მოტყუებული მოლოდინების ჰოროსკოპი

მოტყუებული მოლოდინების ჰოროსკოპი

თხის რქა

  • ყველაზე უბედური ჰოროსკოპის ნიშანი სწორედ ეს არის. მათ ყველაზე მეტი შრომა უწევთ, დიდი რაოდენობით სიყვარულს გასცემენ, თუმცა სანაცვლოდ მადლობასაც არ იღებენ, აპლოდისმენტებზე კი ზედმეტია საუბარი.

მერწყული

  • უპრობლემო მერწყულის მოთხოვნილებების სია საკმაოდ მოცულობითია, თუმცა სინამდვილეში მას ყველაზე მარტივი მიდგომა აქვს: აქვს - კარგია, არ აქვს - არა უშავს, გადაიტანს. ამიტომ გარედან ყველაზე ბედნიერი ჩანს. მერწყულს კი სინამდვილეში ერთი რამ სურს: ყველა შეეშვას, თუმცა ეს არასდროს მოხდება, უზარმაზარი მოთხოვნილებების ჩამონათვალიდან გ
    ამომდინარე.

თევზები

  • თევზებს სურთ ყველაფერი ჰქონდეთ, ოღონდ სანაცვლოდ არაფერი აკეთონ. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს კონკრეტული პრობლემების ფორმულირება უჭირთ, ვინაიდან მათ სჭირდებათ ყველაფერი. შესაბამისად, იღებენ კიდეც ამ "ყველაფერს", თუმცა რამდენად კარგია, ეს უკვე თავად განსაზღვრეთ.

ვერძი

  • ვერძებს მოლოდინი აქვთ, რომ პირველ ადგილზე იქნებიან, ლიდერის მაისურს მოირგებენ, ხელმძღვანელის სკამზე ისხდებიან, ვინაიდან ის ვერძია, თუმცა სინამდვილეში ასე არ ხდება! ვერძებს ბევრი შრომა უწევთ წამყვანი პოზიციების დასაკავებლად, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერს სწორად და კარგად აკეთებენ. კარგი იქნებოდა, ყველა მარტივად რომ უთმობდეს გზას ზოდიაქოს ამ ამბიციური ნიშნის წარმომადგენლებს.

კურო

  • კუროები ოცნებობენ სიმშვიდეზე, სურთ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ, არა საუკეთესოდ, არამედ უბრალოდ სტაბილურად კარგად, ვიდრე სხვებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ სიმშვიდე და სტაბილურობა ყველაფერში. ამიტომ გამუდმებით სიმყუდროვეს ეძებენ.

ტყუპები

  • ამ ნიშნის წარმომადგენლებმა რაც უნდა ბევრი სცადონ, ერთ საქმეზე მეტს ვერ ართმევენ თავს, თუმცა ამაზე ნამდვილად არ დარდობენ. ყოველთვის რაღაცის იმედად არიან. უნდათ, იყვნენ წარმატებულები, მაგრამ არ უნდათ მუშაობა; უნდათ, იყვნენ ბედნიერები პირადში, მაგრამ ბევრ ადამიანთან სურთ ურთიერთობა. წარუმატებლობების შედეგად კი არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა გააკეთეს არასწორად.

კირჩხიბი

  • ამ ნიშნის წარმომადგენლებს ქრესტომათიული ბედნიერება სურთ ყველასთვის. მშვიდობა მთელ სამყაროში მათი მთავარი ოცნებაა. შეიძლება ითქვას, რომ ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე ბედნიერები კირჩხიბები არიან და გამუდმებით მიილტვიან პერსონალური "კირჩხიბული სამოთხისკენ".

ლომი

  • ლომებს სურთ, გარშემო ყველაფერი ისე იყოს, როგორც მათ ესიამოვნებათ. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის მთავარია, ცის კანცელარია მუდამ კარგად იყოს განწყობილი მათ მიმართ, დანარჩენში კი მთავარია, თავისუფლად იგრძნონ თავი. შედეგად ყველა ზოდიაქოს ნიშანი რაღაც მხრივ იმედგაცრუებული რჩება, ლომებს კი საკუთარი ევერესტი აქვთ. სამაგიეროდ, საუკეთესო - როგორც ყოველთვის!

ქალწული

  • ქალწულებს სჯერათ, რომ მათ გიგანტურ პოტენციას დააფასებენ, თავდაუზოგავი შრომა, კარგი აზროვნება, ცხოვრებისეული ლოგიკა, უნდა ლამაზი აბრები საკუთარ სამუშაო ოთახის კარზე, თუმცა ცხოვრება თავისებურად აგრძელებს მათთან დაგეგმარებას.

სასწორი

  • სასწორებს ყველაზე მწვავე რეაქცია აქვთ იმედგაცრუებაზე. მათ ბედნიერებისთვის ბევრ რამ საერთოდ არ სჭირდებათ. ბედნიერი პირადი ყველაზე დიდი სიმდიდრეა სასწორებისთვის, სტაბილურობა კი წარმატების გარანტიაა. ზოდიაქოს სხვა ნიშნებისგან განსხვავებით, სასწორების მოტყუება შეუძლებელია.

მორიელი

  • მორიელებს ყველა სისულელის სჯერათ. შესაბამისად, მათ მოტყუება ნებისმიერ ასაკში მარტივად შესაძლებელია. თუმცა იმედგაცრუებაზე ყოველთვის აქვთ მზად პასუხი.

მშვილდოსანი

  • მშვილდოსნებს სჯერათ, რომ ქვეყანას სიამოვნების მისაღებად მოევლინნენ. მათ შეუძლიათ სიამოვნების მიღება ყველაფრისგან: ნაბახუსევით დაწყებული, მთელი დღე საწოლში საღამურით კოტრიალით დასრულებული. თავიანთ ბრალეულობას ვერ ხედავენ და ნებისმიერ წარუმატებელ შემთხვევაზე ერთი და იგივე რეაქცია აქვთ: მე რატომ? როგორ მოხდა ასე?
წყარო: cosmo
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93