სილამაზის კალენდარი
- ორშაბათს ახალმთვარეობის გამო დისჰარმონიული დღეა და პოროცედურების ჩატარებას არ გირჩევთ. კვირის დასაწყისში გაუფრთხილდით გულს, ხერხემალს, კბილებს... სამშაბათიდან დაიწყეთ კანის დატენიანება, სამკურნალო და ვიტიმინიზირებული კრემების წასმა. თუ თმის შეჭრას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ სწრაფად გაგეზრდებათ.
20 ივლისი, მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოშია. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.
21 ივლისი, მთვარე ლომის ზოდიაქოში გადაბრძანდება. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ.
კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები. ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება. თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქების ჭამა.
23 ივლისი, მთვარე ქალწულის ზოდიაქოში გადავა. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება. დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მუცლის ვარჯიშების შესრულება.
25 ივლისი, მთვარე სასწორის ზოდიაქოში გადაბრძანდება. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
მინუსი - კარგია აბანო, საუნა, მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.
ვერძი
ჰარმონიული ბალანსი უნდა დაიცვათ სამსახურსა და ოჯახს შორის. თორემ, ამ უკანასკნელს ბოლო დროს საერთოდ არ აქცევთ ყურადღებას. უქმეებზე ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და მკვეთრი საყვარელი ადამიანის მიმართ.
კვირის საუკეთესო დღეა: 22, 25 ივლისი.
კურო
მეგობრებისა და საყვარელი ადამიანის დახმარების იმედი გქონდეთ. საღამოები მხიარულ გარემოში გაატარეთ, მელანქოლიამ რომ არ შემოგიტიოთ.
კვირის საუკეთესო დღეა: 21, 24 ივლისი.
ტყუპი
ნუ ჩაიქნევთ ხელს იმაზე, რაც პირველ ჯერზე არ გამოგივათ. გახსოვდეთ, მოუგვარებელი სიტუაცია არ არსებობს. შუა კვირაში ან რომანტიკული შეხვედრა, ან სასიამოვნო სიურპრიზი გელით.
კვირის საუკეთესო დღეა: 22, 23 ივლისი.
კირჩხიბი
ყველაფერს ერთად ვერ მიიღებთ. კონცენტრირებული იყავით ძირითადზე. მარტოხელებს უქმეებზე რომანტიკული ნაცნობობა და გრძნობებში თავით გადავარდნა გელით.
კვირის საუკეთესო დღეა: 23, 25 ივლისი.
ლომი
ორშაბათსა და სამშაბათს უნდა გაუძლოთ, მერე მზე თქვენს ნიშანში გადაბრძანდება და სამყაროს უფრო პოზიტიურად შეხედავთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ფული შეიძლება საჩუქრადაც მიიღოთ. უქმეებზე რომანტიკული თავგადასავლები გელით.
კვირის საუკეთესო დღეა: 21, 23 ივლისი.
ქალწული
დაიღალეთ ბედნიერების ძიებით? ჩამოყალიბდით, რა გსურთ და ცივსისხლიანად იმოქმედეთ. უქმეებზე თავს სიზარმაცი უფლება მიეცით.
კვირის საუკეთესო დღეა: 23, 25 ივლისი.
სასწორი
თქვენზე კარგი მოსაუბრე არ არსებობს, გამოიყენეთ ეს შანსი. განსაკუთრებით, როცა მამაკაცების საზოგადოებაში აღმოჩნდებით. უქმეებზე აქტიური დასვენება გელით.
კვირის საუკეთესო დღეა: 21, 25 ივლისი.
მორიელი
თუ შინიდან გახვალთ, საინტერესო მამაკაცის გაცნობის შანსი მოიმატებს. შუა კვირიდან განწყობა გაგიუმჯობესდებათ. ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული საყვარელი ადამიანის მიმართ. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ.
კვირის საუკეთესო დღეა: 21, 23 ივლისი.
მშვილდოსანი
ოთხშაბათიდან დაიწყეთ იდეების, ჩანაფიქრების განხორციელება. შაბათ-კვირა ბუნებაში, მეგობრების გვერდით, მხიარულად გაატარეთ.
კვირის საუკეთესო დღეა: 23, 25 ივლისი.
თხის რქა
ორშაბათს მშვიდად იყავით. არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ. მოეშვით დაპირებებს. იყავით საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული და არა იმაზე, თუ როგორ ასიამოვნოთ გარშემო მყოფებს.
კვირის საუკეთესო დღეა: 21, 25 ივლისი.
მერწყული
თუ მიგაჩნიათ, რომ პოზიტიური ცვლილებები გაკლიათ, გარშემო მიმოიხედეთ. გამონახეთ დრო მშობლებისთვის. ნუ იქნებით ჭირვეული და ბუტია.
კვირის საუკეთესო დღეა: 23, 26 ივლისი.
თევზები
ნუ დახარჯავთ ბევრ დროს იმაზე ფიქრში, რა ჭამოთ, რომ წონაში დაიკლოთ. უმჯობესია, ბევრი იმოძრაოთ. უქმეებზე შეხვდით ნათესავებს.
კვირის საუკეთესო დღეა: 25, 26 ივლისი.