როგორი კვირა გელით - ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი კვირა გელით - ასტროლოგიური პროგნოზი


ვერძი

ამ კვირაში გიმართლებთ. ძირითადად, ფინანსებისა და სამსახურის სფეროებში. შეიძლება ფულის ხარჯვამ გართობასა და სამოსზე მოგიწიოთ. კვირის ბოლოს საინტერესო ნაცნობობა, რომანტიკა და ფლირტი გელით.
კვირის საუკეთესო დღეები: 5, 7 აგვისტო.

კურო

ეცადეთ სამსახურში სიარული და ყოველდღიური რუტინული ვალდებულებები დღესასწაულად აქციოთ. ასე უფრო მარტივად გაუმკლავდებით სირთულეებს. შეიძლება კარდინალურად შეგეცვალოთ მიზნები.
კვირის საუკეთესო დღეები: 3, 9 აგვისტო.

ტყუპი

საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად, არ გაგიჭირდებათ რომანტიკული ნაცნობობის გაბმა. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას მეუღლესთან ან ნათესავებთან უძრავი ქონების გამო. უქმეებზე
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე.
კვირის საუკეთესო დღე: 6 აგვისტო.

კირჩხიბი

ყველას დასჭირდებით, ყველას რაღაც სურს თქვენგან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს, ზამთრისთვის პროდუქტების მომზადება-მომარაგებას. მეტად იზრუნეთ საკუთარი ჯანმრთელობისთვის.
კვირის საუკეთესო დღეები: 4, 8 აგვისტო.

ლომი

ისწავლეთ ფულის დათვლა და ხარჯის კონტროლი. შუა კვირაში ოჯახის წევრებმა შეიძლება ყოველი ნაბიჯი გაგიკონტროლონ. თუ მოითმენთ, მოიგებთ. უქმეებზე გასართობი მგზავრობა გელით.
კვირის საუკეთესო დღე: 7 აგვისტო.

ქალწული

სასურველის მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. თქვენი შრომისუნარიანობისა და დაკვირვებულობის წყალობით ყველაფერი გამოგივათ. მგზავრები და მოსაუბრეები კი დიდი დაკვირვებით უნდა აირჩიოთ. შეიძლება სხვათა საქციელის გამო მოგიწიოთ პასუხისმგებლობის აღებამ.
კვირის საუკეთესო დღე: 9 აგვისტო.

სასწორი

მშვიდად და დაკვირვებით განიხილეთ თქვენ გარშემო მომხდარი ამბები. იყავით თვითკრიტიკულიც. შუა კვირაში ხშირად შეხვდით მეგობრებს, დაუნიშნეთ პაემანი საყვარელ ადამიანს. უქმეები შეხვედრებითა და მგზავრობით გექნებათ დატვირთული.
კვირის საუკეთესო დღე: 6 აგვისტო.

მორიელი

სასურველია, ეს კვირა დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმოთ. უქმეებზე არ გარისკოთ, იმასაც დაკარგავთ, რაც გაქვთ. თუ დასვენებას ვერ ახერხებთ, დაასრულეთ დაწყებული საქმეები.
კვირის საუკეთესო დღეები: 4, 8 აგვისტო.

მშვილდოსანი

იყავით მეტად მიზანმიმართული. ეს ეხება სამსახურსაც და პირად ურთიერთობებსაც. გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას ქმართან, იქნებ რამის უკეთესობისკენ შეცვლა მოგინდეთ. უქმეებზე მოიმატებს თქვენი ავტორიტეტი.
კვირის საუკეთესო დღეები: 5,7 აგვისტო.

თხის რქა

უამრავი საქმის დასრულება, გადამოწმება და შესრულება მოგიწევთ. გარშემო მყოფებისთვის თქვენ ყველაფრისმცოდნე ხართ და ნუ გაგიკვირდებათ, თუ უცნობებიც მოგმართავენ რჩევისთვის. დაფიქრდით, რა არის თქვენს ცხოვრებაში მთავარი და რა დროს უთმობთ მას.
კვირის საუკეთესო დღეები: 3, 4, 9 აგვისტო.

მერწყული

უამრავი ენერგია გაქვთ და ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებას შეძლებთ. აღიჭურვეთ მოთმინებით და გამძლეობით. შეგიძლიათ გავლენიანი მეგობრების დახმარება გამოიყენოთ ან თქვენი შარმი "ჩართოთ". მოიფიქრეთ, სად იმოგზაურებთ საყვარელ ადამიანთან ერთად.
კვირის საუკეთესო დღეები: 5, 6 აგვისტო.

თევზები

იყავით დაკვირვებული გარშემო მყოფებისადმი. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და სიყვარული ოჯახის წევრების მიმართ, ისწავლეთ დათმობა. იყავით თამამი და ღიმილიანი, აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის გრძნობა, თქვენ ყველაფერი გამოგივათ.
კვირის საუკეთესო დღეები: 4, 8 აგვისტო.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93