6-12 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

6-12 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი
6 ივლისი, მთვარე 14:08-ზე გადავა მერწყულის ზოდიაქოში. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ, სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
კარგია - ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.
8 ივლისი, 22:12-ზე მთვარე გადავა თევზების ზოდიაქოში. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია. კარგია წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები. ცუდია ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.
11 ივლისი, 9:06-ზე მთვარე ესტუმრება ვერძის ზოდიაქოს. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს
კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია თმის ნიღბის, თავის მასაჟის გაკეთება. მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილების გეგმიურ მკურნალობას.

ვერძი

აღიდგინეთ ძალები, ზედმეტმა გადატვირთვამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეგიქმნათ. კარგი კვირაა შეცდომების გამოსასწორებლად, როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. მარტოხელებს ფლირტი გაართობს. გათხოვილებმა დიპლომატიურად დაიცავით ის, რაც თქვენია, მტრები რომ არ გაიჩინოთ.

კურო

კვირის განმავლობაში გახშირდება შეხვედრები, მოლაპარაკებები. მოიმატებს ემოციურობა. მადლიერება იმ ადამიანის მიმართ, ვინც დაგეხმარათ, საჩუქრით გამოხატეთ. შეიძლება ასაკით უფროსი ან გამოცდილი მეგობარი შეიძინოთ, რომლის რჩევებიც სასარგებლოდ წაგადგებათ.

ტყუპი

კარგ შედეგს მოგიტანთ მეგობრებთან ერთად საქმიანობა. ერთადერთი რჩევა ისაა, რომ გადაამოწმოთ შესრულებული საქმეები, საკუთარიც და გარშემო მყოფებისაც. 12 ივლისამდე თქვენი მფარველი, გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური უკანმოძრავია და შეცდომების დაშვების ალბათობაც იმატებს. თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ხართ ორიენტირებული, საყვარელმა ადამიანმა შეიძლება ეგოიზმში დაგადანაშაულოთ.

კირჩხიბი

დაკვირვებულად თუ იმუშავებთ, მარტოც მშვენივრად გაუმკლავდებით საქმეებს. სადაც უნდა იყოთ, თქვენი ფიქრებით მაინც ოჯახთან, საყვარელ ადამიანთან ხართ. თქვენებური სიბრძნე მეტად გამოავლინეთ. მარტოხელები მეტად ლოიალურები უნდა იყოთ ახალგაცნობილი ადამიანის მცირე ხარვეზების მიმართ. შედეგად დაუვიწყარ რომანს მიიღებთ.

ლომი

ფული, ძირითადად, შვილისა და საყვარელი ადამიანის გამო დაგეხარჯებათ. თუ ისინი რამეს ისე არ აკეთებენ, როგორც ეს თქვენ გინდოდათ, მშვიდად აუხსენით. თავად კი მეტად დაისვენეთ, განმარტოვდით, დაკავდით საინტერესო საქმიანობით. დაუმეგობრდით პირად შინაგან სამყაროს. ოჯახში მოერიდეთ პროვოკაციებს. ახლა ახალი საქმეების დაწყების, ამბიციებისა და ეგოს გამოვლენის დრო არაა.

ქალწული

რაღაცის გაკეთების ექსპერიმენტების სურვილი გაგიჩნდებათ. შეიძლება ძველი იდეებიც კი განახორციელოთ. პოზიტიური კვირა ელით მათ, ვისი საქმიანობაც ტექნიკურ სფეროსთანაა კავშირში. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. გამონახეთ საყვარელ ადამიანთან საერთო ინტერესი.

სასწორი

მომხიბვლელი და თამამი ხართ, არ გაგიჭირდებათ სასურველის მიღწევა. ზოგიერთს მატერიალური დახმარება, ზოგსაც უფროსის ხელშეწყობა ელის. მეუღლესთან ერთად ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა, თუნდაც შვებულება დაგეგმეთ. მარტოხელებს შეიძლება სურვილი გაუჩნდეთ, ცოლიან კაცს დაუკავშირონ ბედი. ეს შეიძლება სამსახურებრივი რომანიც კი იყოს.

მორიელი

თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაგერთოთ და ყველაფერს გააკეთებთ, რომ საუკეთესო შედეგით მიიღოთ სასურველი. მეტად გამოაჩინეთ თქვენი ძალა და გონებრივი შესაძლებლობა, მარტივად დაამარცხებთ კონკურენტებს. თუ მოინდომებთ, იმ ადამიანთან, ვინც ახლო მანძილზე გიახლოვდებათ, რომანს გააბამთ. დაქორწინებულები ურთიერთეჭვიანობის გამო განადგურებამდე მიიყვანთ ერთმანეთს.

მშვილდოსანი

გაიუმჯობესეთ ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა. ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ჰარმონიაში იყოთ საკუთარ თავთან. თუ ვინმესთან საქმიანი წინადადების განხილვას აპირებთ, იმ კვირამდე მოიცადეთ. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება იმ ადამიანთან, ვისგანაც დიდი ხნის განმავლობაში გულგრილობას გრძნობდით.

თხის რქა

ბიზნეს და უძრავი ქონების საკითხები გახდება მნიშვნელოვანი. იყავით ფიზიკურად აქტიური. ზოგიერთმა შეიძლება ქალაქგარეთ გადაწყვიტოს საცხოვრებლად გადასვლა. ეცადეთ, არ დაძაბოთ დამოკიდებულება მშობლებთან, თუ ეს გახდება სახლის დატოვების მიზეზი. კამათი და ერთმანეთთან საქმეების გარჩევა კი შეიძლება ახალი რომანის დასაწყისი გახდეს.

მერწყული

შეიძლება ძველ საქმეებთან მოგიწიოთ მიბრუნება და უსიამოვნებების მოგვარება. უმჯობესია, ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვათ წერტილი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება და-ძმებთან. მეტი დრო უნდა დაუთმოთ ინფორმაციების გადამოწმებას. ემოციური დაღლილობის ფონზე ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ახალგაცნობილს ჰკითხეთ, რატომ დაშორდა ყოფილს, იგივე შეცდომები თქვენთან რომ არ დაუშვას. მეუღლეს კი მზრუნველობა სჭირდება.

თევზები

თვითგანათლებას უნდა მიხედოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ზოგიერთს შეიძლება ლიდერობის (თუნდაც ოჯახში) სურვილი მოეძალოს. არ გაგიჭირდებათ სხვათა აზრების გამოცნობა. საყვარელი ადამიანის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედეთ. მარტოხელებს რომანის დაწყება ელით ადამიანთან, ვისაც დღემდე მეგობრად მიიჩნევდნენ. მეუღლის მიმართ იყავით ნაზი და გამგები.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93