ვერძი
ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. კომერციულ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საქმეებში პროგრესი გელით. ამჟამად თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, თუმცა წარმატებისთვის გავლენიანი მფარველების ან პარტნიორების დახმარება გჭირდებათ.
კურო
დაძაბული დღეა, რომელიც სულიერ განწმენდას და ზნეობრივი კანონების შემეცნებას უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ შოპინგისთვის ხელსაყრელი დღეა. ამიტომ, თუ რამის შეძენას აპირებთ, ეს დღეს უნდა გააკეთოთ. გირჩევთ, დამატებითი შემოსავლის წყაროები აქტიურად ეძიოთ, თუმცა საეჭვო წინადადებებს ერიდეთ. მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართეთ და წარმატებას მიაღწევთ.
ტყუპები
სხვადასხვა საქმიან ოპერაციაში წარმატება გელით, თუმცა შემოსავალი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ელით. სავარაუდოდ, მოგებიან საქმიან წინადადებას შემოგთავაზებენ, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ.
კირჩხიბი
სავარაუდოდ, მოვლენები თქვენთვის საზიანოდ შეტრიალდება. ყველაფრის მიუხედავად, სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნაჩქარევ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებზე უარი თქვით. დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ საკუთარი, სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნოთ.
ლომი
ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. დიდია იმის ალბათობა, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ, თუმცა შემოსავალზე მეტი გასავალი გელით. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია სირთულეები, რაც ცრუ დაპირებებს უკავშირდება.
ქალწული
შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. ხელსაყრელია მოგზაურობა და ახალი ადგილების მონახულება. მოსალოდნელია პროგრესი საქმეში, რომელიც სწავლას, ახალი საქმისა და ხელობის შესწავლას უკავშირდება. დღის მეორე ნახევარში ახლო ნათესავთან ან ოჯახის წევრთან კამათი გელით.
სასწორი
არახელსაყრელი დღეა, რომელიც ქრონიკული დაავადებების გამწვავებას უკავშირდება. პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია შეცდომები, რაც სიტუაციის არასწორ შეფასებას ან მცდარ ინფორმაციას უკავშირდება. გაითვალისწინეთ, რომ თვითგვემამ ან პარტნიორთან დაკავშირებულმა ილუზიებმა შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ორგანიზმი დააზარალოს. გაგრძელება