ივლისის თვის მიმოხილვა იმით უნდა დავიწყოთ, რომ საინტერესო მოვლენა გველის. ასეთი რამ სამ წელიწადში ერთხელ ხდება, როცა ორი ახალმთვარეობა ერთ ნიშანში გვაქვს. ამჯერად ასე კირჩხიბში დაემთხვა. პირველი იყო 21 ივნისს და მეორე იქნება 20 ივლისს. კირჩხიბის ნიშანი კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ ნიშანი 6 რეტროგრადული პლანეტით დაიწყო: მერკური (12 ივლისს გაასწორებს სვლას), ვენერა (26 ივნისს გაასწორა სვლა და 8 აგვისტომდე ტყუპის ნიშანში იქნება), იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი და პლუტონი.
20 ივლისამდე მზე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იმყოფება. კირჩხიბი გააძლიერებს შემდეგ თემებს: ოჯახი, სახლი, დედა, გვარი, წინაპრები, საცხოვრებელი, ემოციები, კვება.
ვენერა და მარსი - ორი გენდერული პლანეტა 29 ივლისამდე კარგ დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ გაუმჯობესდება პარტნიორული ურთიერთობები და თუ გავითვალისწინებთ, რომ ვენერაც მსუბუქ ნიშანშია და კეკლუცობის განწყობაზე, ბევრი რომანტიკული ნაცნობობა საინტერესოდ განვითარდება. უკვე დაწყვილებულებიც იგრძნობენ არსებულ კავშირში ვნებისა და გრძნობების მოზღვავებას.
პირველ ივლისს მერკურისა და მზის შეერთებას ველოდებით. ადამიანებს გაუადვილდებათ ინფორმაციების მოძიება, მზის გავლენით კი - გადაწყვეტილებების მიღება. კარგად შეძლებთ ერთმანეთისგან მართლისა და ტყუილის გარჩევას. მიხვდებით, ინფორმაციის რომელ წყაროს შეგიძლიათ ენდოთ. თქვენი მხრიდან კი ეცადეთ, კარგად გააანალიზოთ მოვლენები, გადაწყვეტილებების მიღება კი გაგიადვილდებათ.
30 ივნისს ველოდებით რეტროგრადული პლანეტების, იუპიტერისა და პლუტონის შეერთებას. მომდევნო შეერთება კი იქნება 13 ნოემბერს.
2020 წლის ზაფხულისა და შემოდგომის საბედისწერო თარიღები - პლუტონი ზოდიაქოს ნიშნებს გლობალურ ცვლილებებს უმზადებს.
5 ივლისს, 8:44-ზე, მთვარის დაბნელებას ველოდებით თხის რქის 14 გრადუსში. ეს იქნება კირჩხიბი-თხის რქის ღერძზე უკანასკნელი დაბნელება. რას შეიძლება ველოდოთ ამ დაბნელებაზე? გააქტიურდება გარკვეული საქმეების, პროექტების დასრულება და ამავდროულად, უნდა ვიმოქმედოთ განსხვავებულად, არა ისე, როგორც მიჩვეულები ვართ, არამედ უნდა მოვსინჯოთ სიახლე. შეგვიძლია თანამედროვე ტექნოლოგიებიც გამოვიყენოთ. ლილიტი (ფარული მტრები, შიშები) დაბნელებასთან კარმულ კავშირს ქმნის. აქვეა მარსიც და ორივე ვერძის ზოდიაქოში. ამიტომ, ადამიანებს შეიძლება გაუჭირდეთ ერთმანეთის, საღი აზრის მოსმენა, მოუნდეთ ყველაფრის თავისებურად გაკეთება. გაფრთხილდით, დაკვირვებული იყავით, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ეცადეთ, ყველაფერს ობიექტურად შეხედოთ. გაგრძელება