მათ შორიდან მოვლა არ უყვართ: 5 ყველაზე პირდაპირი ზოდიაქოს ნიშანი

მათ შორიდან მოვლა არ უყვართ: 5 ყველაზე პირდაპირი ზოდიაქოს ნიშანი
ისინი შეიძლება ერთი შეხედვით უხეშებადაც აღიქვათ, მაგრამ რაც მთავარია, თქვენ მიმართ გულწრფელები არიან და ცდილობენ, არ მოგატყუონ.

მშვილდოსანი

მოგწონთ თუ არა, მშვილდოსანი ყოველთვის იტყვის იმას, რასაც ფიქრობს. გსურთ მოისმინოთ გულწრფელი აზრი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით? მიმართეთ იმ პიროვნებას, რომელიც ამ ნიშნითაა დაბადებული.
მშვილდოსანი არ არის ის, ვინც სიმართლეს შეალამაზებს.
თუ ნერვიულობენ, მაშინ ისეთი რაღაცების თქმას იწყებენ, რამაც შეიძლება ადამიანები შოკში ჩააგდოს.



მერწყული

მერწყული კომუნიკაბელური და გახსნილია. სწორედ ეს თვისებები განაპირობებს, რომ პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ზოგი შემოვლითი გზით
იტყოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიპლომატიური თვისებებით არ გამოირჩევიან, ყველაზე ხშირად გამოთქვამენ მოსაზრებას.
მერწყულები ბუნებით ჯიუტები არიან. ამიტომ ისინი ბოლომდე დაიცავენ თავიანთ პოზიციას, როგორიც უნდა იყოს თანამოსაუბრეების რეაქცია. ამავე დროს, ისინი გამოირჩევიან გამჭრიახი გონებითაც. ამიტომ მერწყული მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა ადამიანმა გამოხატოს თავისი ჭეშმარიტი აზრი და ამის უფლება არ უნდა წაართვან.


ტყუპები

ტყუპები ხშირად იქცევიან ისე, რომ პირდაპირ ამბობენ სიმართლეს, რაც შეიძლება ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყოს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ კარგად არ იცნობენ. მათ არ სჩვევიათ სინანულის გამოხატვა თავიანთი ნათქვამის მიმართ, თუმცა, როდესაც მათი სიტყვები ვინმეს აზარალებს, ვითარება იცვლება. ამავე დროს, ტყუპები შეიძლება სამომავლოდ ისევ აგრძელებდნენ ამ ყველაფრის განმეორებას, რაც მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ისინი ხმამაღლა ფიქრობენ.


ვერძი

ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი ნიშანია. არსებობს ადამიანი, ვინც ყოველთვის პირში გეტყვის სიმართლეს. ეჭვგარეშეა, რომ ეს ვერძია. ამ ნიშნით დაბადებულები მეტისმეტ მნიშვნელობას არ ანიჭებენ იმაზე ფიქრს, თუ რას ფიქრობენ სხვები. დიპლომატია მათი ძლიერი მხარე არაა. ისინი არ დაგიმალავენ სიმართლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინიათ, არ აღშფოთდეთ და ცხადია, სიმართლის თქმისთვის შესაფერის დროს გამოძებნიან.


ლომი

მათ სურთ, რომ ყველაფერი ერთდროულად მიიღონ. თუ მსგავსი საუბარი დაიწყეს - ისინი აუცილებლად იტყვიან ყველაფერს, რასაც შენზე ფიქრობენ. ამასთან, სინანულის განცდა არ ექნებათ.
ლომები არიან პატიოსანი, უკომპრომისო ადამიანები, რომლებიც მაღალ სტანდარტებს აწესებენ საკუთარი თავის და სხვა ადამიანების მიმართ. ამიტომ, თუ რამე აწუხებთ, წესით, ამის შესახებ მაშინვე გაცნობებენ.


წყარო: cluber.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93