როგორი იქნება და რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს აგვისტო, ფინანსური და რომანტიკული თვალსაზრისით:
ვერძი
სურვილი გაგიჩნდებათ, მეტი დრო გაატაროთ ოჯახში, მშობლების გვერდით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან, იმასთანაც კი, ვისზეც ადრე გაბრაზებული იყავით. ოჯახში ჰარმონია დაისადგურებს. შინ უმასპინძლეთ მეგობრებს, სტუმრებს; ხშირად მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები. სასურველია, შეიძინოთ ოჯახური ნივთები, მეტი დრო და მატერიალური რესურსი გამოჰყოთ ბინის კეთილმოწყობისთვის.
კურო
თვის დასაწყისში კომუნიკაცია და ურთიერთობა მოგინდებათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ახლობლებთან, ნათესავებთან. მაქსიმალურად დიპლომატიური იქნებით და თავადაც გაგიკვირდებათ, როცა კონფლიქტურ სიტუაციებს მეგობრულში გადაიყვანთ. გამოიჩინეთ მეტი ინტერესი ახლობლების საქმეების მიმართ და თუ შესაძლებლობა გაქვთ, დაეხმარეთ მათ მოგვარებაში. მარტოხელა კუროებს საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება მყარ ურთიერთობაში გადაიზარდოს. იყავით ჰაეროვანი და ღიმილიანი საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში. აგვისტოში სტაბილური ფინანსური მდგომარეობა გექნებათ. ნათესავები ფულის გარეშე არ დაგტოვებენ.
ტყუპები
თვის დასაწყისიდან ფულის მიმართ ინტერესი მოგემატებათ. შეიძლება დამატებითი შემოსავალის ინტერესი გაგიჩნდეთ. გირჩევთ, არსებული თანხა გონივრულად დახარჯოთ, რათა თვის ბოლოს ჯიბეცარიელი არ დარჩეთ. ზოგიერთი ტყუპი შეიძლება მიხვდეს, რომ დაიღალა არაფრისმომცემი სასიყვარულო ურთიერთობებით, რომლის სერიოზული დაბოლოება კითხვის ნიშნის ქვეშაა და ტაიმ-აუტი აიღონ. ზოგი კი საკუთარი თავისთვის სასურველ ნივთს შეიძენს კომპენსაციის სახით. დაქორწინებულები ერთად გაემგზავრეთ დასასვენებლად. ერთად განმარტოებით ყოფნა ისე გესიამოვნებათ, რომ შეიძლება თავიდან შეგიყვარდეთ ერთმანეთი. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
კირჩხიბი
თავადაც შეამჩნევდით, რომ ივლისის ბოლოდან გაგიუმჯობესდათ განწყობა. ღიმილისა და ფლირტის განწყობაზე დადგებით. ზოგიერთი იმიჯის შეცვლას გადაწყვეტს, რაც სასიამოვნოდ აისახება თქვენს გარეგნობაზე და საწინააღმდეგო სქესის ყურადღებასაც დაიმსახურებთ. ზოგიერთს შეიძლება არჩევანის გაკეთება გაუჭირდეს და ერთდროულად რამდენიმე რომანიც კი გააბას. ზოგიერთს კი რომანტიკული თავგადასავალი მხოლოდ იმისთვის დასჭირდება, რომ საკუთარი თავი სასურველად იგრძნოს. რაც შეეხება ფინანსებს, ნელ-ნელა გაგიუმჯობესდებათ. ახალი ხელშეკრულებების გაფორმებით შემოსავალი მოგემატებათ.
ლომი
შეიძლება ცოტა სენტიმენტალურობა და პასუხისმგებლობა მოგეძალოთ საყვარელი ადამიანის მიმართ. შეიძლება გაგიჩნდეთ შიშები, შეზღუდულად იგრძნოთ თავი ან გამოჩნდნენ ფარული მოშურნეები. ზოგიერთს შეიძლება უხერხულობა გაუჩნდეს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან ურიერთობისას. მარტოხელებს გაუსაძლისი სურვილი გაუჩნდებათ ოჯახის შექმნის. სხვათა შორის, ისიც უნდა ითქვას, რომ სიყვარულზე კი ოცნებობთ, მაგრამ რეალურად, საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმას ერიდებით. დაქორწინებულებს მეუღლესთან გულახდილობის სურვილი გაგიჩნდებათ. რაც შეეხება ფინანსებს, ეცადეთ, ფული მოზომილად ხარჯოთ. ახალ და სარფიან პროექტებზე კი მუშაობთ, მაგრამ შემოსავალს ამავე თვეში ნუ ელით.
გაგრძელება