მამაკაცების უმეტესობას მიაჩნია, რომ გაავებული ქალის ძირითადი პრობლემა უსექსობა ან უკაცობაა, თუმცა საქმე არც ისე მარტივად გახლავთ, ძვირფასო მამაკაცებო. ქალების გაავების მიზეზი ხშირად მათ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ, რომლის წინაპირობაც დედ-მამასთან არცთუ "ტკბილი" ურთიერთობაა. შესაძლოა თქვენს გარემოცვაში არსებულ რომელიმე "მაწაკას" საკმაოდ ადრე მოუხდა ცხოვრების გზის თავისი ძალებით გაკაფვა, ან შესაძლოა ადრეული ასაკიდან აწუხებდა უფრო დიდი ამბიციები. მოკლედ, დღეს თემა "მაწაკებს" ეძღვნება და ჩვენ მოგიყვებით, როგორ ვებრძოლოთ ე.წ. "სწერვის" სახელით მონათლულ სუსტი სქესის ძლიერ წარმომადგენლებს ყოველდღიურობაში.
ბრძოლის მეთოდები: მეტოქე მწარე რეპლიკებით მწყობრიდან უნდა გამოიყვანოთ, რადგან სწორედ ასეთ მომენტშია განსაკუთრებულად დაუნდობელი. მთავარია, თქვენი საყვარელი ადამიანის თანდასწრებით გიყვიროთ, რომლის წართმევასაც გიპირებდათ.
თუ ის თქვენი უფროსია - დაპირისპირება იუმორში გაატარეთ. არა შეგამჩნიოთ, რომ გეშინიათ მისი, თორემ თავზე წამოგაჯდებათ.
სასწორს - არ ეშინია კონკურენციის, რადგან გამჭრიახი გონების წყალობით ინტრიგების ხლართვის დიდოსტატია.
ბრძოლის მეთოდები: მეტოქეს არ დაანახვოთ ემოციები. თუმცა, მიახვედრეთ, რომ აბუჩად იგდებთ მის სწრაფვას თქვენი ბედნიერება დაანგრიოს.
უფროსის გულს კომპლიმენტებისა და საჩუქრების გარეშე ვერ მოიგებთ. ამასთანავე, მოუყევით თქვენი "უბედური ყოფის" შესახებ. მაქსიმალურად დაამძიმეთ სიტუაცია. მთავარია, ტყუილში არ გამოგიჭიროთ.
მერწყული - იმდენად თავისუფლებისმოყვარე და უშრეტი ენერგიის მფლობელია, რომ მისი მეტოქეობის არ უნდა გეშინოდეთ, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობენ...
ბრძოლის მეთოდები: ვერ იტანს ღია ბრძოლას და უხეშობას. არ უყვარს სკანდალები და თუ მისი გზიდან ჩამოშორება გადაწყვიტეთ, ამ რჩევით ისარგებლეთ.
უფროსის ყურადღება რომ დაიმსახუროთ, სამოსი და მანერები იდეალური უნდა გქონდეთ. მეტყველება – მკაფიო და თავდაჭერი.
ბრძოლის მეთოდები: მეტოქეს მაგიის ზემოქმედებით თუ გაუმკლავდებით. ეწვიეთ ჯადოქარს და პირველივე სეანსის შემდეგ თქვენი საყვარელი მამაკაცის ცხოვრებიდან ან პროფესიული სფეროდან "გააქრეთ".
უფროსს დითირამბები უნდა უმღეროთ, აღფრთოვანდით მისი მიღწევებითა და მიზნებით. შეუქეთ შვილები და შესაძლოა, სამუდამოდ მოიგოთ მისი გული.
ქალწული - კერკეტი კაკალია და ამასთან, შხამიანი ენა აქვს.
ბრძოლის მეთოდები: თქვენი მეტოქე საკმაოდ ხელმომჭირნე ადამიანია. გარდა ამისა, სილამაზის, მშვენიერების აღქმის უნარი არ გააჩნია, არაპოეტური ნატურაა. სწორედ ეს თვისებებით შეძლებთ მის დამარცხებას.
უფროსის გულის მოსაგებად ყველა დაკისრებული სამუშაო ვადაზე ადრე, საუკეთესოდ შესრულებული ჩააბარეთ. არასდროს მოუყვეთ თქვენი შინაური ამბები. მისი საოჯახო ამბები კი გულდასმით მოისმინეთ.
თხის რქა - ნამდვილი "ტერმინატორია კაბაში". საბედნიეროდ, მასთან მამაკაცები დიდხანს ვერ ძლებენ.
ბრძოლის მეთოდები: მეტოქესი ნუ შეგეშინდებათ. იგი თავად ისე მოაბეზრებს თქვენ სატრფოს, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ, უკან დაგიბრუნდებათ.
უფროსი მხიარული ისტორიებით გაართეთ; გაუზიარეთ აზრი წაკითხული წიგნების, ნანახი ფილმების შესახებ და ცოტა ხანში საუკეთესო მეგობრები გახდებით. გაგრძელება