შტრიხი, რომელიც მხოლოდ შენს ზოდიაქოს ნიშანს აქვს და ამიტომაც შურთ შენი

შტრიხი, რომელიც მხოლოდ შენს ზოდიაქოს ნიშანს აქვს და ამიტომაც შურთ შენი
იცით, რითი ხართ სხვებისგან გამორჩეული? გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. შეგიძლიათ თქვენი მეგობრების დეტალსაც გაეცნოთ...

ვერძი

ყველას უკვირს, როგორ ახერხებთ, რომ ჯერ გადახტეთ და მერე დაფიქრდეთ? თანაც, ყველგან პირველი ხართ.

კურო

ფულის შოვნაც გამოგდით, სახლში კომფორტის შექმნაც და სიზარმაცითაც თავის განებივრება.

ტყუპი

"ენას ძვალი არა აქვს" - თქვენზეა ნათქვამი. მშვენიერი ორატორი ხართ. ყველგან ხართ, ყველაზე ყველაფერი იცით, ყველგან ახერხებთ თქვენი სიტყვის ჩაკვეხებას.

კირჩხიბი

ვერავინ შეგატყობთ, რას გრძნობთ, თქვენს სახეზე ერთი ემოციაც არ გაიელვებს, მიუხედავად იმისა,
გულში ყველა ემოცია ერთად რომ ბობოქრობდეს.

ლომი

თქვენი ყველას და ყველგან შურს. თქვენ გაქვთ უნარი, გარშემო მყოფები დაარწმუნოთ თქვენს უნიკალურობაში, სილამაზეში, მედიდურობაში, დიდგვაროვნებაში.

ქალწული

ყველა დეტალი შეგიძლიათ დაინახოთ, გამოასწოროთ. თქვენზე უკეთ ხელოსანიც ვერ აკეთებს დაზიანებულ ყავამანქანას. მხოლოდ თქვენ იცით ნემსის სწორად გაკეთება და რაც მთავარია, კვალიფიციურად შეგიძლიათ დაულაგოთ ტვინი თვითმკვლელობამდე მისულ ადამიანს.

სასწორი

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ შეამჩნიოთ სილამაზე, სიმპათიურად აღიქვათ მთვრალი მგზავრი, რომელიც ბოლო ხმაზე ყველას დედას აგინებს. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დიპლომატიურად გამოლანძღოთ დაქალი და მაინც მეგობრებად დარჩეთ.

მორიელი

თავისუფალი ადამიანი ხართ. თანაც არ გახასიათებთ გრძნობების გამოვლენა და მხოლოდ მაშინ იწამლებით საკუთარი შხამით, როცა მიგატოვებთ ადამიანი, რომელიც მართლა გიყვარდათ. მაგრამ არც ამას გამჩნევთ არავინ.

მშვილდოსანი

თქვენზე მეტი ოპტიმისტი არავინაა. რთულ სიტუაციაშიც კი შეგიძლიათ გაიცინოთ და მერე სხვებიც აცინოთ.

თხის რქა

ძლიერი ნებისყოფა და რკინა-ბეტონის მოთმინების უნარი გაქვთ. აკეთებთ, რაც იცით, რომ გამარჯვებას მოიტანს (თუნდაც 10 წლის შემდეგ) და არ გეშინიათ ერთი საქმის მეათედ დაწყება.

მერწყული

ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი მინიმუმ ორ გამოსავალს ხედავთ. თანაც, ბოროტი არ ხართ და მეგობრებსაც უზიარებთ მარტივ, ახალ-ახალ გზებს.

თევზები

ყველას უკვირს, საიდან ხვდებით, რომ საფრთხე გიახლოვდებათ? გაცურავთ და არ გამოხვალთ, სანამ ცუნამი არ გადაივლის. თანაც არ გაქვთ სურვილი, სხვაც ჩაიყოლოთ თქვენს ორომტრიალში.

წყარო: cosmopolitan
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93