იშვიათი ბედით გამორჩეული ადამიანები - ანუ რას ნიშნავს, თუკი ადამიანი მზის ან მთვარის დაბნელებისას იბადება

იშვიათი ბედით გამორჩეული ადამიანები - ანუ რას ნიშნავს, თუკი ადამიანი მზის ან მთვარის დაბნელებისას იბადება
იშვიათი ბედით გამორჩეული ადამიანები - ანუ რას ნიშნავს, თუკი ადამიანი მზის ან მთვარის დაბნელებისას იბადება 5 ივ­ლისს მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბაა , ეს საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით, სა­სურ­ვე­ლია, ოი­რი­ო­დე სი­ტყვით ვი­სა­უბ­როთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც, ვი­საც ბედ­მა მზის ან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბი­სას და­ბა­დე­ბა არ­გუ­ნა წი­ლად. თქმა არ უნდა, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის დაბ­ნე­ლე­ბა – მზის იქ­ნე­ბა თუ მთვა­რის – მნიშ­ვნე­ლო­ვან კოს­მი­ურ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს, რო­გორც მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე, ისე ადა­მი­ა­ნებ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ას­ტრო­ლო­გე­ბი ნე­ბის­მი­ერს ურ­ჩე­ვენ, რომ დაბ­ნე­ლე­ბი­სას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვონ თავი ყო­ველ­გვა­რი სა­ხის ქი­რურ­გი­უ­ლი
ჩა­რე­ვის­გან, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უმ­თავ­რე­სი კი სა­კე­ის­რო კვე­თაა. თუმ­ცა, რა უნდა ვქნათ მა­შინ, როცა ადა­მი­ანს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი გზით უწევს და­ბა­დე­ბა უშუ­ა­ლოდ დაბ­ნე­ლე­ბის დღეს? რაღა თქმა უნდა, ამ პრო­ცესს ვე­რა­ვინ გა­ა­კონ­ტრო­ლებს, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­ცო­დეთ ის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რაც დაბ­ნე­ლე­ბა­ზე და­ბა­დე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ციკლს ახ­ლავს თან, იმი­ტომ რომ, ასეთ ადა­მი­ა­ნებს გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი და ცხოვ­რე­ბა გა­აჩ­ნი­ათ.

ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მზის ან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის დღეს იბა­დე­ბა, რო­გორც წესი, გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია. ასე­თი პი­როვ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის უზო­მო რწმე­ნი­თა და თვით­კონ­ტრო­ლის უნა­რი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი. იგი იშ­ვი­ა­თად იც­ვლის აზრს, მაგ­რამ არა­სო­დეს იც­ვლის შე­ხე­დუ­ლე­ბას, ზე­წო­ლის შე­დე­გად. თა­ვად ის ფაქ­ტი, რომ პი­როვ­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ დაბ­ნე­ლე­ბი­სას მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, უკვე ნიშ­ნავს იმას, რომ ამ ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ელო­დე­ბა, რო­მელ­თა­გან შე­საძ­ლოა ბევ­რი ფა­ტა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის იყოს, მაგ­რამ ეს მა­ინც გარ­და­უ­ვა­ლია მის­თვის. თუმ­ცა, მათ სირ­თუ­ლე­ებ­თან ერ­თად, სა­ხე­ლი და დი­დე­ბაც ელო­დე­ბა.

ასე მა­გა­ლი­თად, მზის დაბ­ნე­ლე­ბი­სას და­ბა­დე­ბუ­ლებს შო­რის ძალ­ზე ხში­რად ვხვდე­ბით სა­კუ­თა­რი სფე­როს პირ­ვე­ლაღ­მომ­ჩე­ნებს, ცნო­ბილ რე­ფორ­მა­ტო­რებ­სა და მე­ცე­ნა­ტებს. ხოლო მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბი­სას გა­მორ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ან სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი იბა­დე­ბი­ან. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93