გამოვიცანით თქვენი ქმედებები?
ვერძი: დაუვიწყარი მხიარულება
- დალევას დილიდან იწყებთ და შუაღამემდე აგრძელებთ.
კურო: მღელვარება
- თითქმის მთელი დღე გადის იმაზე ფიქრში, თუ რა შეიძლება მოხდეს დაუგეგმავად.
ტყუპები: მორიდებულობა
- მთელი დღე ნერვიულობთ ყურადღების ცენტრში ყოფნის გამო, ვინაიდან კარგად იცით, რომ დღეს თქვენი დღეა და ყველას მზერა თქვენკენ იქნება მომართული.
კირჩხიბი: ცრემლები
- მთელი საქორწილო ცერემონიალი ბედნიერების ცრემლებში ჩაივლის.
ლომი: ყურადღების ცენტრში
- გიყვართ კომპლიმენტების მიღება და უამრავი ფოტოს გადაღება, მით უმეტეს, როცა დღის მთავარი გმირი თქვენ ხართ.
ქალწული: სრულყოფილებისკენ სწრაფვა
- მთელი დღე გინდათ იდეალურად წარიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ გაგიჟდებით.
სასწორი: დღის პრინცესა
- გინდათ, რომ ყველა დღის პრინცესასავით მოგექცეთ.
მორიელი: მასხარა
- მთელი დღე მხიარულებასა და ხუმრობებში გაივლის, კარგი განწყობის შენარჩუნებით კი ცრემლებს დამალავთ.
მშვილდოსანი: წესრიგის დამრღვევი
- შეეცდებით სტუმრების დარწმუნებას იმაში, რომ დალიონ და ბევრი იცეკვონ თქვენთან ერთად.
თხის რქა: დემონი
- შეეცდებით დღესასწაულზე განმარტოებას და თქვენს მეუღლესთან ერთად სექსით დაკავდებით.
მერწყული: პოზიტივი
- თქვენთვის სულერთია, ვინ რას იფიქრებს. ამიტომ მთელ დღეს მაქსიმალურად საუკეთესოდ გაატარებთ.
თევზები: ყველაზე ბედნიერი
- ჩათვლით, რომ ეს თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა.
წყარო: cluber