თქვენი ვარსკვლავური დრო დადგა, მზე თქვენს პირველ სახლშია. ადვილად მიიღებთ სასურველს, - დაიკავებთ ადგილს ტახტზე, დაიდგამთ გვირგვინს. საშუალება მოგეცემათ, შეიცვალოთ იმიჯი, გარეგნობა. იყავით მიზანმიმართული და შეუპოვარი სასურველის მისაღებად და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. კარიერაში პირველი აგური უკვე შეგიძლიათ დადოთ. კარგი პერიოდია ხალხის მასისგან გამოსაყოფად, თქვენი ინდივიდუალურობის წარმოსაჩენად.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
გაგიადვილდებათ საჭირო ადამიანებთან დამეგობრება, მათთვის თქვენი იდეების გაცნობა. გაიჩენთ ახალ და საიმედო ბიზნესპარტნიორებს. ზოგიერთს კი გამოგიჩნდებათ გავლენიანი მფარველი, რომელიც იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. მეტად გამოავლინეთ თქვენი ინტელექტი, ნიჭი და შესაძლებლობა. თუმცა, ყველა ინფორმაციას ნუ ენდობით, გადაამოწმეთ საიმედოობაზე. აგვისტო კარგი თვეა სწავლისა და იდეების განსავითარებლად.
ფული და სიყვარული
შეიძლება ცოტა სენტიმენტალურობა და პასუხისმგებლობა მოგეძალოთ საყვარელი ადამიანის მიმართ. შეიძლება გაგიჩნდეთ შიშები, შეზღუდულად იგრძნოთ თავი ან გამოჩნდნენ ფარული მოშურნეები. ზოგიერთს შეიძლება უხერხულობა გაუჩნდეს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობისას. მარტოხელებს გაუსაძლისი სურვილი გაუჩნდებათ ოჯახის შექმნის. სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, რომ სიყვარულზე კი ოცნებობთ, მაგრამ რეალურად, საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმას ერიდებით. დაქორწინებულებს მეუღლესთან გულახდილობის სურვილი გაგიჩნდებათ. რაც შეეხება ფინანსებს, ეცადეთ, ფული მოზომილად ხარჯოთ. ახალ და სარფიან პროექტებზე კი მუშაობთ, მაგრამ შემოსავალს ამავე თვეში ნუ ელით.
ჯანმრთელობა
უმრავლესობას მოგზაურობა, თვალსაწიერის გაფართოება მოგინდებათ. შეიძლება რაღაც ახალი აღმოაჩინოთ ან ახლის შესწავლა, ცოდნის გაღრმავება მოგინდეთ. კარგია ვარჯიშის დაწყება. ჯანმრთელობის მხრივ საფრთხე არ გემუქრებათ, მთავარია, მოგზაურობის დროს, განსაკუთრებით, თუ ეგზოტიკურ ადგილებში გაემგზავრებით, შხამიანმა მწერებმა არ გიკბინონ.
ქალებისთვის
მარტივად მოაგვარებთ ყველა იმ უსიამოვნებას, რაც ბოლო დროს გაწუხებდათ. საინტერესო და საჭირო ადამიანების გაცნობა გელით. ზოგიერთი რომანტიკულ ურთიერთობას დაიწყებს. შემოსავლის სხვა წყაროც გამოგიჩნდებათ. თუმცა ყიდვისას აჩქარება არ გმართებთ. წაიკითხეთ ვრცლად