კონკრეტული წყვილის ინტიმურ თავსებადობაზე მხოლოდ და მხოლოდ მათი პირადი რუკების დეტალური განხილვით შეიძლება "დიაგნოზის" დასმა. შესაბამისად, ქვემოდ მოყვანილ სტატიას აქსიომად ნუ მიიღებთ... უბრალოდ გადახედეთ და გაითვალისწინეთ ასტროლოგთა მოსაზრებები:
ვერძი მარსით მართული ზოდიაქოს ნიშანია, ისევე როგორც მორიელი (მისთვის მარსი თანამმართველ პლანეტად ითვლება). ამიტომ ამ ორს ხასიათსა და ტემპერამენტში ბევრი საერთო აქვს. ორივე მათგანი აგრესიული, ძლიერი და ფიზიკურად აქტიური პარტნიორისკენ მიილტვის. მორიელი ადვილად იხიბლება ვერძის ცეცხლოვანი ტემპერამენტით და გამოკვეთილი სექსუალურობით. ვერძს კი თავის მხრივ მორიელის სიხისტე და იდუმალება ახვევს თავბრუს. ერთიც და მეორეც გამოირჩევა დიდი ფიზიკური აქტივობით და ენერგიის მარაგით, რასაც თან ერთვის სექსში სხვადასხვა სახის ექსპერიმენტების სიყვარული, რაც ვერძს და მორიელს ერთმანეთისთვის შეუცვლელ პარტნიორებად აქცევს ამ კუთხით.
კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, სექსუალურ მადას ნამდვილად არ უჩივიან. თუმცა კურო სექსუალური კუთხით მხოლოდ კომფორტულ და სტაბილურ პარტნიორთან იხსნება ბოლომდე. სასწორი მისთვის იდეალური წყვილია იმ მხრივ რომ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დიპლომატიის გრძნობითა და კომპრომისის ხელოვნებით გამოირჩევიან. სასწორის რბილი, მოსიყვარულე ბუნება ადვილად ხსნის კუროს გულისკენ მიმავალ ცხრაკლიტულ კარს, რაც საბოლოო ჯამში საუკეთესო სექსუალური თავსებადობის საწინდარი ხდება. გარდა ამისა, სასწორიც და კუროც პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ მყოფ ნიშანებს განეკუთვნებიან. რის ხარჯზეც ორივე მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პარტნიორის ვიზუალურ-ჰიგიენურ მონაცემებს. შესაბამისად, ამ ორს ერთმანეთთან ეს ფაქტორიც დააკავშირებს. კურო ყოველთვის აღფრთოვანდება სასწორის სილამაზით, სასწორი კი თავის მხრივ მისცემს კუროს იმ ემოციურ სითბოს, რაც ამ უკანასკნელის სექსუალური პოტენციალის ბოლომდე გამოსავლენადაა საჭირო.
ტყუპი უზომოდ მომხიბვლელი, ქარიზმატული და მოქნილი ხალხის ზოდიაქოა. ტყუპი მუდმივად ცვალებადია, როგორც შინაგანად ისე ვიზუალურად. ამიტომ ლომი ადვილად იხიბლება მისი ბავშვურობით და კრეატიული ჭკუით. ამასთან ლომის თავმოყვარეობას ერთი ორად ამაღლებს, ტყუპის მხრიდან აღფრთოვანებული კომპლიმენტების ზღვა, რომელსაც ეს უკანასკნელი პარტნიორის მიმართ უხვად არიგებს. გარდა ამისა, ბუნებით ექსპერიმენტატორი ტყუპი იმასაც კარგად შესძლებს, რომ ლომს სიამოვნება სხვადასხვა სექსუალური ექსპერიმენტითა და სიურპრიზითაც მიანიჭოს. რასაც იგი გულუხვი საჩუქრებით, ზრუნვითა და დიდი სითბოთი უპასუხებს.
ქალწული პრაგმატული აზროვნების უნარითა და რაციონალური გონებით გამოირჩევა. ამიტომ ვნება არასოდეს აკარგვინებს ბოლომდე თავს ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. და სწორედ ეს თვისება შეიძლება გამოადგეს მას იმაში, რომ ბუნებით ფრთხილი და ჩაკეტილი კირჩხიბი ბოლომდე გახსნას სექსუალური კუთხით. კირჩხიბი ემოციურ სიმყარეს ეძებს პარტნიორში, მანამ სანამ საკუთარ ეროტიულ ფანტაზიებს მთელი ძალით მისცემს გასაქანს. ქალწული კი სწორედ ამ ემოციურ ბექგრაუნდს უქმნის მას. რის ხარჯზეც ამ ორს იდეალური სექსუალური თავსებადობა გარანტირებული აქვს. გაგრძელება