ნამდვილი სიყვარულისთვის აუცილებელი ოთხი რამ ბუდას მიხედვით

ნამდვილი სიყვარულისთვის აუცილებელი ოთხი რამ ბუდას მიხედვით
რა არის ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი? - ადა­მი­ა­ნებს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ. შე­საძ­ლოა, იპო­ვოთ სრულ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ მას­თან ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­კავ­ში­რებ­დეთ.

ბუ­დას მი­ხედ­ვით, სიყ­ვა­რუ­ლი თუ ნამ­დვი­ლია, ის ოთხი მთა­ვა­რი ელე­მენ­ტის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს.

ბუ­დას 27 სიბ­რძნე, რომ­ელთა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას რა­დი­კა­ლუ­რად ცვლის:

1. მა­იტ­რი, ანუ სი­კე­თე - ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სურ­ვი­ლი და ამავდრო­უ­ლად, უნა­რი, რომ ერთ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლოს მე­ო­რის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა. თქვენ შე­იძ­ლე­ბა გიყ­ვარ­დეთ ვი­ღაც, მაგ­რამ თუ არ შე­გიძ­ლი­ათ მისი გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა, ეს ვერ იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი.

როცა ხართ სი­კე­თით სავ­სე, მზრუნ­ვე­ლი, შეძ­ლებთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას. ეს კომ­პო­ნენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, რომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლოს თა­ვი­სი პარტნი­ო­რის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, სურ­ვი­ლე­ბის, პრობ­ლე­მე­ბის გა­გე­ბა და გვერ­დით დგო­მა.

2. კა­რუ­ნა, ანუ შემ­ბრა­ლებ­ლო­ბა - უნდა შე­გეძ­ლოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ტკი­ვი­ლის გა­გე­ბა, ტკი­ვი­ლის გა­ზი­ა­რე­ბა. თუ თქვენს პარტნი­ორს რა­ღაც სტკი­ვა და თქვენ ეს არ გა­ღელ­ვებთ, შე­გიძ­ლი­ათ გა­სარ­თო­ბად წახ­ვი­დეთ და არ იდარ­დოთ. ეს მი­უ­თი­თებს, რომ სუ­ლაც არ გიყ­ვართ ის. თუ მისი ტკი­ვი­ლის გამო თქვენც შე­წუ­ხე­ბუ­ლი ხართ, დარ­დობთ და ყვე­ლა­ფერს აკე­თებთ მის და­სახ­მა­რებ­ლად, ეს ნიშ­ნავს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლია.

3. მუ­დი­ტა, ანუ სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა - საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა წუთი უნდა გა­ბედ­ნი­ე­რებ­დეთ და სი­ხა­რუ­ლით გავ­სებ­დეთ. თუ ერთი წა­მი­თაც ვერ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ მის გა­რე­შე ყოფ­ნა და თავს ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად პარტნი­ო­რის გვერ­დით გრძნობთ, ეს ნიშ­ნავს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტია. მე­ო­რე მხრივ, თუ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ყოფ­ნა თქვენ­თვის სტრესს უკავ­შირ­დე­ბა, ეს არაა სიყ­ვა­რუ­ლი. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93