგანაც ბევრს ისწავლით. თვის მეორე ნახევარში სასურველ ნივთებს შეიძენთ. ივლისი შეიძლება სიყვარულის თვედ აქციოთ. სირთულე ისაა, რომ ერთდროულად შეიძლება რამდენიმე რომანიც კი გააბათ. დაქორწინებულებმა მაქსიმალურად უნდა მოინდომოთ, რომ შეინარჩუნოთ ქორწინება. არ მისცეთ ქმარს ეჭვიანობის საშუალება. ერთი სიტყვით, ივლისი სიყვარულისა და ვნების თვეა. თუმცა, გაფრთხილდით, გადაჭარბებულმა სექსუალურმა კავშირება ვენეროლოგის პაციენტი არ გაგხადოთ.

კირჩხიბი

ივლისში ხშირად აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. შესაძლებლობა მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ ცხოვრება; გირჩევთ, ყველგან და ყველაფერში გამოავლინოთ ინიციატივა და იყოთ მიზანმიმართული. შეიძლება მოგინდეთ ახალი სამსახურის მოძიება, შემოსავლის გაუმჯობესება. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი საქმიანობის რეკლამა გადაწყვიტოს. შეიძლება შემოსავლის ფარული წყარო გაგიჩნდეთ. მარტოხელები გაფრთხილდით, სიყვარულის სახელით არ გახდეთ აფერისტების, მატყუარების მსხვერპლი. ზოგიერთი წერტილს დაუსვამს არაფრისმომცემ, უსიამოვნო კავშირს. ზოგიერთს დროებით საყვარელი ადამიანისგან შორს მოგიწევთ გამგზავრება, სამსახურის ან ერთმანეთისგან დროებით დასვენების გამო. ამ თვეში არ გადატვირთოთ მუხლები.

ლომი

ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, დაკვირვებული იყავით დოკუმენტებზე მუშაობისას. არ გაავრცელოთ გადაუმოწმებელი ინფორმაცია. არ გირჩევთ ძვირად ღირებული სამკაულებისა და სამოსის შეძენას. თვის მეორე ნახევარი რომანტიკული შეხვედრებით, პაემნებით იქნება აღსავსე. ამავე პერიოდში გელით სიურპრიზები და სიყვარულში გამოტყდომა. თუნდაც აგარაკზე ან ერთდღიან ექსკურსიებზეც გამგზავრება სასარგებლოდ წაგადგებათ. გადაღლილობისგან გაგიხშირდებათ კუნთების ტკივილი. მოსალოდნელია ტრავმებიც. ფლირტი და სეირნობა კი განწყობას გაგიუმჯობესებთ. დაქორწინებულებმა ქმართან ერთად ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ოჯახით მოინახულეთ ნათესავები. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით ან ინტერნეტით, ან დასვენების დროს.

ქალწული

ყველა სიტუაციას თქვენთვის სასარგებლოდ გამოასწორებთ. დაასრულებთ ადრე დაწყებულ საქმეებს, მოელაპარაკებით ადამიანებს, ვისთანაც ადრე ვერ კონტაქტობდით. ზოგიერთმა ქალწულმა ივლისში შეიძლება ან იქორწინოს, ან სოციალური სტატუსი აიმაღლოს, კარიერაში დაწინაურდეს, ხელფასი მოემატოს. კარგი თვეა ახალი ცოდნის მისაღებად ან იმ საკითხებში სიღრმისეულად გასარკვევად, რაც მომავალში გამოგადგებათ. სოციალურად გააქტიურდებით, გაგიჩნდებათ მეგობრებთან, თანამოაზრეებთან შეხვედრის სურვილი. გაგიუმჯობესდებათ განწყობაც. ყველგან და ყველაფერში დაიცავით უსაფრთხოების ნორმები და ეს სექსსაც ეხება. მოერიდეთ ისეთ ადგილებში ყოფნას, სადაც შეიძლება ალერგიის გამომწვევი მცენარეები, შხამიანი გველები ან მწერები ბინადრობდნენ.

სასწორი

ივლისში დასვენების ნაცვლად მუშაობა მოგიწევთ. მოგეცემათ წარსული შედეგების გამოსწორების საშუალება. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, ვისთანაც ადრე ნაჩხუბარი იყავით. სასიამოვნო სიურპრიზები გელით მგზავრობისას. ადვილად დაიმეგობრებთ ახალგაცნობილებს. დაქორწინებულებს შანსი მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ ურთიერთობა. სწორი კვების რეჟიმის დარღვევამ შეიძლება ნაწლავებისა და თირკმელების მუშაობა შეაფერხოს. ზოგიერთი შეიძლება ბრმა ნაწლავის ან წელის ტკივილმა შეაწუხოს.

მორიელი

ზოგიერთმა შეიძლება ბიზნესი გააფართოოს ან მისი საზღვარგარეთ დაწყება გადაწყვიტოს. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. შეიძლება ფინანსური დახმარება მიიღოთ საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავებისგან. საქმეების პარალელურად, შეხვდით მეგობრებს, მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები. დაიწყეთ ვარჯიში. იყავით აქტიური: ფიტნესი, ცურვა, ცეკვა. თუ გსურდათ, გათავისუფლებულიყავით მავნე ჩვევებისგან, ეს საუკეთესო თვეა. ზოგმა შეიძლება მოულოდნელად გაწყვიტოთ კავშირი პარტნიორთან ან ასევე მოულოდნელად გათხოვდეთ. მარტოხელებს კი რომანტიკული ნაცნობობა ელით, რომელიც დაუვიწყარი გახდება თქვენს ცხოვრებაში. ზოგადად, ივლისში მამაკაცთან ნაცნობობას მალევე გადაზრდით ფლირტში.

მშვილდოსანი

დაკვირვებულად იმოქმედოთ და აჩქარებით არაფერი გააფუჭოთ, არავის მოატყუებინოთ თავი. ივლისში შანსი მოგეცემათ, "მკვდარი წერტილიდან" დაძრათ პროექტები. ყურადღებით მოაგვარეთ ფინანსური და დაზღვევის თემები. შეიძლება საინტერესო მამაკაცი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში და მეგობრობა ან საქმიანი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდოს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. ზოგიერთი იღბლიანად დაგვირგვინდება. თვის ბოლოს ან ნიშნობას გამოაცხადებთ, ან დაქორწინებას გადაწყვეტთ. გათხოვილებმა მეუღლესთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ შვებულება. კარგ შედეგს მოგიტანთ ფიზიკური აქტიურობა, ვარჯიში სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას. აგრეთვე, გახსოვდეთ, რომ გასტრიტი და კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება სიკეთეს არ მოგიტანთ.

თხის რქა

ხშირად დაესწარით წვეულებებს. საქმიან პარტნიორებს ხანდახან არაფორმალურ, მეგობრულ გარემოშიც შეხვდით. ზოგიერთმა შეიძლება მომავალი სასიყვარულო პარტნიორი ასეთ შეხვედრაზე გაიცნოს. დაგროვილი საქმეებიდან პირველ რიგში გადაუდებელი მოაგვარეთ. დასკვნებს ნუ გამოიტანთ, სანამ ფაქტებით დამოწმებული არ იქნება. გაერკვიეთ კონტაქტებში, შეიძლება ვიღაცას თქვენი განზრახ დაბნევა უნდა. კარგი იქნება, ვარჯიშისთვის რომ მოიცალოთ. შეძლებისდაგვარად, უქმეები ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ, ბუნებაში გაატარეთ. ჯანმრთელობის თვალსაზრისით მოსაფრთხილებელია ძვლოვანი სისტემა. ახალ სიყვარულს შეიძლება სამსახურში ან უჩვეულო გარემოში შეხვდეთ. ზოგიერთი თვის ბოლოს გათხოვებას ან ნიშნობას გადაწყვეტთ. დაქორწინებულებმა არ იჩხუბოთ მეუღლესთან. სიჯიუტემ შეიძლება მხოლოდ განშორება მოგიტანოთ.

მერწყული

ენერგიის მომატებას იგრძნობთ და შეიძლება დამატებით სამსახურის ძებნა გადაწყვიტოთ ან პირადი ბიზნესის გაფართოება. ივლისში რომანტიკული შეხვედრები და თავგადასავლები მრავლად გექნებათ. ზოგიერთმა ერთდროულად შეიძლება რამდენიმე რომანიც კი გააბას. თვის მეორე ნახევარი მეტად დაუთმეთ დასვენებას. მოაწყვეთ პიკნიკები. გაუფრთხილდით ხელებს და კანს, მოარიდეთ მზეს. არ გირჩევთ უსიამოვნებაში გახვევას. თვის განმავლობაში ფული ხანდახან სრულიად მოულოდნელი წყაროდან გამოგიჩნდებათ.

თევზები

თვის დასაწყისი უმჯობესია, დასვენებას, ძალების აღდგენას დაუთმოთ. თვის მეორე ნახევარში კარიერაში მოქმედების მეტი შესაძლებლობა მოგეცემათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ქმართან. მისი დახმარებით შეიძლება საოჯახო ბიზნესი წამოიწყოთ. შეყვარებულები გათხოვებას გადაწყვეტთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით და ეს შეიძლება მოხდეს მშობლების ან ნათესავის დახმარებით. ზოგიერთი ახალ ჰობის აითვისებთ. ივლისი კარგი თვეა სტომატოლოგთან ვიზიტისთვის და კბილებისა და ღრძილების მოსაწესრიგებლად. ბავშვებთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. ერთად გართობის დროს შეიძლება ახალი, შემოქმედებითი იდეებიც კი დაგებადოთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93